50
9 გამორჩეული ადგილი კარიბებზე
12 თებერვალი 2018
ზამთრის ცივ დღეებში ყველას თბილ ქვეყნებში, ზღვაზე და მზიან სანაპიროზე სურს დასვენება. არის რამე უკეთესი, ვიდრე კარიბის კუნძულების რბილი ჰავა, მზიანი სანაპიროები და ულამაზესი ბუნება? კარიბებზე წარმოდგენილია როგორც კერძო მდიდრული სანაპიროები და კერძო კუნძულები, ასევე იაფი საერთო საცხოვრებლები. აქ ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის მოიძებნება სასურველი სერვისი. შეგიძლიათ ისიამოვნოთ მართლაც განსაკუთრებული სამზარეულოთი, იშოპინგოთ როგორც მდიდრულ ბუტიკებში, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე. გთავაზობთ 9 ადგილს კარიბებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
St. Lucia
St. Lucia-ას სილამაზეს მოწმობს ყველაფერი, თვალწარმტაცი ხედები, მისი მუქი ლურჯი ზღვა, ულამაზესი ფლორა და ფაუნა. ეს ადგილი არ არის შოპინგის და წვეულებების მოყვარულთათვის, ის უფრო რომანტიკის და წყალქვეშა სპორტული აქტივობების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. ეს კუნძული ბუნებრივ ცხელ წყალს, ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესებს, დაივინგსა და ვინდსერფინგს გთავაზობთ.
Aruba
არუბა წლის ნ
...