ატლანტიკის ოკეანის გზა - იქ, სადაც ერთხელ მაინც უნდა გაიარო ცხოვრებაში

ატლანტიკის იკეანის გზა ნორვეგიაში მდებარეობს და ის ადგილია, სადაც ექსტრიმის და სანახაობების მოყვარული ყველა ავტომოყვარული ისურვებდა წასვლას. მთავარი ხიბლი იმ 12 ხიდშია, რომლებიც პატარ-პატარა კუნძულებს ერთმანეთთან აერთებს და ულამაზეს სანახაობას ქმნის. გზა ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო სანაპიროზე გადის და მორე ოგ რომსდალის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. the-atlantic-road-002   the-atlantic-road-003ატლანტიკის ოკეანის გზა ნორვეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა - ეს ავტოსტრადა თთქოს სპეციალურად ტურისტებისთვისაა შექმნილი - თვალწარმტაცი პეიზაჟები, ოკეანე, ხიდები - რომელიც ნებისმიერ ადამიანში ადრენალინის მომატებას იწვევს,  ხოლო თუ ქარიანი ამინდია, ტალღები ზოგჯერ გზაზე გადმოდის, რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო უმატებს ექსტრიმს. შთაბეჭდილებები ნამდვილად დაუვიწყარია.   the-atlantic-road-004   Èçâåñòíûé â ýòîé ìåñòíîñòè, êàê ïüÿíûé ìîñò, îí ÿâëÿåòñÿ ÷àñòüþ òóðèñòè÷åñêîãî ìàðøðóòà «Àòëàíòè÷åñêàÿ äîðîãà» è ïðèâëåêàåò ìíîæåñòâî ëþáîïûòíûõ ïîñåòèòåëåé.ავტოსტრადა 36- კილომეტრიანი ნაციონალური ტურისტული გზა #64-ის ნაწილს წარმოადგენს. გზაზე ორმხრივი მოძრაობაა დაშვებული, სიგრძე კი დაახლოებით 8.5 კილომეტრია. გზა შედგება 12 ხიდის და ხმელეთზე გამავალი გზების მონაკვეთებისგან. მიხვეულ-მოხვეული გზა უზრუნველყოფს კუნძულებს შორის სწრაფ და კომფორტულ საავტომობილო მიმოსვლას. სწორედ კუნძულების მოსახლეობისთვის გაიყვანეს ეს ძალიან ძვირადღირებული ავტოსტრადა. 1970-იან წლებს შორის ერთი კუნძულიდან მეორემდე ადამიანები (და ავტომობილებიც) ბორნით მოძრაობდნენ. ბორანი რომსდალს და კუნძულ ავერონს შორის მიმოდიოდა. გადაადგილების ეს მეთოდი ძალიან ნელი იყო და ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად ძალიან მოუხერებელი გახდა. the-atlantic-road-008   the-atlantic-road-010 გზის დაგეგმარება 1970 წელს დაიწყო, მაგრამ მშენებლობა მხოლოდ 1983 წელსღა დაიწყეს. მშენებლობა ძალიან რთული იყო. მშენებლობის ექვსი წლის მანძილზე გზამ 12 ძლიერ შტორმს გაუძლო. გზა 1989 წლის 7 ივლისს გაიხსნა. გზაზე გავლა 10 წლის მანძილზე ფასიანი იყო, მაგრამ როცა საკუთარი საფასური "ამოიღო", 1999 წლის ივნისიდან მოგზაურობა უკვე უფასო გახდა. the-atlantic-road-013 ამ გზის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთი სტორსეისუნდეტის ანუ "მთვრალი" ხიდია. სხვანაირად მას "ხიდს არსაით" უწოდებენ. რატომ? იმიტომ რომ ის სწორი კი არაა, როგორც სხვა ხიდები, არამედ დაგრეხილი ფორმის, და კონკრეტული კუთხით შეხედვისას გვეჩვენება, თითქოს ხიდი მთავრდება და მასზე მიმავალი მანქანა ჰაერში უნდა გაფრინდეს. ხიდი ატლანტიკური ოკეანის გზის ყველაზე მაღალი ნაწილია - ზღვის დონიდან 23 მეტრზეა გაყვანილი. the-atlantic-road-015the-atlantic-road-017the-atlantic-road-018    The Guardian-ის მიხედვით ეს ავტოსტრადა ქვეყნის საუკეთესო ტურისტული გზაა, ხოლო 2005 წელს "ნორვეგიის საუკუნის მშენებლობის" ტიტული მიიღო.   the-atlantic-road-019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %