სტუმრად მუმინებთან - სამოგზაურო იდეა ყველაზე პატარებისთვის

მუმინების სამყარო შვედმა მწერალმა ტუვე იანსონმა გამოიგონა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სამყარო რეალურად არ არსებობს. სწორადაც რომ არსებობს! და ის რასაკვირველია, ფინეთში მდებარეობს. მუმინები ტროლების ფუმფულა, თეთრი, პატარა და გრძელცხვირა შთამომავლები არიან, რომლებზეც უამრავი წიგნია დაწერილი. slider17662_img_507079   myös postikorttina

მუმინების თემატური პარკი

მუმინების სამყარო ფინეთში, საკუთარ კუნძულზეა განლაგებული და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ატრაქციონად ითვლება. 2005 წელს ჟურნალმა The British Independent Newspaper ეს პარკი მსოფლიოს 10 საუკეთესო თემატური პარკის სიაში შეიყვანა.   muumit_72mummy_trolli2 აქ შეხვდებით იმ პერსონაჟებს, რომლებზეც ბევრი წაგიკითხავთ წიგნებში. მუმინების ოთხსართულიანი სახლი ცისფრადაა შეღებილი და ტურისტებს შეუძლიათ ყველა სართულზე შეიხედონ. აქაა სხვენი და სარდაფიც, სადაც მუმინები მურაბას (კი, ნამდვილ მურაბას) ინახავენ. შეგიძიათ სამზარეულოშიც შეყოთ ცხვირი და დედა მუმინი ნახოთ რომელიც სადილის მომზადებაშია გართული.  განსაკუთრებით სახალისოა საზაფხულო თეატრის წარმოადგენები. გზადაგზა შეხვდებით მუმინებს, რომლებიც დამალობანას თამაშობენ სნიფთან ერთად. თამაშში პატარებსაც შეუძლიათ ჩაერთონ.   moominworld_winter_bigmoominworld_garden_big

როდის ვეწვიოთ?

მუმინების სამყარო 8 ივნისიდან 25 აგვისტომდე იღებს სტუმრებს. 12 აგვისტომდე პარკი დილის 10 საათზე იღება, 12 აგვისტოს შემდეგ- 12 საათზე. დახურვის დრო მუდამ საღამოს ექვსი საათია. ზამთარში მუმინებს სძინავთ და ზამთრის ძილიდან სპეციალურად ბავშვებისთვის - 16-დან 24 თებერვლამდე იღვიძებენ. ბილეთის ფასები - ერთი დღე -25 ევრო მოზრდილთათვის და 3 წლის ზემოთ ბავშვებისთვის. ხოლო თუ ორდღიან ბილეთს შეიძლენთ მაშინ 35 ევრო დაგიჯდებათ.   moominworld_hemul_bigmoominworld_house_big მუმინების სახლის გარშემო ულამაზესი ბუნებაა. სახლი პირდაპირ ტყეში დგას, ხოლო სახლის შიგნით ყველაფერი ზუსტად ისეთია, როგორც წიგნებშია აღწერილი. ოთახებში გადაადგილება და ნივთების შეხება თავისუფლად შეიძლება. სახლის დატოვების შემდეგ მთლიანი კუნძულის მოვლაა შესაძლებელი. ტყეში ლამაზი ბილიკები გადის, რომლებიც როგორც წესი ხითაა მოპირკეთებული. ალაგ-ალაგ მოსეირნე მუმინებსაც შეხვდებით. ტყეში შეიძლება მუმინების ფოსტას გადააწყდეთ, საიდანაც ნამდვილი ღია ბარათების გაგზავნა შეიძლება მუმინ-ფოსტით,   moominworld_mu_bigmoominworld_summer_bigmoominworld_thetre_bigmir-mumi-trollej-510172702_851423924884664_507710138_n სანაპიროზე მამა მუმინის ნავი დგას, მაღლა, გორაზე კი ჯადოქრის ქოხია. ჰემულის სახლი სნუსმუმრიკის სახლის ახლოსა, მის სახლში კი პეპლების კოლექცია და მის მიერ შეგროვებული გამხმარი მცენარეებია მოგროვებული. ჰატიფნატების მღვიმე მუდმივად უცნაური ცისფერი შუქითაა განათებულ;ი. ზამთარში აქაურობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება. მუმინები თოვლის ფეხსაცმელებით გადაადგილდებიან, ციგაობენ, თხილამურებით სრიალებენ, ციგურაობენ, ცხენებს აჭენებენ და ძაღლებიან მარხილს მართავენ. შემდეგ კი ყველა ერთად ცეკვავს მუმინების მხიარულ სიმღერებზე. სტუმრებისთვის აღჭურვილობა უფასოა.   294_1_1

რაც შეეხება საკვებს

საკვების თან შეტანა ნებადართულია. ბილიკებზე სპეციალურადაა მოწყობილი ადგილები, სადაც შეგიძლიათ თან წაღებული სოსისები შეწვათ. აქვეა ადგილობრივი სტუმართმოყვარე სამზარეულოც. პატარა რესტორნებში გემრიელი საოჯახო სამზარეულოს კერძებია. საკვების მოსამზადებლად  ნატურალური პროდუქტი გამოიყენება. პლიუს, მაქსიმალურად ერიდებიან ნებისმიერ პროდუქტს, რომლებზეც პატარა სტუმრებს შეიძლება ალერგია ქონდეთ. დედა მუმინის შინაურ სამზარეულოში უამრავი სახეობის ცხელი კერძი, პური, სალათები, ნატურალური წვენები, რძე და ლიმონათებია. არის ყავაც, ნაირ-ნაირი ტკბილეული და რაც მთავარია- ნაყინის უამრავი სახეობა. სასუსნავების მოყვარულები უკმაყოფილოები ნამდვილად არ დარჩებიან. 4db51f449facc  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %