47
ყველაზე გამწვანებული ქუჩა მსოფლიოში
18 ნოემბერი 2015
დიდ ქალაქებში, სადაც ძალიან ბევრი ხმაური, მტვერი და გამონაბოლქვია, "მწვანე ფილტვები", რომელიც ქვის და რკინის ჯუნგლებს ცოტა გააფერადებს, ჟანგბადის წყარო იქნება და მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას მიცემს, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ბრაზილიაში, ქალაქ პორტუ-ალეგრიში ასეთი პრობლემა არ აქვთ. ქალაქის ერთი ქუჩა - რუა გონსალუ დე კარვალო მსოფლიოს ყველაზე გამწვანებულ ქუჩად ითვლება.
ეს ქუჩა ყოველთვის ასეთი გამწვანებული არ იყო. 1930 წლამდე ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ქუჩა იყო, სადაც მზეს და სიცხეს ვერსად დაემალებოდი. მაგრამ ენთუზიასტების წყალობით, რომლებიც გერმანელი ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ და ადგილობრივ ლუდსახარშში მუშაობდნენ, იერსახე იცვალა. ემიგრანტების იდეას ადგილობრივმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და დარგვაში თვითონაც მიიღო მონაწილეობა. ხის ნერგების არჩევისას მთავარი კრიტერიუმი ჩრდილის მოცემა იყო, ამიტომ არჩევანი ტიპუანაზე შეჩერდა. ხე სიმაღლეში 18-20 მეტრს აღწევს, მისი ვარჯი მოწითალო-ყავისფერია, ყვავილობისას კი ტოტები ულამაზესი ყვითელი ყვავილ
...