საბერძნეთის კუნძულები - მიკონოსი

მიკონოსი - "ქარების კუნძული" - საბერძნეთის კუნძულებიდან ყველაზე გიჟური და მჩქეფარე ღამის ცხოვრებით გამოირჩევა.  ღამის კლუბების გარდა, აქ შეხვდებით ქარის წისქვილებს, ტურისტებით სავსე პლაჟებს და მეგობრულ ატმოსფეროს. 4-day-mykonos-excursion-in-athens-117733რა მოვინახულოთ?ქალაქი მიკონოსი  Mykonos’ Chora- ყველაზე must see ადგილი კუნძულზე. აქ შეხვდებით უამრავ ქარის წისქვილს, პატარ-პატარა მაღაზიებს - იდეალურებს საშოპინგოდ. აქაურობა ფეხით მოსიარულეთა სამოთხეა.mykonos-greece-0110802438656_5968ec72d9_z10802519384_5505b97ed6_z10859227455_c2682997a4_z10859258866_a0a777eaf2_zქარის წისქვილების სანახავად მიკონოსიდან ცოტა ფეხით მოგიწევთ მაღლა, გორებში გასეირნება. დღეს ისინი სამწუხაროდ აღარ ფუნქციონირებენ, მაგრამ აქედან ულამაზესი სანახაობა იშლება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი მზის ჩასვლის პეიზაჟია. mykonos-greece-03კუნძული დელოსი - მიკონოსის ახლოს პაწაწუნა კუნძული - დელოსი მდებარეობს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედით, აპოლონის სამშობლოდ ითვლება და ბევრი ტურისტი სტუმრობს. 10859498296_b1f4c83743_zმათთვის ვისაც პლაჟზე სურს გასეირნება და თან ოჯახსთან ერთად მოგზაურობს, ორნოსის პლაჟი საუკეთესო ადგილია. ქალაქიდან აქ ავტობუსები და ტაქსები დადის, თუმცა თუ სიარული არ გეზარებათ, ფეხითაც შეიძლება გასეირნება.  აქვე ქირავდება შეზლონგებიც  და არის უამრავი კაფე და რესტორანი. ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ შედარებით ხალხმრავალია. 10859220846_0c08af7559_z სხვა, კეთილმოწყობილი პლაჟებიდან შეგიძლიათ ესტუმროთ Platys Gialos-ს, აქაც საკმაოდ ხშირად დადის ავტობუსი  და ოჯახური დასვენებისთვის იდეალურია. Psarou და Elia (პლაჟი ნაცრისფერი ქვიშით) ასევე თქვენს განკარგულებაშია. ხოლო Paradise/Super Paradise-ის პლაჟი კლუბური ცხოვრების მოყვარულების თავშეყრისადგილია. კუნძულზე მრავლადაა ველური პლაჟებიც, თუმცა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებით, ცოტა ძნელად მისადგომია.

ღამის ცხოვრება

მიკონოსი ცნობილია იმით, რომ მთელი მსოფლიოდან იზიდავს კლუბური ცხოვრების მოყვარულ ტურისტებს. Paradise/Super Paradise-ის პლაჟზე წვეულებები დაახლოებით 4 საათზე იწყება და როგორც წესი დილამდე გრძელდება.  აქ მოხვედრა შეიძლება ავტობუსით - ქალაქ მიკონოსიდან, შატლით-ძველი პორტიდან (Old Port) ან ნავით, Platys Gialos-დან. mykonos-photo-00ტრანსპორტი - მიკონოსზე გადაადგილება შედარებით შეზღუდულია - Chora მანქანებისთვის საერთოდ დაკეტილია, ხოლო პლაჟების უმეტესობამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი (თუ რამოდენიმე, ზემოთჩამოთვლილ პლაჟს არ ჩავთვლით). საუკეთესო გამოსავალი ველოსიპედის, მოტოციკლისან/და სკუტერის ქირაობაა. 10859396534_e6d6e86a7b_z   10859410204_a4c91fed5c_z  Mykonos

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %