ბილიკი, რომელიც ხეებს ზემოთ გადის

რატომ უნდა გაისეირნო ხეების ქვეშ, თუ შეგიძლია ტყეს ზემოდან მოექცე? კირსტენბოშის ბოტანიკურ ბაღში 2014 წელს ახალი ჰაერში დაკიდული ხიდი გაიხსნა, საიდანაც შეგიძლიათ ტყეებს ზემოდან გადახედოთ. ბოტანიკური ბაღი სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნიდან ოდნავ მოშორებით, მაგიდა-მთის ძირში მდებარეობს. ხიდის მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრია და მიწას მხოლოდ ორჯერ ეხება. აქვს რამოდენიმე სათვალთვალო მოედანი, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ გაჩერდნენ, დდატკბნენ ხედებით, გადაიღონ ფოტოები. რამოდენიმე ადგილას ხიდი ხეების ვარჯების ქვეშ ექცევა, ამიტომ გზადაგზა შეგიძლიათ ჩრდილითაც ისიამოვნოთ.   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-1   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-2   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-4   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-6   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-8   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-11   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-12 ხიდზე მოსახვედრად დამატებითი გადასახადი საჭირო არაა, მხოლოდ პარკში შესასვლელი თანხა უნდა გადაიხადოთ. ბილიკის სიგრძე 130 მეტრია. ბოტანიკურ ბაღში დაგხვდებათ ადგილობრივი, ენდემური მცენარეები, ასევე ორანჟერეა, სადაც სხვა რეგიონების მცენარეები მოყავთ. აქვეა ბილიკები, რომლებითაც მაგიდა-მთაზე ასვლაა შესაძლებელი. tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-13   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-14   tree-canopy-walkway-path-kirstenbosch-national-botanical-garden-15
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %