29 November 2016
  • 6945 ნახვა

დაივიწყეთ პარიზი! ესტუმრეთ ლიონს!

ლიონი საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქია, მაგრამ ის აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენი ევროტურის ქალაქების სიაში!

ბევრი მოგზაურისთვის პარიზი არის საოცნებო ქალაქი, სადაც ყოველთვის სიხარულით ბრუნდებიან. თუმცა სინათლის ქალაქის ბრწყინვალება ჩრდილავს ისეთ განსხვავებულ და ინტიმური ატმოსფეროს მქონე ქალაქს, როგორიც ლიონია.

საოცარი ისტორია, განსაცვიფრებელი არქიტექტურა, ულამაზესი მდინარეები, კომპაქტური სამეზობლოები, აეროპორტში სწრაფი ტრანსფერი და მოქნილი მეტროს სისტემა - ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ ტურისტებმა ლიონი დააფასონ. აქაური უძველეი რესტორნები და სასტუმროები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ლიონის ისტორია რომანული ეპოქიდან იწყება და ამ პერიოდის არქიტექტურის გადმონაშთებს ჯერ კიდევ ნახავთ ქალაქის ცენტრში. ლიონი არასდროს ყოფილა დიდი მასშტაბის ნგრევის ცენტრი, ამიტომაც უძველესი არქიტექტურული ძეგლები უცვლელადაა შენარჩუნებული.

lyon

აქაურ მდინარეებზე გემით შეგიძლიათ გაისეირნოთ, Saône-სა და  Rhône-ს შესართავთან კი თანამედროვე სავაჭრო კომპლექსში შეივლით. შაბათ-კვირას შოპინგისთვის წმინდა ანტუანის ღია ბაზრობები გელოდებათ.

ლიონს ხშირად უწოდებენ საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქს. ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დედამიწაზე, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ნამდვილი გასტრონომიის განსაზღვრება, როგორც "კარგი საკვების არჩევის, მომზადების და ჭამის ხელოვნება". ლიონში კლასიკური ფრანგული სამზარეულოს დახვეწილი ვარიაციები გელოდებათ, ბოლოს და ბოლოს, სწორედ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ საერთაშორისოდ აღიარებული მზარეულის პოლ ბოკიუზის ქმნილებები.

lyon

 

 

 

მსგავსი
25 April 2017

Ciocanesti - ორნამენტებით მოხატული სოფელი

Ciocanesti - ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოდა ლამაზი სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ არაა ფართოდ ცნობილი. რუმინეთის ჩრდილოეთით მდებარე ეს სოფელი ორიგინალური მო...

16 March 2017

5 საუკეთესო ქვეყანა ცხოველების მოყვარულებისთვის

თუ გიყვართ ცხოვეელბი, მათზე დაკვირვება ან ზოგადად ველური სამყარო, შეგიძლიათ თქვენი მოგზაურობა ამ მხრივქაც დატვირთოთ. წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ათეუ...

13 February 2017

Hobbiton Movie set - ჰობიტების ნამდვილი სოფელი

შესაძლოა, სულაც არ ხართ "ბეჭდების მბრძანებლის" განსაკუთრებული ფანი, მაგრამ მის შესახებ აუცილებლად ბევრი რამ გეცოდინებათ. ნებისმიერ შემთხვ...

01 February 2017

10 ულამაზესი ჩანჩქერი მთელი მსოფლიოდან

თქვენ შეიძლება ბევრი გსმენიათ ისეთ ცნობილ და პოპულარულ ჩანჩქერებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ნიაგარა ან ვიქტორია. მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში...

23 January 2017

როგორ გამოიყურება გაყინული ბაიკალის ტბა

ბაიკალი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის  და ყველაზე ღრმა ტბაა. ტბის სიღრმე 1642 მეტრია. ტბა და მის ირგვლივ მდებარე სანაპირო ...

13 January 2017

ულამაზესი სანახაობა - ყინულის ყველაზე დიდი ფესტივალი მსოფლიოში

მათ, ვისაც არ აშინებთ ყინვა და სიცივე, ულამაზესი სანახაობა ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ელოდებათ. ყინულისა და თოვლის სკულპტურების ტრადიციულ ფესტივალს საკ...

09 December 2016

რა უნდა იცოდეთ დუბაიში გამგზავრებამდე

თუ ახლო მომავალში არაბთა გაერთიანებული ემირატების ტურისტულ დედაქალაქში აპირებთ გამგზავრებას, რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ. ცხოვრე...

29 November 2016

დაივიწყეთ პარიზი! ესტუმრეთ ლიონს!

ლიონი საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქია, მაგრამ ის აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენი ევროტურის ქალაქების სიაში! ბევრი მოგზაურისთვის პარიზი ...

25 November 2016

7 მიზეზი თუ რატომ უნდა ესტუმროთ მალტას

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე პატარა სახელმწიფო მალტა დღითიდღე უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. თუ ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ ეს უნიკალური ქვ...

21 November 2016

10 ყველაზე ლამაზი თოვლიანი სასახლე მსოფლიოში

ზამთარში მოგზაურობას თავისი პლიუსები აქვს. არის ადგილები, რომლებსაც თოვლი კიდევ უფრო მეტ სილამაზეს და მომხიბვლელობას მატებს. ამჯერად, წარმოგიდგენთ ...