კლდე "კარტოფილის ჩიფსი"

კალიფორნიის ქალაქ პაუეის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა კლდეა, რომელსაც "კარტოფილის ჩიფსს" ეძახიან (Potato Chip Rock). კლდის ბრტყელი გამონაშვერი მართლა მოგვაგონებს კარტოფილის ჩიპსს. იმის მიუხედავად, რომ აქ ფოტოს გადასაღებად რიგები დგას ხოლმე, კლდეს ბზარი არ უჩნდება და უცვლელად ინარჩუნებს პოზიციას.   potato-chip-rock-001   potato-chip-rock-003potato-chip-rock-005"ჩიფსთან" მოსახვედრად დაახლოებით ხუთი კილომეტრი უნდა გაიაროთ ვუდსონის მთაზე ასასვლელად. ბილიკი, რომელიც აქ მიდის ქალაქის პარკში,  ტბა პაუეითან იწყება.ვინაიდან მისასვლელი ბილიკი საკმაოდ რთულია და გრძელი, გზად წყლის და საგზლის წაღებაა საჭირო. გზადაგზა უამრავ ხალხს შეხვდებით. ფოტოები გადასაღებად და საპიკნიკოდ აქ მთელი ოჯახებით მიდიან და შინაური ცხოველებიც ხშირად მიყავთ თან.   potato-chip-rock-007   potato-chip-rock-010 კლდის უნიკალურობა იმაშია, რომ კლდის ეს ნატეხი იმდენად გრძელი და სიფრიფანაა, რომ ერთი შეხედვით, ნებისმიერ დროს შეიძლება გაიბზაროს და ჩამოინგრას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები მშვიდად დგებიან აქ ფოტოს გადასაღებად. უფრო მეტიც, სამახსოვრო და ორიგინალური ფოტოსესიების ხათრით ჯგუფურადაც ადიან. ასეთი დატვირთვების მიუხედავად კლდე დღემდე მყარად დგას და არც არავინ დაშავებულა. potato-chip-rock-012potato-chip-rock-015   potato-chip-rock-017 ფოტოებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კლდის ქვემთ დიდი უფსკრულია და აქ ასული ყველა ადამიანი გიჟი, თავზეხელაღებული თვითმკვლელია. სინამდვილეში კარტოფილის ჩიფსის სიმაღლე სულ 3 მეტრია, რაც მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა ზედ მდგარი ტურისტებისთვის. potato-chip-rock-020და მაინც, კლდე ყოველთვის შეიძლება ჩავარდეს ძირს. მაგრამ როგორ შეიძლება ასეთ ცდუნებაზე უარი თქვა? გარკვეული რაკურსით გადაღებისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს კლდე ჰაერშია გამოკიდებული, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სხვებმა არ იციან, რომ სიმაღლე სულ სამი მეტრია და არა სამასი.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %