ზოლოტოი როგ

ოქროს რქა (ზლატნი რატ)  - ხორვატიის ყველაზე ლამაზი და პოპულარული პლაჟია. ეს პლაჟი კუნძულ ბრაჩზე მდებარეობს, რომელიც ადრიატიკის ზღვაში სიდიდით მესამე კუნძულია.  პლაჟი მართლაც რქას წააგავს, ოქროსფერი ქვიშითაა დაფარული და ზღვის სიღრმეში 634 მეტრზე იჭრება. სანაპირო მუდმივად იცვლება- მიქცევ-მოქცევის და ქარის მიმართულების მიხედვით.   article2919golden-beach-001   golden-beach-002   golden-beach-004   golden-beach-005   golden-beach-008   golden-beach-009   golden-beach-010 პლაჟზე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან ტურისტები - დასვენების, გართობის და წყლის სპორტით დაკავების მიზნით. აქ დაგხვდებათ კვადროციკლები, ვინდსერფინგი და ა.შ. ხოლო მათთვის, ვისაც უბრალოდ დასვენება და განტვირთვა სურს, აქვეა ტყე, რომელსაც შეგიძლიათ თავი შეაფეროთ, როცა მზე ძალიან დააცხუნებს.   golden-beach-012 კუნძულამდე მისვლა შესაძლებელია ბორანით. მოგზაურობას ერთი საათი დაჭირდება. ბორანი კუნძულის ჩრდილო ნაწილში მიდის, ხოლო ქალაქი ბოლი, სადაც პლაჟის განალაგებული, კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და კუძული უნდა გადაკვეთოთ. პლაჟი დაცულია - როგორც უნიკალური გეომორფოლოგიური წარმონაქმნი. მას ხშირად შეხვდებით ხორვატიულ ღია ბარათებზე და სუვენირებზე, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათს. ხორვატიაში მოხვედრისას აუცილებლად შეიარეთ - თქვენ დაუვიწყარი სანახაობა გელით.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %