7 მიზეზი თუ რატომ უნდა ესტუმროთ მალტას

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე პატარა სახელმწიფო მალტა დღითიდღე უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. თუ ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ ეს უნიკალური ქვეყანა, ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა ესტუმროთ მალტას.

1. შესანიშნავი ამინდი

მზის აბაზანები ნოემბერში? დიახ, მალტაში ეს ნამდვილად შესაძლებელია! ხმელთაშუა ზღვის არქიპელაგზე წელიწადში 300 დღის განმავლობაში კაშკაშებს მზე.სუფთა წყალი კი იდეალურია როგორც საცურაოდ, ასევე დაივინგისთის.

2. ისტორიით სავსე გარემო

მალტა არსებობის 7 000 წლის განმავლობაში არაერთი დამპყრობლის შემოტევას გაუძლო, დაწყებული რომაელებით და დამთავრებული საფრანგეთითა და დიდი ბრიტანეთით. ქვეყნის მდიდარი ისტორია მის ძველ ქუჩებშიც იგრძნობა, სადაც ერთმანეთს ერწყმის ბაროკოსა და პოსტმოდერნული არქიტექტურა. ქალაქის ქუჩები, ფაქტობრივად, ღია მუზეუმებია.

მალტა

3. საინტერესო და მრავალფეროვანი სამზარეულო

მალტის არქიტექტურის, ენის და ისტორიის მსგავსად ადგილობრივი სამზარეულოც იტალიური, ინგლისური და არაბული გავლენის ქვეშაა. ხროცეულში განსაკუთრებით პოპულარულია კურდღლის და ღორის ხორცი. ცნობილია მალტური ცხვრი რბილი ყველი, და რა თქმა უნდა, ზღვის პროდუქტები საუზმეზე, სადილზე და ვახშმად.

4. ულამაზესი სანაპირო ზოლი

მართალია მალტას აქვს ყველაზე თბილი წყალი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მაგრამ სულაც არ გჭირდებათ მასში დასველება იმისტის, რომ მისი ულამაზესი სანაპირო დააფასოთ. კლდეებით, მღვიმეებითა და კირქვის თაღებით გამორჩეულ სანაპიროზე შეიძლება ისეთი ფოტოები გადაიღოთ, რომ თქვენი კომპიუტერის ეკრანი დიდხანს დაამშვენოს.

მალტის სანაპირო

5. კინოინდუსტრიის მნიშვნელოვანი წერტილი

გლადიატორი, ტროა, გრაფი მონტე-კრისტო, დავინჩის კოდი - მალტას მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი ჩამონათვალია. მალტას "ხმელთაშუა ზღვის პატარა ჰოლივუდად" მოიხსენიებენ, აქ შეგიძლიათ "სამეფო კარის თამაშების" გმირების ნაკვალევსაც გაჰყვეთ.

6. მალტელებმა იციან როგორ გაერთონ

დაივიწყეთ იბიცა! მალტას აქვს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ღამის ცხოვრება. არცთუ დიდი ხნის წინ აქ ღია ცის ქვეშ მართავდნენ შოუებს ლედი გაგა, ენრიკე იგლესიასი და სტივ აოკი. მალტაში ბარების, კლუბების და კარაოკეების უდიდესი არჩევანი გელოდებათ.

მალტა

7. დასვენება ხელმისაწვდომია

მალტაში დასვენება შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნებზე უფრო ნაკლებიც კი დაგიჯდეთ. საკვები და ღვინო საკმაოდ იაფი, ავტობუსით გადაადგილება კი სუპერ ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %