29 October 2015
  • 5556 ნახვა

პლაჟი, სადაც ქვიშის მაგიერ ფერად-ფერადი შუშის კენჭებია

შუშის პლაჟი (Glass Beach) მარკ-კერიჩერის ნაციონალურ პარკში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. პლაჟმა ასეთი სახელწოდება იმიტომ მიიღო, რომ ქვიშის შემადგენლობაში უამრავი ფერად-ფერადი შუშის კენჭები შედის. ის ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სანახაობას წარმოადგენს და ის ადამიანის და ბუნების ერთობლივი მოქმედების შედეგად შემქნილი უნიკალური სანაპიროა. article1827 ადგილობრივი მაცხოვრებლები წლების განმავლობაში ამ ადგილას ნაგავს ყრიდნენ - ძველ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს, საყოფაცხოვრებო ნაგავს და ა.შ. 1967 წელს ადგილობრივმა მმართველობამ პლაჟი დაკეტა, დასუფთავების სამუშაოები დაიწყო და ნაგვის შემდგომი დაყრა აკრძალა.   glass-beach-003   glass-beach-005 რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში ბუნება თვითონაც გაუმკლავდა დაბინძურების შედეგებს. ის ნამსხვრევები, რაც დასუფთავების შემდეგ აქ დარჩა, თეფშების, ბოთლების და ა.შ., ზღვამ გააპრიალა, ბასრი კუთხეები მოუმრგვალა და შემდეგ უკან, სანაპიროზე დააბრუნა. ახლა ისინი არაფრით არ განსხვავდებიან პლაჟის კენჭებისგან- მილიონობით ფერადი ნამსხვრევი ულამაზეს სანახაობას ქმნის.   glass-beach-007   glass-beach-008 2002 წელს ეს სანაპირო პარკ მაკ-კერიჩერის საკუთრებაში გადავიდა, საბოლოოდ გასუფთავდა და ტურისტებისთვის გაიხსნა, რომელსაც სიმბოლური თანხის საფასურად შეუძლიათ აქ შესვლა, დათვალიერება და გარუჯვა. კენჭებისგან ათასგვარი სუვენირებიც მზადდება, რომელსაც ტურისტებზე ყიდიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად აკრძალულია, ტურისტების უმეტესობა ცდილობს სახსოვრად რამოდენიმე კენჭი თან წაიღოს.   glass-beach-009   glass-beach-010   glass-beach-012   glass-beach-014   glass-beach-016   glass-beach-021 სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, შუშის საბოლოოდ დაშლას ბუნებაში 500-დან 1000-მდე წელი ჭირდება. სავარაუდოდ 1000 წლის შემდეგ კი ამ პლაჟისგან კვალი აღარ დარჩება.
მსგავსი
26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...

15 June 2018

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც სიცხეს და ქალაქის ხმაურს გაექ...

20 June 2018

მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქები

თუ სილამაზის, ელეგანტურობის  და დახვეწილი არქიტექტურის საძიებლად მოგზაურობთ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალაქ...

12 June 2018

ვენეცია - რომანტიკული დასვენება წყვილებს

იტალიის ფასდაუდებელი საგანძური, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, ხიდების ქალაქი - ასე უწოდებენ ვენეციას...

19 June 2018

ადგილები, რომლებიც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ

არსებობს ტურისტული დანიშნულების ადგილები, რომელთა სილამაზეც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ, ეს დაუვიწყარი ემოციებით და შთაბეჭდილე...

06 June 2018

აღმოაჩინეთ როდოსი

როდოსი ყველაზე დიდი კუნძულია დოდეკანის კუნძულებიდან. ის ხშირად ყველაზე სასურველი საზაფხულო დასვენების ადგილია საბერძნეთში,...

11 June 2018

კრეტა - შვებულება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

რის გამო უნდა ეწვიოთ კრეტას? კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულია, მას სამი ზღვა ესაზღვრება: იონის, ლიბიის და ეგეო...

01 June 2018

ბუქარესტი - რუმინეთის კულტურული ცენტრი

ბუქარესტი რუმინეთის დედაქალაქი და მისი კულტურული ცენტრია. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და უჩვეულო ღირსშესანიშნაობები მრავალ ტ...

13 June 2018

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა. ნაწილი 2

ვაგრძელებთ იაპონიის ღირსშესანიშნაობების წარდგენას, პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ...