05 November 2015
  • 7318 ნახვა

ოაზისი გობის უდაბნოში

გობის უდაბნოში, ჩინეთში, უსიცოცხლო ქვიშის სამფლობელოში მოგზაური მოულოდნელად ტბას შეიძლება გადაააწყდეს. ეს მირაჟი არაა, ტბა ნამდვილად არსებობს და მას Yueyaquan-ი ქვია, რომელიც ითარგმნება როგორც ახალი მთვარე. რატომ? იმიტომ რომ ტბას ნამდვილად ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ქალაქ დუნჰუანიდან სამხრეთ-დასავლეთით 6 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტბა გობის უდაბნოს მარგალიტს წარმოადგენს. 1 300 000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ უსიცოცხლო ქვიშებში ეს საოცარი ტბა დღემდე აძლევს სასიცოცხლო ტენს გარშემომყოფ მცენარეულობას.    yueyaquan-001   yueyaquan-002 yueyaquan-004 ტბის გარშემო საცხოვრებელი შენობებია აგებული.  მწვანე საფარი თავს მშვენივრად გრძნობს ტბს წყალობით. აქვეა პატარა ბუდისტური ტაძარი, რომელიც  ტრადიციულ ჩინურ სტილშია ნაგები. ტბაში ბევრი თევზია, ხოლო ხეებზე ფრინველებ სხედან... ტბას გარშემო სასეირნო ბილიკი უვლის, ხოლო თავად ტბა მოაჯირითაა გამოყოფილი. მასში ჩასვლა, ცურვა და მითუმეტეს თევზის ჭერა ტურისტებისთვის აკრძალულია.   yueyaquan-005   yueyaquan-006 მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ტბა დროთა განმავლობაში ნელ-ნელა შემცირდა და დაშრობა დაიწყო. ამის ძირითადი მიზეზი  დამბაა, რომელიც მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მდინარეზე ააშენეს. მდინარე დუნჰუანის გვერდით ჩამოედინება და ადგილობრივი მოსახლეობა ნაკვეთების მოსარწყავად იყენებდა. ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობა 100 ათასიდან 180 ათასამდე გაიზარდა.  შედეგად მოხმარებული წყლის რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და გრუნტის წყლების რაოდენობამ ნელ-ნელა კლება იწყო. 1960 წელს ტბის საშუალო სიღრმე 4-5 მეტრი იყო, მაქსიმალური კი 7.5 მეტრი. მას შემდეგ ტბა ნელ-ნელა მცირდებოდა. 1990-იანების დასაწყისში ტბის ზედაპირის ფართობი 5.5 კვადრატულ კილომეტრამდე, ხოლო საშუალო სიღრმე 0,9 მეტრამდე შემცირდა (მაქსიმალური 1.3 მეტრი).    yueyaquan-009   yueyaquan-010 yueyaquan-011 yueyaquan-012 მთავრობა ცდილობს მიიღოს ზომები, რათა ტბის დაშრობა შეჩერდეს და თავდაპირველ მოცულობას დაუბრუნდეს. აიკრძალა ახალი სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების შენება, კონტროლირდება მოსახლეობის რაოდენობა. დღეს ტბა იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის სიაშია შესული. ტბამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანით ან აქლემით.

მსგავსი
19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...

26 June 2018

საქართველოს ულამაზესი ხედები

მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი დ...

26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...

15 June 2018

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც სიცხეს და ქალაქის ხმაურს გაექ...

20 June 2018

მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქები

თუ სილამაზის, ელეგანტურობის  და დახვეწილი არქიტექტურის საძიებლად მოგზაურობთ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალაქ...

12 June 2018

ვენეცია - რომანტიკული დასვენება წყვილებს

იტალიის ფასდაუდებელი საგანძური, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, ხიდების ქალაქი - ასე უწოდებენ ვენეციას...

19 June 2018

ადგილები, რომლებიც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ

არსებობს ტურისტული დანიშნულების ადგილები, რომელთა სილამაზეც საჰაერო ბურთიდან უნდა იხილოთ, ეს დაუვიწყარი ემოციებით და შთაბეჭდილე...

06 June 2018

აღმოაჩინეთ როდოსი

როდოსი ყველაზე დიდი კუნძულია დოდეკანის კუნძულებიდან. ის ხშირად ყველაზე სასურველი საზაფხულო დასვენების ადგილია საბერძნეთში,...