09 October 2015
  • 4786 ნახვა

ჩრდილოეთის ვენეცია და უგემრიელესი ვაფლების ქალაქი - ბრიუგე, ბელგია

დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ბელგიურად, ფრანგულად, გერმანულად, ჰოლანდიურად და ფლამანდიურადაც ლაპარაკობენ. რასაკვირველია, ინგლისურადაც - ბრიუგე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. 9500401731_6608da4de3_z ქალაქი ცნობილია შოკოლადით, უგემრიელესი ვაფლით, ლუდით, აქაური მაქმანით... ქუჩებში უამრავი შოკოლადის მაღაზიაა, საიდანაც მადის აღმძვრელი სურნელი გამოდის. 9500502937_5066ce68e7_z   9500535041_076766d6ce_z ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. 9500568485_9213aafa0c_z 9503046800_8b9ef96da5_z   9503136282_fccc3a65ea_zბრიუგე ისტორიულ წყაროებში 1116 წლიდან მოიხსენიება. მისი ლამაზი, ფერად-ფერადი შენობების ძველი არქიტექტურა კარგადაა შემონახული. ვიზიტორების რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1900 წლებიდან მდიდარმა ინგლისელმა და ფრანგმა ტურისტებმა გადაწყვიტეს, რომ მათი საყვარელი დასასვენებელი ადგილი უნდა გამხდარიყო. დღეს ბრიუგეში უამრავ ტურისტს შეხვდები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.   9503532856_bce25d71d6_z

რა უნდა ვაკეთოთ ბრიუგეში გარდა ღირსშესანიშნაობების თვალიერებისა?

საფეხმავლო ტური: აიღეთ რომელიმე ტურ-ოპერატორის მიერ შემოთავაზებული საფეხმავლო ტური და გიდის მეშვეობით გაეცანით ქალაქის ისტორიას და მის საინტერესო ადგილებს... OLYMPUS DIGITAL CAMERA 9503504326_7973ec1b75_z ნავით გასეირნება: ტყუილად კი არ ეძახიან ჩრდილოეთის ვენეციას. შეგიძლია იქირაო გონდოლა და 35-წუთიანი კრუიზი მოიწყო (სტანდარტული ტური). ხედები განსაკუთრებით მშვენიერია, როცა ნავში ზიხარ და არსად მიგეჩქარება. 9503269018_1f27e0974c_z 9502980868_4672163009_z 9500674345_c7c518a8ec_z გაეინჯო ადგილობრივი გემრიელობები :აქაური ვაფლი ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ტკბილეულადაა აღიარებული (სცადეთ შოკოლადით და მარწყვით). არ დაგავიწყდეთ შოკოლადის გასინჯვაც, ის ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება. 9503612704_0632eb5b55_z უბრალოდ, გაისეირნე: ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარული გასართობი - ქუჩიდან ქუჩაზე, ბარიდან ბარში და კაფიდან კაფეში, ერთი საინტერესო ადგილიდან მეორეში... ბრიუგეში ყველა იპოვის "საკუთარ" ქუჩას, აქ ხომ ყველას საკუთარი ისტორია აქვს და ყველა შენობა რაღაცას გვიყვება. მშვენიერი შენობები, შოკოლადის პატარა მაღაზიები, კაფეები და პაბები - დრო ისე შეუმჩნევლად გავა ვერც კი მიხვდებით, რომ უკვე რამოდენიმე საათია ბრიუგეს ვიწრო ქუჩებში დაბოდიალობთ. 9500063381_fc3600d410_z 9500213321_65ff300c01_z 9500369971_e57df33040_z  
მსგავსი
15 June 2018

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც სიცხეს და ქალაქის ხმაურს გაექ...

12 June 2018

ვენეცია - რომანტიკული დასვენება წყვილებს

იტალიის ფასდაუდებელი საგანძური, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, ხიდების ქალაქი - ასე უწოდებენ ვენეციას...

19 June 2018

ადგილები, რომლებიც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ

არსებობს ტურისტული დანიშნულების ადგილები, რომელთა სილამაზეც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ, ეს დაუვიწყარი ემოციებით და შთაბეჭდილე...

06 June 2018

აღმოაჩინეთ როდოსი

როდოსი ყველაზე დიდი კუნძულია დოდეკანის კუნძულებიდან. ის ხშირად ყველაზე სასურველი საზაფხულო დასვენების ადგილია საბერძნეთში,...

11 June 2018

კრეტა - შვებულება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

რის გამო უნდა ეწვიოთ კრეტას? კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულია, მას სამი ზღვა ესაზღვრება: იონის, ლიბიის და ეგეო...

01 June 2018

ბუქარესტი - რუმინეთის კულტურული ცენტრი

ბუქარესტი რუმინეთის დედაქალაქი და მისი კულტურული ცენტრია. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უჩვეულო ღირსშესანიშნაობები მრავალ ტ...

13 June 2018

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა. ნაწილი 2

ვაგრძელებთ იაპონიის ღირსშესანიშნაობების წარდგენას, პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ...

08 June 2018

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა ტურისტებს შორის. ის ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია, სადაც შე...

07 June 2018

სიდე - ულამაზესი პატარა ქალაქი

სიდე პატარა ქალაქია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ანტალიის სანაპიროზე. დღეს ის ლამაზი, ტურისტული ქალაქია, კლასიკური ნანგრევებ...

31 May 2018

ბოდრუმი - თურქეთის გამორჩეული მარგალიტი

თურქეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარგალიტი -ბოდრუმი. ის ერთნაირად მოხიბლავს ი...