ჰავაის დიდი კუნძული ითველბა ყველაზე დიდ კუნძულად ჰავაის ტერიტორიაზე. მის მახლობად მდებარეობს ჰავაის ისტორიული პარკი.
ტაიტი
ტაიტი კუნძულია წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. ეს მთაგორიანი კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით. ერთადერთი ოფიციალური ენაა ფრანგული, თუმცა ადგილობრივ, ტაიტურ ენაზე მოსაუბრეც საკმაოდ ბევრი მოქალაქეა. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს დედაქალაქი პაპეეტე. აქაა ერთადერთი აეროპორტი მთელს რეგიონში, ქალაქის ცენტრიდან 5 კმ-ის მოშორებით.
კიურასაო
კიურასაო არის კუნძული კარიბის ზღვაში, რომელიც ნიდერლანდის სამეფოს შემადგენელი ნაწილია. კუნძულის საერთო ფართობია — 444 კმ². მოსახლეობა დაახლოებით შეადგენს 150 000 ადამიანს. მისი დედაქალაქია ვილემსტადი.
კუნძული პერჰენტიანი
კუნძული პერჰენტიანი მდებარეობს 10 კილომეტრით ჩრდილო – აღმოსავლეთით მალააზიის შტატ ტერენგაუსში. პერჰენტიანის კუნძული იყოფა დიდ და პატარა 2 კუნძულად, პალმებით დაფარული, ფირუზისფერი ზღვით.
ფლორითა და ფაუნით მდიდარი კამჩატკის ნახევარკუნძული მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, წყნარ ოკეანესა და ოხოტის ზღვას შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 1250 კმ-ია. ნახევარკუნძულის მოსახლეობა შეადგენს 402,500 ადამიანს, რომელთა უმრავლესობაც რუსია, მაგრამ ასევე არიან კორიაკებიც. კამჩატკაზე დაახლოებით 30 მოქმედი ვულკანია, მოსახლეობა ძირითადად ორ ქალაში ცხოვრობს. კამჩატკის სანაპიროზე ზამთარი გაცილებით რბილია, ვიდრე თვითონ ნახევარკუნძულზე. კამჩატკაზე ზოგან თოვლის საფარი 6 მეტრს აღემატება და ზოგჯერ 12 მეტრსაც კი აღწევს. ზაფხულში ნახევარკუნძული ხშირად სქელ ნისლიანია და ძლიერი ქარები ქრის. არყის ტყეებს ნახევარკუნძულის თითქმის მესამედი უჭირავს. კამჩატკის ვულკანურ ნიადაგზე მრავალი მცენარე ხარობს — გამორჩეულია უმშვენიერესი ველური ყვავილები, რომელთაგან ერთ-ერთია ქაფურა. თევზისა და კიბოს რეწვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კამჩატკის ეკონომიკაში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გიგანტური კამჩატკური კიბორჩხალა. დახლ
...
ზამთარში ადამიანების უმეტესობას მოგზაურობა არ ეხალისება. რა ჯობია სახლში თბილად ჯდომას, პლედში გახვევას და კაკაოს წრუპვას... და მაინც, არის ქალაქები, რომელიც სწორედ ზამთარშია ყველაზე ლამაზი, ჯადოსნური და დაუვიწყარი. ისეთი, როგორიც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ისინი ამართლებენ დახარჯულ დროს, გათოშილ ხელ-ფეხს და გაყინულ ცხვირს. მათგან ყველაზე ლამაზი ზამთრის მოგონებებით დაბრუნდებით. ჩვენ კი ქალაქების ჩამონათვალის მეორე ნაწილს გთავაზობთ:
11. შიშილიანი, საფრანგეთი
პარიზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 520 კილომეტრის მანძილზე მდებარე დასახლებულ პუნქტს თავზე უზარმაზარი მთა - მონ ეგი დაყურებს. მთა ზღვის სიმაღლიდან დაახლოებით 2000 მეტრზეა და სხვანაირად "მიუწვდომელ მთად" მოიხსენიებენ - მასზე ნებისმიერი ფერდობიდან ასვლა ძალიან საშიშია. პირველად მწვერვალზე 1492 წელს ავიდნენ და ითვლება, რომ სწორედ მასზე ასვლის შემდეგ დაიბადა ალპინიზმი, როგორც ასეთი.
2. ლოკეტი, ჩეხეთი
ჩეხეთის ცნობილი ციხესიმაგრე პრაღიდან 120 კილომეტრში მდებარეობს. დასახელება სიტყვა"იდაყვი"-დან მომდინარეობს - მდინარე ოგრ
...
მათთვის ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს დედამიწაზე უამრავი ადგილი, ძეგლი და საინტერესო ლანდშაფტი არსებობს. ადგილები, რომლებიც პირველი დანახვისთანავე ჟრუანტელს გგვრის და დიდი ხნის მანძილზე არ გავიწყდება.
1. ძველი ებრაული სასაფლაო, პრაღა, ჩეხეთი
ამ სასაფლაოზე ადამიანებს დაახლოებით ოთხი საუკუნის განმავლობაში მარხავდნენ, 1439 წლიდან 1787 წლამდე. მიწის არც ისე დიდ მონაკვეთზე დაახლოებით 100 ათასი მიცვალებულია დაკრძალული, ხოლო საფლავის ქვების რაოდენობაა დაალოხებით 12 ათასს აღწევს. შედარებით ძველ საფლავებს მიწით ფარავდნენ და მათ ადგილას ახლებს აკეთებდნენ. ამ ტერიტორიაზე არის ადგილები, სადაც საფლავების იარუსების რაოდენობა 12-მდე აღწევს. დროთა განმავლობაში მიწამ დაიწია და შედეგად არამარტო ძველი საფლავის ქვები გამოჩნდა, არამედ ახლებიც უსწორმასწოროდ გადაიხარა.
2. თოჯინების კუნძული, მექსიკა
მექსიკაში, დედაქალაქიდან სამხრეთით პატარა კუნძული – “La Isla de la Munecas” მდებარეობს, რომელის ესპანურიდან თარგმანში “თოჯინების კუნძულს ” ნიშნავს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტურისტული ა
...
დასვენების მნიშვნელოვანი ნაწილია ღამის ცხოვრება, კლუბები, ცეკვა და ალკოჰოლი. გთავაზობთ ევროპის საუკეთესო კლუბების ტოპ 5-ს, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული dj-ები და კლუბური ცხოვრების მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
The Egg, London
The Egg ნამდვილი სამოთხეა კლუბის მოყვარულთათვის, ის საწყობის სტილშია გადაწყვეტილი, აქვს გარე სივრცე და 24 საათიანი ლიცენზია, რაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობის უფლებას აძლევს.
კლუბში წარმოდგენილია techno & house მუსიკა, ყოველ პარასკევს და შაბათს მას ცნობილი techno & house არტისტები სტუმრობენ, ისეთები როგორიცაა Mark Knight, Sven Väth, Green Velvet, Erick Morillo, Steve Lawler, ANNA და სხვა.
კლუბში ჟაკეტით და ჯემპრით შესვლა აკრძალულია, შესვლისას დაცვა საფუძვლიანად გადაგამოწმებთ, ნარკოტიკული საშუალებების შეტანის თავიდან აცილების მიზნით.
De School, Amaterdam
კლუბი, ყოფილი სკოლის ტერიტორიაზეა განთავსებული რის გამოც De School დაარქვეს. მას არ აქვს განსაკუთრებული დიზაინი ან გ
...
ბრიტანული ტურისტული გიგანტის Thomas Cook -ის კრახის გამო ესპანეთში ასობით სასტუმრო უკვე დაიხურა და კიდევ ასობით ემზადება დასახურად. - ამის შესახებ „ესპანური სასტუმროების ასოციაცია“ იუწყება.
„Thomas Cook"-ის დახურვის გამო უკვე 500 სასტუმრო დაიხურა, და თუკი სახელმწიფო რამე ზომებს არ მიიღებს ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. - გამოაცხადა ჰუან მოლასმა, ესპანური სასტუმროების ასოციაციის უფროსმა, რომლის ორგანიზაცია 15 000 სასტუმროს წარადგენს.
ტომას კუკზე 100ზე მეტი სასტუმრო უშუალოდ იყო დამოკიდებული, საბედნიეროდ სხვებისთვის კიდევ არის გადარჩენის შანსი. კანარის კუნძულების ერთი სასტუმრო ახლახანს რებრენდინგი და მოდერნიზაცია განიცადა, ეს 20 მილიონი ევრო დაუჯდა და ახლა დაეჯახა რეალობას და მისი 700 ნომერი ცარიელი იქნება. სამწუხაროდ ამ სასტუმროს უკვე მოუწია 200 თანამშრომლის გაშვება.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ კანარის და ბალეარის კუნძულები, სადაც გაკოტრების პირას სასტუმროების 40% აღმოჩნდა.
ესპანეთის
...
CNN - ის განცხადებით ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტები, კერძოდ: საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში 2021 წლის ბოლომდე დაკეტილი იქნება, 2020 წელს მთის კურორტის მოყვარულები ზემოთ ხსენებულ სამ ქვეყანაში ვერ შეძლებენ მოგზაურობას.
ქვეყნის ლიდერები, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს მოუწოდებენ, რომ წელს თავი შეიკავონ მოგზაურობისაგან და დაიცვან საერთაშორისო მაშტაბით დადგენილი სავალდებულო წესები.
იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ქვეყანა არსებული სიტუაციის გამო გარკვეულ ზარალს ითვლის არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირი გარკვეული სახის შეზღუდვებს დააწესებს სხვა ევროპის კურორტებზე, რათა კონკურენცია ქვეყნებს შორის იყოს თავიდან აცილებული.
არსებულ სეზონურ შეზღუდვებს არ იზიარებს ავსტრია და შვეიცარია, რომელიც ამ ეტაპზე მასპინძლობს დამსვენებლებს და ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ აქვთ რესურსი დაიცვან ყველანაირი ჰიგიენური წესები, რაც ზოგადად არის მიღებული, რათა თავიდან აიცილონ COVID -19 ინფიცირების ახალი წყაროები.
სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნას აანონსებს ესპანეთი, ხოლო ნორვე
...
ბოლო დროს ისლანდია ძალიან პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. მისი თვალწარმტაცი პეიზაჟები, თერმული წყლები, ადგილობრივი სამზარეულო ბევრ ტურისტს იზიდავს.
მყინვარი
რეიკიავიკიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობს მყინვარი, რომელშიც შიგნით 500 მეტრია გათხრილი. თავდაპირველად ძალიან რთულია მყინვარში შესვლა, თუმცა მისი სილამაზე მალევე გაგიქრობთ ცუდ შეგრძნებებს.
ცხელი წყალი
Blue Lagoon (ლურჯი ლაგუნა) ისლანდიის ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. რძისფერი ლურჯი წყლით და თეთრი ღრუბლებით ის ნამდვილად გეოთერმული სასწაულია.
ჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათების ხილვა თუ გსურთ, ისლანდია საუკეთესო ადგილია განსაკუთრებით თებერვალი - აპრილის შუალედში.
პეიზაჟი
ტურისტები უმეტესობა კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს სტუმრობს. EastFjord-ის ვიზიტისას შეგიძლიათ ისეირნოთ შავ ქვიშიან სანაპიროზე, თვალი ადევნოთ ველურ ირმებს.
...
შარკის ყურე მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიის რეგიონ გასკოინიში. პერთის ჩრდილოეთით, 800 კმ-ის დაშორებით, ავსტრალიის ყველაზე დასავლეთ ნაწილში. ყურის ზონაში ცხოვრობს 1000 კაცზე ნაკლები. საზღვაო საზღვარი 1500 კმ-ია. 1991 წელს, ყურე შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
მაგრამ ის, რითის ეს ყურე გამოირჩევა, სულ სხვა რამეა. რამოდენიმე წლის წინ ფოტოგრაფმა სიმონ ბათერბორთმა ყურეს ზემოდან გადაუფრინა და საოცარი სანახაობა შეამჩნია - თითქოსსხვა პლანეტის პეიზაჟი, რომელიც არ შეიძლებოდა დედამიწის ნაწილი ყოფილიყო - ცისფერის ყველა ტონში მოელვარე მინდვრები. ასე გამოიყურება ციდან დანახული აქ არსებული მარილის საბადოები.
...
მილანი იტალიის მოდის დედაქალაქია, იქ ასევე მდებარეობს სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლები, ისეთები როგორიცაა Milan Cathedral -ის და Teatro alla Scala Opera House-ი. მილანში დაარსდა ცნობილი იტალიური ბრენდების უმეტესობა, მათ შორის: Armani, Dolce & Gabbana, Miu Miu, Moncler, Frankie Morello, Moschino, Prada, Valentino, Versace, Giuseppe Zanotti, Zagliani, Ermenegildo Zegna, Luxottica და სხვა.
დღეს წარმოგიდგენთ 8 საინტერესო და უცნობ ფაქტს მილანის შესახებ.
იტალიის ცათამბჯენების უმეტესობა მილანში მდებარეობს.
როდესაც ნაპოლეონი იტალიის ტერიტორიაზე შეჭირა, იქ იტალიის სამეფო დააარსა, თვითონ კი ამ სამეფოს მეფედ ეკურთხა მილანის კათედრალში (Milan Cathedral) 1805 წელს. მილანი კი, იტალიის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა.
მილანში მდებარე ლასკალას თეატრი ევროპის უდიდესი ოპერის სახლია, ის 2000 სტუმარს იტევს და საკუთარი მუზეუმიც კი აქვს.
მილანის კათედრალი რიგით მეხუთე ყველაზე დიდი ტაძარია
...
შრი-ლანკა ტროპიკული და განსაკუთრებულად მრავალფეროვანი კუნძულია. მას შეუძლია შემოგთავაზოთ ყველაფერი: ქვიშიანი სანაპირო, ბუდისტური შენობები, ჩაის პლანტაციები, გამწვანებული მთები, ველური ბუნება. შრი-ლანკაზე მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო დეკემბერი-მარტის და აპრილი-სექტემბრის შუალედია.
რა ჯდება მოგზაურობა შრი-ლანკაზე?
ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც შრი-ლანკაზე შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 1400 ლ-დან იწყება.
რა შედის საფასურში?
თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:
ორმხრივი ავიაბილეთი
განთავსება
კვება სასტუმროს მიხედვით
ტრანსფერი
სამოგზაურო დაზღვევა
ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში
ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი რომლის ფასი, ტუროპერატორების მიერ მითითებული განცხადებების მიხედვით, 35-40$-ს შეადგენს.
გთავაზობთ ტურისტული სააგენტოების მიერ, შრი-ლანკას მიმართულებით, Turebi.Ge- ზე გამოქვეყნებულ ტურ-პაკეტებს.
მარცინ თრეველი
იხილეთ ტური
ტურისტული კომპანია
...