გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება მთვარის ზედაპირი? ეწვიეთ ნაციონალურ პარკს არგენტინაში

ჩვენს დედამიწაზე არის ადგილი, რომელიც ძალიან მოგვაგონებს მთვარის ან მარსის ზედაპირს. ეს ადგილი არგენტინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ლა რიოჯას პროვინციაში და ისჩიგუალასტოს ნაციონალური პარკი ეწოდება. მას მთვარის ველსაც უწოდებენ. ასე მას ჯერ კიდევ ინდიელები ეძახდნენ.   article1582valle-de-la-luna-001valle-de-la-luna-003 მთვარის ველი ბუნებრივად წარმოქმნილი პალეონტოლოგიური ცენტრია. აქ უამრავი ნამარხები იქნა აღმოჩენილი და დღესაც შეხვდებით უამრავ მეცნიერს და პალეონტოლოგს, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ. აქ ნაპოვნია უძველესი ფლორის და ფაუნის უამრავი ნამარხი, მათ შორის დინოზავრების და სხვა რეპტილიების ნაშთები, რომლებიც აქ ჯერ 250 მილიონი წლის წინ არსებობდნენ. დინოზავრების პირველი ნამარხები 1959-1961 წლებში ოსვალდ რეიგმა აღმოაჩინა. 1960 წელს მანვე აღმოაჩინა ჰერეროზავრის ნაშთებიც.   valle-de-la-luna-004valle-de-la-luna-005valle-de-la-luna-006მთვარის ველზე პალეონტოლოგების ჯგუფმა ეორაპტორის ნაშთებიც იპოვა. სულ ერთი მეტრი სიმაღლის ცხოველმა გადატრიალება მოახდინა სამეცნიერო სამყაროში. მის შესახებ დღემდე დავა მიდის: მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ეორაპტორი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დინოზავრია, ხოლო მეცნიერების მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს ცხოველი ზედმეტად პრიმიტიული აგებულებისაა იმისათვის, რომ დინოზავრებს მიეკუთვნებოდეს.  პარკის ტერიტორიაზე დინოზავრების 54 სხვადასხვა სახეობის ნაშთებია ნაპოვნი. რამოდენიმე სახეობა მხოლოდ აქაა ნაპოვნი და მათ ნამარხები ჯერ სხვაგან არად არ აღმოჩენილა. პარკში ფუნქციონირებს მუზეუმიც, სადაც შეგიძლიათ დაათვალეეროთ ნაპოვნი ნამარხები და დინოზავრების სრული ზომის მაკეტები იხილოთ.     valle-de-la-luna-008valle-de-la-luna-011 პარკის რელიეფი უცნაური ფორმის ქვებით და კლდეებითაა დაფარული და ფილმის გადასაღებ მოედანს მოგვაგონებს. ფილმის, რომელსაც კოსმოსის შესახებ იღებენ. შთაბეჭდილებას აძლიერებს "კეგლის ბურთების მოედანიც", სადაც უამრავი, იდეალურად მრგვალი ლოდია მიმოფანტული. ლოდების დიამეტრი სხვადასხვაა და  რამოდენიმე მეტრიდან 50-70 მეტრამდე აღწევს. მეცნიერებმა ქვების წარმოშობა ჯერ ვერ ახსნეს, თუმცა ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ეს წვები მიწის სიღრმეში ფორმირდება, დიამეტრის ზრდასთან ერთად კი მიწის ზედაპირზე ამოდიან. ქვების შემადგენლობა იგივეა, რაც გარშემომყოფი ქანების. ზოგიერთი ქვა შუაზე სკდება, ზოგი კი ერთმანეთთანაა "შეზრდილი".    valle-de-la-luna-013valle-de-la-luna-015სავსე მთვარის დროს, როცა მთვარიანი ღამეებია, მისტიური შუქით განათებული ველი კიდევ უფრო მოგვაგონებს რომელიღაც კოსმოსური სხეულის ზედაპირს. პარკის ფართობი 603 კვადრატული კილომეტრია. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან პარკი მაღალი მთებითაა შემოფარგლული, Cerro Colorades-ის და  Cerro Los Rastros-ის მწვერვალებით. პარკის ტერიტორია იუნესკოს მფარველობის ქვეშაა. valle-de-la-luna-017valle-de-la-luna-020valle-de-la-luna-024valle-de-la-luna-032 პარკში მოსახვერად ჯერ თვითმფრინავით უნდა ჩახვიდეთ ბუენოს-აირესში და შემდეგ უახლოეს ქალაქში - სან ხუანში. სან-ხუანიდან მთვარის ველამდე 4 საათის სავალია მანქანით. valle-de-la-luna-033  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %