10 ადგილი მსოფლიოში, სადაც ყველაზე ნაკლები რაოდენობით შეხვდებით ტურისტებს (ნაწილი II)

სად არ შეხვდები ფოტოაპარატმომარჯვებულ ტურისტებს.... დღეს ჩვენ იმ რამოდენიმე ადგილს შემოგთავაზებთ, სადაც იშვიათად თუ ხვდება უცხო ადამიანის ფეხი... ნაწილი I

6. კერგელენის კუნძულები, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია

3547260-1000-1446723579af50f503804f51bc184b07b53be9110f3563510-1000-1446723590collage7

ეს კუნძულები საფრანგეთის ტერიტორიაა, რომელიც შედგება ერთი დიდი კუნძულისგან და დაახლოებით 300 მომცრო კუნძულისგან და კლდეებისგან. აქ მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა წელიწადის ნებისმიერ დროს კერგელენზე იმყოფება 50-110 ადამიანი (70 ზამთარში, 110 ზაფხულში), რომლებიც ძირითადად კვლევით საქმიანობას ეწევიან. აქ მოხვედრა მხოლod ზღვითაა შესაძლებელი, გზას კი დაახლოებიT ერთი თვე დაჭირდება. კუნძულები 1772 წელს აღმოაჩინეს. 1776 წელს არქიპელაგს ესტუმრა ცნობილი ინგლისელი მეზღვაური ჯეიმზ კუკი. მეორე მსოფლიო ომის წლებში არქიპელაგს რამდენიმეჯერ სტუმრობდნენ გერმანული დამხმარე კრეისერები. 1940 წლის დეკემბერში ეს კუნძულები გერმანელებმა დაიკავეს. ომის დასრულების შემდეგ, კერგელენი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა.კერგელენის არქიპელაგზე იმყოფება პინგვინების, სხვა ზღვის ფრინველების და ნამდვილი სელაპების — სამხრეთის ზღვის სპილოების მსხვილი კოლონია.

 7. პიტკერნის კუნძულები, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია

3547360-1000-144672364286c5e8716482220a0a539e38369f235f3565410-1000-1446723663collage8

esaa ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია (ყოფილი ბრიტანეთის კოლონია), რომლებიც მდებარეობs სამხრეთ წყნარ ოკეანეში და რამდენიმე ასეული კილომეტრითაა დაცილებული კონტინენტს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება საფრანგეთის პოლინეზია. პიტკერნის კუნძულები აღმოაჩინა ფილიპ კარტერეტმა 1767 წლის 2 ივლისს. კუნძულის დასახლებისისტორია ძაlიან საინტერესოა: 1767 წელს ხომალდი  HMS Bounty სამოგზაუროდ გაემართა. მას შემდეგ, რაც ხოლმალდზე აჯანყება მოეწყო,  მეზღვაურების ნაწილი ამ კუნძულებზე გადმოსხეს.  მოსახლეობის ნაწილი, რომლიც დღეს 50 ათასს შეადგენს, ბრიტანელი მეზღვაურების პირდაპირი შთამომავლები არიან. კუნძულებზე მოხვედრა მხოლოდ გემითაა შესაძლებელი და გზას დაახლოებით 10 დღე ჭირდება.

8. ალერტი, კანადა

3574310-1000-144672440123574410-1000-1446724512collage13

ალერტი ჩრდილოეთ პოლუსიდან 800 კილომეტრის დაშორებით განლაგებული პატარა სოფელია. ეს მსოფლიოში ყველაზე ჩრდილო დასახლებაა, სადაც მოსახლეობა მუდმივად ცხოვრობს. 2005 წელში ალერტში 5 მოსახლე ცხოვრობდა, სამხედრო ნაწილებს თუ არ ჩავთვლით (დაახლოებით 70 კაცი). აქ გრძელი პოლარული ღამეები და დღეებია, რომელიც ექვსი თვის მანძილზე გრძელდება. ზამთარი ლამის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის აეროპორტი, რეგულარული მიმოსვლის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 9. მოტუოს რეგიონი, ჩინეთი, ტიბეტის ავტონომიური რეგიონი

3548010-1000-14467237758c9373126d6124ebe1d5f1241de89d4c3571260-1000-1446723796collage12

სიტყვა "მოტუო" ტიბეტურად "დახურულ და იდუმალებით მოცულ ლოტოსის ყვავილს" ნიშნავს. ეს რეგიონი კი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომი რეგიონია ჩინეთში. იმისათვის, რომ აქ მოხვდეთ, უნდა გადაკვეთოთ ცხრა მდინარე, გადაიაროთ რამოდენიმე თოვლიანი უღელტეხილი, გაიაროთ ტყეები და მოგზაურობის დასასრულს 200-მეტრიან ცაში დაკიდულ ხიდზეც გაიაროთ. უკვე ბევრი წელია, ეს ადგილები ბუდისტების წმინდა ადგილებად ითვლება და ისინი თვლიად, რომ ზეციური ძალები იფარავენ.

10. ტრისტანი-და-კუნია, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია

ტრისტან-და-კუნია კუნძულების ჯგუფია, რომლებიც ყველაზე განმარტოებულ არქიპელაგად ითვლებიან მსოფლიოში. კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 300 ადამიანს შეადგენს და ისინი მეცხრამეტე საუკუნეში კუნძულზე გადმოსხმული რვა კაცის და შვიდი ქალის შთამომავლები არიან. აქ არის სკოლა, საავადმყოფო, მუზეუმი და ტურისტული ოფისი. რეგულარული საზღვაო  და საჰაერო მიმოსვლა არ ხორციელდება, ამირომ ტურისტებს თევზმჭერი გემების ან სამეცნიერო ექსპედიციების ლოდინი უწევთ, რომელბიც ტურისტებს კუნძულზე გადაიყვანენ. გზას კი შეიძლება ერთიდან სამ კვირამდე დაჭირდეს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %