გაიოლას დაწყევლილი კუნძული

დაწყევლილი კუნძული გაიოლა (Isola della Gaiola) იტალიაში, კამპანის რეგიონში, ნეაპოლიტანის ყურეში მდებარეობს. სინამდვილეში ეს ორი პატარა კუნძულია, რომლებიც ხიდებითაა შეერთებული. ერთერთ კუნძულზე პატარა ვილა  მდებარეობს.  კუნძულთან ბევრი მისტიური და გარდაცვალების ისტორიებია დაკავშირებული და ითვლება, რომ დაწყევლილია.  gaiola-001   gaiola-002 ყველაფერი 1920 წელს დაიწყო, როცა კუნძულის მფლობელი ჰანს ბრაუნი ვილაში მოკლული იპოვეს. ცხედარი ხალიჩაში იყო გახვეული. ცოტა ხანში ჰანსის ცოლი ზღვაში დაიხრჩო უბედური შემთხვევის შედეგად. კუნძულის შემდეგი მფლობელი ოტტო გრუნბაკი გახდა, რომელიც გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მორის სანდოსმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე შვეიცარიაში ყოფნის დროს. შემდეგი მფლობელები ვილის შეძენისთანავე გაკოტრდნენ. ჯან ანელის, კიდევ ერთი მფლობელის ოჯახში უბედურებები დატრიალდა - ვაჟმა თავი მოიკლა, ხოლო ოჯახის ერთ-ერთი წევრი სიმსივნით გარდაიცვალა.  დღეს კუნძული დაუსახლებელია. gaiola-003   gaiola-005   gaiola-006 2009 წელს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა პრესა დაწყევლილ კუნძულზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იტალიელი ბიზნესმენი ფრანკა ამბროზიო და მისი ცოლი ჯოვანი საკო მოკლეს. წყვილი სანაპიროზე, კუნძულის მოპირდაპირედ მდებარე ვილაში ცხოვობდა. ეს იდუმალებით მოცული ისტორიები აქ ტურისტებს იზიდავს, რომლებიც კუნძულებს შორის გადებული ხიდითაც იხიბლებიან. თლილი ქვისგან ნაგები პატარა თაღი თითქოს ცაშია გაამოკიდებული.კუნძულის გარდა გაიოლას სახელწოდებას უნიკალური წყალქვეშა არქეოლოგიური პარკიც ატარებს. მის ტერიტორიაზე უამრავი ძველი ბერძნული და რომაული ნანგრევვებია, რომლებიც დროთა განმავლობაში ზღვის ფსკერზე, 3- მეტრის სიღრმეზე მოექცა.gaiola-007gaiola-011  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %