საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

იმისათვის, რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრო, უამრავი რეკომენდაცია არსებობს: ფიზიკური აქტივობა, პოტიზიური აზროვნება და მუდმივი გონებრივი განვითარება. ზუსტად ამ პრინციპების გამოყენებით შექმნეს იაპონელმა არქიტექტორმა სუსაკუ არაკავამ და პოეტმა მადელინ ჯინსმა საცხოვრებელი სახლი  Reversible-Destiny Lofts, რომელიც მაცხოვრებლებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. reversible-destiny-lofts-001ყველაფერი 60-იან წლებში დაიწყო, როცა არქიტექტორი სუსაკუ არაკავა და პოეტი მადელინ ჯინსი ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივ პროექტებზე დაიწყეს მუშაობა. ორივე დაინტერესებული იყო დიდხანს ცხოვრების იდეით. მათი აზრით, სიკვდილთან ბრძოლა შესაძლებელია, სიკვდილი ადამიანის მტერია და ყველა შესაძლო მეთოდით უნდა შევეწინააღმდეგოთ.  მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიწერა უამრავი წიგნი, სტატიები და ესსეები.   reversible-destiny-lofts-002ლიტერატურის გარდა, დაიწყეს ისეთი არქიტეტურული ნიმუშების შექმნა, რომელიც სიცოცხლის გასახანგრძლივებლად იყო გათვლილი და "სიკვდილის საწინააღმდეგო არქიტექტურა" უწოდეს, რომელიც ადამიანებს სამუდამოდ თუ ვერა, უფრო დიდხანს ცხოვრებაში დაეხმარებოდა. არაკავის და ჯინის აზრით, სახლი, რომელიც სიცოცხლეს გიხანგრძლივებს, მისი მაცხოვრებლებისთვის სახლ-სიურპრიზს უნდა წარმოადგენდეს. აქ სუპერკომფორტულად ვერ იცხოვრებთ, როგორც მაგალითად თანამედროვე სახლებში, სადაც ყველაფრის მისაღებად ხელის ერთი გაშვერაა საჭირო. აქ ყველანაირი მოულოდნელობისთვის უნდა იყო მზად და მოდუნების საშუალება ფაქტიურად არ გქონდეს. იდეის მიხედვით ყველაფერი დაიწყება ერთი პატარა სახლით, შემდეგ პარკი-სიურპრიზით და ბოლოს მთლიანი ქალაქით დამთავრდება, სადაც ხალხი სულ სხვანაირი, უფრო დღეგრძელი და ბედნიერი იქნება.   reversible-destiny-lofts-004   Reversible-Destiny Lofts-ის მშენებლობა, რომელშიც სულ 10 ბინაა, 2002 წლიდან 2006 წლამდე გრძელდებოდა ტოკიოში.  სახლი არც ერთ სხვა შენობას არ გავს. სხვადსხვა ზომის და ფორმის ბლოკებისგან აშენებული სახლის კედლები ნათელ, მკვეთრ ფერებშია გადაწყვეტილი: ვარდისფერი, ყვითელი, წითელი, ცისფერი და ლურჯი. ეს ფერები გამოიყენეს "სხვენის" ოთაების გაფორმებისასაც.ამ შენობებში სხვენი სულ სხვა დანიშნულებას იძენს, იმისგან განსხვავებულს, რასაც აქამდე ვართ მიჩვეულები. იატაკი არათანაბარია, კედლები, ისევე როგორც ოთახები, სხვდასხვა ფორმის და დახრილობისაა, კარებების ჭრილები სხვადასხვა ზომისაა, ზოგ ოთახში შესვლა კი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ კარგად მოიხრებით წელში. ჩამრთველები ჭერზეა ჩამოკიდებული და იმისათვის, რომ მიწვდე, ზოჯერ საკმაოდ უნდა აეწოდო სიმაღლეზე, ხოლო თუ დაბალი სიმაღლის ხარ, მაშინ შეიძლება ახტომაც კი მოგიწიოს. საპირფარეშოს მოძებნა კი მთელი თავგადასავალია.არაკავი იძახის, რომ "საცხოვრებლად ამ სახლის არჩევა ნიშნავს რომ საკუთარ თავი გამოიწვიო. ადამიანები, განსაკუთრებით მოხუცები, არ უნდა მოდუნდნენ და იუსაქმურონ. ისინი ისეთ გარემოში უნდა იყვნენ, რომელიც მათ შეგრძნებებს და ემოციებს ასტიმულირებს, ამხნევებს და ცხოვრების გაგრძელების სურვილს უბრუნებს". სწორედ ამიტომ ბინებში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ არასოდეს მოადუნო ყურადღება.    reversible-destiny-lofts-005   უცნაური ხალხია იაპონელები - ასეთ არაკომფორტულ ბინაში იმაზე ორჯერ მეტს იხდიან, ვიდრე ჩვეულებრივ, კომფორტულ, თანამედროვე ბინაში გადაიხდიდნენ. ისინი, ვინც უკვე შეიძინა ბინები, იძახიან, რომ მათი ცხოვრების ხარისხი და განწყობა გაუმჯობესდა. მაგალითად 83 წლის მონაზონი და პოპულარული მწერალი სეტოუტი, რომელიც ამ სახლში პირველი გადმოვიდა საცხოვრებლად, ამტიცებს, რომ გადმოსვლის მომენტიდან თავს უფრო ახალგაზრდად და ჯანმრთელად გრძნობს.reversible-destiny-lofts-007reversible-destiny-lofts-009reversible-destiny-lofts-011სუსაკუ და მადლენი სანამ ბინის მორიგ მაცხოვრებელს კონტრაქტს გაუფორმებენ, აუცილებლად რწმუნდებიან იმაში, რომ ახალმოსახლე კარგად გაეცნო შენობის კონცეფციას. მათ სახლთან შეგუებისთვის სპეციალური ინსტრუქციაც კი შეიმუშავეს. მაგალითად, ერთ-ერთი რეკომენდაცია ასე ჟღერს: "თუ სახლში შესვლისას იგრძნობთ, რომ წონასწორობას კარგავთ, წარმოთვქით ხმამაღლა საკუთარი ან თუ გინდათ, ნებისმიერი სხვა სახელი. ეცადეთ იპოვოთ საკუთარ თავს და სახლს შორის მსგავსებები. თუ პირველ ცდაზე არ გამოგივათ, კიდევ ერთხელ შეეცადეთ. თუ რაიმე მოულოდნელობა მოხდება ან წააწყდებით, გაშეშდით ადგილზე იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით. და შემდეგ კიდევ 20 წამის განმავლობაში". reversible-destiny-lofts-013reversible-destiny-lofts-017reversible-destiny-lofts-019reversible-destiny-lofts-021reversible-destiny-lofts-024reversible-destiny-lofts-029reversible-destiny-lofts-030
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %