19 September 2015
  • 13053 ნახვა

კელიმუტუს ვულკანის ფერადი ტბები

maxresdefault კელიმუტუს ეროვნულ პარკში, ინდონეზიაში,  კელიმუტუს მთა მდებარეობს, რომლის წვერზეც ვულკანური წარმოშობის სამი უნიკალური ფერადი ტბაა.  ზღვის დონიდან  1639 მეტრზე,ვულკანის კრატერებში  მეზობლად განლაგებულ ტბებს განსხვავებული სახელები აქვთ, ხოლო ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით ტბებში გარდაცვლილი წინაპრების სულები ცხოვრობენ.  ითვლება, რომ ტბები ფერებს წინაპრების სულების განწყობების მიხედვით იცვლიან. lake-kelimutu-flores-indonesia-photo-1 komodo-kelimutu-08-800x480 ლურჯი ფერის მოხუცების ტბა (Tiwu Ata Mbupu) ვულკანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ იმ ადამიანების სულები მიდიან, რომლებიც სიცოცხლეში პატიოსნად იქცეოდნენ და წესების მიხედვით ცხოვრობდნენ. ეს ტბა სხვებისგან მოშორებით მდებარეობს. 74c3d20366039323e4520ec0eff6d5de დანარჩენი ორი ტბა ვულკანური კედლითაა გამოყოფილი. ბიჭების და გოგონების ტბა (Tiwu Nuwa Muri Koo Fai) მწვანე შეფერილობისაა, ხოლო მოჯადოებული ტბა (Tiwu Ata Polo) ხშირად სისხლისფერი წითელია. ეს ისა დგილია, სადაც ცუდი ხალხი მიდის - ახალგაზრდებიც და მოხუცებიც. თავად "კელიმუტუ" მდუღარე ტბას ნიშნავს. ვიზიტორები ხშირად ამჩნევენ, როგორ ადის ტბის ზედაპირს ორთქლი. Kelimutu_lakes_-_Aqua_and_Chocolate One of Indonesia’s famous volcanic lake areas.  I did not like Moni ! მთა კელიმუტუ ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე მდებარეობს. კუნძულის სიგრძე 350 კილომეტრია, მაგრამ ეროვნული პარკი ბევრად უფრო პატარაა. ყველაზე ახლომდებარე ქალაქი, ენდე, მისგან მხოლოდ 60 კილომეტრითაა დაშორებული. მთის ძირში პატარა სოფელი მდებარეობს - მოლი, რომელსაც ტურისტები საბაზო ბანაკად იყენებენ. სოფელში ღამის გათევა და დილით ადრე სალაშქროდ გასვლა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. kelimutu Indonesia volcanic Lakes three colours 18 kelimutu Indonesia volcanic Lakes three colours 5 kelimutu-6 ვინაიდან ტბების შეფერილობა მუდმივად იცვლება, არასოდეს არ იცი, რა დაგხვდება მთის წვერზე ასულს.  ლურჯი, მწვანე და შავი ფერის ტბების მაგიერ ზოგჯერ თეთრი, წითელი და ლურჯი ტბა ხვდებათ. kelimutu საუკეთესო დრო ტბების სანახავად შუადღეა - როცა ნისლი მოწმენდილია. დილით ადრე როგორცწესი, ტბები დაფარულია. მარშუტი ერთღიანია, რამის გათევა აქ რეკომენდებული არაა.

მსგავსი
02 September 2019

თანამედროვე მსოფლიოს საოცრებები

ჩვენი დედამიწა მართლაც უნიკალურია. მსოფლიოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი საოცარი ღირსშესანიშნაობა. და ყველა ადგილი, რ...

30 August 2019

საფრანგეთის 10 ულამაზესი სოფელი

საფრანგეთში ქალაქების გარდა, არანაკლებ ლამაზი და საინტერესო სოფლების მონახულება არის შესაძლებელი, რომლებიც შუასაუკუნეების შემდე...

19 August 2019

8 რეალური ადგილი, რაც მეცნიერული თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს

დედამიწაზე უამრავი უცნაური ადგილია, საოცარი ბუნება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს შეხედულებას სამყაროს შესახებ. ზოგი ამ ყვალეფერ...

13 August 2019

მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიფიქრიათ იმაზე, უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას ჩვენ დრომდე რომ მოეღწია - როგორი სახე ექნებოდა მათ?კომპანია Budget Direct-მა ...

01 August 2019

2019 წლის ყველაზე პოპულარული კურორტები

ანტალია ...

11 July 2019

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნე...

04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...