3
ლარნაკა - დღე პირველი
27 ივლისი 2020
იანვარი, 2020 წელი.
კვიპროსის ბილეთის ყიდვისას, ვიცოდი, რომ ლარნაკა დიდად ვერაფრით გამაოცებდა, თუმცა მოცემულ მომენტში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ბილეთი სპონტანურად მეყიდა და სადმე მარტო წავსულიყავი.
აეროპორტიდან ჩემს ჰოსტელამდე ავტობუსით მოვედი. საჭესთან უსაყვარლესი ქალი იჯდა. ყველას სათითაოდ გვეკითხებოდა, სად მივდიოდით და მერე გვახსენებდა, თქვენი ჩასვლის დროაო.
ჰოსტელის ფანჯრიდან 4-5-სართულიანი თეთრი შენობები ჩანდა. უსახური ხედი, ალბათ, ცოტა დამთრგუნველია, მაგრამ მე მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ სწორ დროს სწორ ადგილას ვიყავი.
ერთადერთი, რაც ჩამოსვლის დღეს მოვასწარი ის იყო, რომ ზღვაზე ჩავედი, მთავარ ქუჩამდე გზა დავიმახსოვრე, ზღვის პროდუქტები ვჭამე, ცოტა ვიბოდიალე და მომდევნო დღის გეგმა შევადგინე.
მეორე დღეს, ქალაქში სანახავი ძირითადი ადგილები უკვე მონიშნული მქონდა. ჰოსტელიდან ქუჩას გავუყევი და ევროპის მოედანს მივუახლოვდი. იქ უკვე ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. იქვეა ულამაზესი Larnaca Marina, სადაც შეგიძლიათ ზღვაში შეჭრილ ქვებზე ახვიდეთ და ისეირნოთ, ადგილობრი
...