გოლდ-კოსტი - სერფერების სამოთხე ავსტრალიაში

პირველი ევროპელების გამოჩენამდე აქ 23 ათასი წლის განმავლობაში ავსტრალიელი აბორიგენები ცხოვრობდნენ. მე-19-ე საუკუნის დასაწყისში აქ იუგამბეჰის ტომის წარმომადგენლები სახლობდნენ. მათი ძირითადი საქმიანობა ნადირობა და თევზაობა იყო. პირველი ევროპელების გამოჩენის შემდეგ იუგამბეჰის ხალხი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა და კონტინენტის სიღრმეში გადასახცლებულიყო. 1890 წლისთვის ტომის ის წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ წინაპრების მიწაზე ცხოვრობდნენ, რეზერვაციებში გადაასახლეს. 13710414983_67640b2207_o  13710776224_0d27ee67c4_o გოლდ-კოსტი ავსტრალიის  აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში მდებარეობს. პირველი ევროპელი, რომელიც აქ ფეხი დადგა, ითვლება რომ კაპიტანი ჯეიმს კუკი იყო, რომელმაც სანაპიროს 1770 წლის 16 მაისს ჩაუარა. თუმცა პირველმა ევროპელმა აქაურ მიწაზე აქ 1823 წელს დადგა ფეხი და ეს ადამიანი ჯონ ოქსლი იყო. 13710423043_21ccb6d732_o13710792904_efd28a32b2_oმიუხედავად ამისა, აქაურობა 1840 წლამდე ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა. შემდეგ კომერსანტების ყურადღება აქ არსებულმა ავსტრალიური წითელი კედრის ტყეებმა მიიპყრო, რომელსაც საკმაოდ ძვირფასი მერქანი აქვს. გადმოსახლდნენ პირველი ევროპელები, დაიწყეს საქონლის მოშენება, გააშენეს შაქრის ლერწმის და ბამბის პლანტაციები. 13710804204_c68c67e81e_o13710437503_b8899362fe_o მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ კუინზლენდის გუბერნატორმა  აგარაკი აიშენა გოლდ-კოსტის თანამედროვე თანამგზავრ — საუთპორტის ჩრდილოეთით ბორცვზე. ამ დროიდან მოყოლებული აქაურობა მდიდარი და გავლენიანი ადამიანების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა. გაიყვანეს რკინიგზაც. ასე დაიწყო ამ რეგიონის განვითარება. მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედამდე მოსახლეობა ნელა იზრდებოდა, მაგრამ 1925 წელს სანაპირო ზოლზე გამავალი საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ ნამდვილი ტურისტული ბუმი დაიწყო. 13710436213_430b0d9279_o   13710426135_707694e9a7_o 1930-იან წლებში ავტოტრანსპორტის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა ტურისტების ნაკადი და სანაპირო ზოლის უმეტეს ნაწილზე - საუთპორტიდან ახალ სამხრეთ უელსამდე სასტუმროები და კერძო აგარაკები აშენდა. მოგვიანებით ამ ადგილს სერფერ-პარადაისი (სერფერების სამოთხე) დაერქვა.  აქვე აშენდა ამავე დასახლელების სასტუმროც, რომელიც 1936 წელს დაიწვა, მაგრამ მის ადგილას მალევე ააშენეს გრანდიოზული კომპლექსი, რომელსაც საკუთარი ზოოპარკიც კი ქონდა. 13710425255_edf82acf21_o13710420085_c708ee073d_o 1940-იანი წლების ბოლოს ჟურნალისტებმა აქაურობას გოლდენ-კოსტი (ოქროსფერი სანაპირო) შეარქვეს. 1858 წლის 23 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს ოფიციალურად ეწოდა გოლდ-კოსტი. სულ ცოტა ერთი წლის შემდეგ დასახლება გამოცხადდა ქალაქად. 13710416303_932fd9de65_o13710415185_9b4eb7f481_o   1981 წელს აეროპორტი აშენდა  და 1980-იანი წლებში უამრავი უცხოური ინვესტიციაც შემოვიდა: იაპონელებმა აქ უამრავი ფული ჩადეს სასტუმროების და ცათამბჯენების მშენებლობაში. გოლდ-კოსტი ახლაც ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს. განსაკუთრებით პოპულარულია აქაური პლაჟები, მაღალი ტალღებით, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იზიდავენ სერფერებს. 13710411553_25f4f6e6aa_o13710397685_9f90707bca_o სერფინგის აქაური ისტორია  მხოლოდ ჰავაის და სამხრეთ კალიფონიას თუ ჩამორჩება. Surf World-ის მუზეუმში სერფინგის მოყვარულებს საათობით შეუძლიათ საინტერსო ისტორიული ფაქტების გაცნობა და ძველი დაფების თვალიერება, რომლებიც მე-20-ე საუკუნის დასაწყისშია დამზადებული. 13710410895_725a619630_o13710411965_ca045b51ba_o
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %