შოტლანდიური "ნატვრის ხეები"

ჩვენებურ ნატვრის ხეებს ბევრგან შეხვდები - ფერად-ფერადი ნაჭრებია ტოტებზე შებმული  და ყველა ნაჭერი მეპატრონის მიერ ჩათქმულ სურვილებზე მიგვანიშნებს. თურმე შოტლანდიელებსაც აქვთ მსგავსი ტრადიცია, ოღონდ ისინი ნაჭრის ან ლენტის შებმის მაგიერ მონეტებს არჭობენ ხეში.  აქ ასეთი ხეების მთელი ტყეა! article1880ამ ტყეს  Peak District ქვია და შოტლანდიაში მდებარეობს. მონეტებს ქვის მეშვეობით არჭობენ ხეში და იძახიან, რომ ამას იღბალი მოაქვს. ხოლო თუ ჩარჭობისას სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება.   money-trees-001money-trees-002ეს ტრადიცია უკვე რამოდენიმე ასეულ წელს ითვლის, ამას ისიც ადასტურებს, რომ მონეტებს შორის ნამდვილ სიძველეებს შეიძლება გადააწყდე. დიდ ბრიტანეთში ეს ტრაციდია 1700-იან წლებს უკავშირდება. შოტლანდიის ერთ-ერთ ხეში აღმოჩენილია მეთოთხმეტე საუკუნის ინგლისური მონეტა. როგორ გაჩნდა ეს ტრადიცია? ძველი ხალხები ფიქრობდნენ, რომ ღმერთების სულები ხეებში ცხოვრობდნენ, მათთვის საჩუქრად ტკბილეული და სხვადასხვა საჩუქრები მიქონდათ, რომლებსაც ხეებზე კიდებდნენ. შემდეგ ეს ტრადიცია ახალ წელს დაუკავშირდა, მათ მაგიერ კი ღმერთებს მონეტები დაუტოვეს.   money-trees-003   money-trees-004   money-trees-005   money-trees-006ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, თუ ავადმყოფი ადამიანი ხეში მონეტას ჩაარჭობს, გამოჯანმრთელდება, მაგრამ თუ რომელიმე ჯანმრთელი ადამიანი ხიდან მონეტას აიღებს, ისშეიძლება ავად გახდეს. სწორედამიტომ, მონეტებს ხელს არავინ კიდებს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %