ყველაფერი დუბაიში მოგზაურობის შესახებ

დუბაიარაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ქალაქია. სულ რაღც 30 წელიწადში დუბაი მეთევზეების სოფლიდან ერთ-ერთ უმსხვილეს და ულამაზეს ქალაქად გადაიქცა. დუბაი მსოფლიოს ყველა ქალაქისგან გამოირჩევა თავისი ექსცენტრიულობით, სიმდიდრით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობებით და ხელოვნურად შექმნილი ულამაზესი კუნძულებით. 

რა ჯდება მოგზაურობა დუბაიში ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც დუბაიში შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 830 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ორმხრივ ავიაბილეთს (თბილისი-დუბაი-თბილისი);
  • ტრანსფერს (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი);
  • სამოგზაურო დაზღვევას;
  • სასტუმროში განთავსებას;
  • კვებას (სასტმროს მიხედვით);

ღირებულება არ მოიცავს ვიზის მოსაკრებელს, რომლის ფასი, ტუროპერატორების მიერ მითითებული განცხადებების მიხედვით,  80-85$-ს შეადგენს.

გთავაზობთ ტურისტული სააგენტოების მიერ, დუბაის მიმართულებით, Turebi.Ge- ზე გამოქვეყნებულ ტურ-პაკეტებს.

IN TRAVEL

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია IN TRAVEL გთავაზობთ ტურ-პაკეტს დუბაის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდი 29/01/2018-01/02/2018  (4 დღე/ 3 ღამე).ტურის ღირებულებაში შედის

  • ორმხრივი ავიაბილეთი,
  •  ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი),
  •  სასტუმროში განთავსება(4 დღე/ 3 ღამე),
  • საუზმე (BB) ან  (RO) საუზმის გარეშე,
  • სამოგზაურო დაზღვევა

ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი 88$

 

GREEN TRAVEL

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია GREEN TRAVEL გთავაზობთ ტურ-პაკეტს დუბაის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდი 24.02.2018 - 1.03.2018. ტურის ღირებულებაში შედის

  • ორმხრივი ავიაბილეთი,
  •  ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი),
  •  სასტუმროში განთავსება (4 დღე/ 3 ღამე),
  • კვება სასტუმროს მიხედვით
  • სამოგზაურო დაზღვევა.

DISCOVER GEORGIA

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია DISCOVER GEORGIA გთავაზობთ ტურ-პაკეტს დუბაის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდი 10.02.2018-14.02.2018. ტურის ღირებულებაში შედის

  • ორმხრივი ავიაბილეთი,
  •  ტრანსფერი
  •  სასტუმროში განთავსება  
  • კვება სასტუმროს მიხედვით
  • სამოგზაურო დაზღვევა

ღირებულებაში  არ შედის სავიზო მომსახურება 85$

 

BLUE BIRD TRAVEL

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია BLUE BIRD TRAVEL გთავაზობთ ტურ-პაკეტს დუბაის მიმართულებით. მოგზაურობის პერიოდი 12.02.2018-15.02.2018, 3 ღამე/4 დღე. ტურის ღირებულებაში შედის:

  • ავიაგადაფრება
  •  ტრანსფერი  სასტუმროში განთავსება
  • კვება დილის საუზმე
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სავიზო მომსახურება

 

ახლა კი წარმოგიდგენთ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ, თუ დუბაიში წასვლას გადაწყვეტთ:

საკონტაქტო ენა :                             ინგლისური

საქართველის საკონსულო:             Qurtoba, Block 2, 1-st street area, Aveniy 3, Villa, Kuwait City

                                                          ტელეფონი: +965-535-2909

                                                          მეილი: kuwait.emb@mfa.gov.ge

                                                          ვებ-გვერდი : www.kuwait.mfa.gov.ge

ჯანმრთელობა

დუბაიში გამგზავრებამდე გაიკეთეთ „ჩვეულებრივი ვაქცინები“, რომლებიც მოიცავს წითელას, დიფტერიას,ტეტანუსს, შუტყვავილას, პოლიომიელიტს.

გთავაზობთ იმ დაავადებების ჩამონათვალს და მათი მკუნალობის მეთოდებს, რომლებიც დუბაიში და არაბთა გაერთიანებულ საამიროში ფართოდაა გავრცელებული.

  • ჰეპატიტი A  და B -  ჰეპატიტი A დაბინძურებული წყლით და საკვებით ვრცელდება, ჰეოატიტი B კი, სისხლით და ბიოლოგიური სითხით გადადის.  სიმპტომებია დაღლილობა, გულისრევა, ცუდი მადა, კუჭის ტკივილი, მუქი ფერის შარდი და ყვითელი კანი ან თვალები. მკურნალობა: ჰეპატტის თვიდან აცილება და მკურნალობა კომბინირებული ვაქცინაციით მიმდინარეობს.
  • იფური (ტიფურის ციებ ცხელება) - ბაქტერიული დაავადება. მკურნალობა: მისი პრევენცია შესაძლებელია ორალური ან ნემსის ვაქცინაციით, მკურნალობა კი ანტიბიოტიკებით მიმდინარეობს.
  • ცოფი - მიუხედავად იმისა, რომ ცფი გვხვდება ძაღლებში, ღამურებში და სხვა ძუძუმწოვრებში, ის მაინც არ წარმოადგენს ძირთად რისკს მოგზაურებისთვის.

წყარო

 

MUST SEE IN DUBAI

Burj Khalifa –Burj Khalifa მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობაა, მისი სიმაღლე 828 მეტრს შეადგენს. აქ განთავსებულია სასტუმრო, რესტორნები და ბარები, სპა სალონებს, სპორტდარბაზები, ოფისები, რეზიდენციები... ამ შენობაშია განთავსებული მსოფლიოში პირველი ARMANI-ის, სასტუმრო, რომლის დიზაინი, ყველა დეტალით თვითონ არმანიმ შექმნა. ნათელ და მზიან დღეს ესტუმრეთ 124-ე სართულზე განთავსებულ მოედანს. ხედი, რომელიც მოედნიდან იშლება, განგაცვიფრებთ. გსურთ ღრუბლებში მიირთვათ სადილი ? მაშინ 148-ე სართულზე განთავსებულ The Top Sky Lounge  და 122-ე სართლზე გნათავსებული At.mosphere-ს ეწვიეთ და ისიამოვნეთ განუმეორებელი ხედით და უგემრიელესი კერძებით.

DUBAI MALL - DUBAI MALL -ი  Burj Khalifa-ს შენობაშია განთავსებული. ის 1,1 მლნ კვ მ-ს მიცავს და მსოფლიოში ყველაზე დიდი შოპინგის, გართობის და დასვენების სივრცეა. ნამდვილი სამოთხეა შოპინგის მოყვარულთათვის. მოლში შეგიძლიათ 1200-ზე  მეტ მაღაზიაში იშოპონგოთ,  აქვე შეგიძლიათ ეწვიოთ დუბაის აკვარიუმს, საბავშვო თემატურ პარკებს და დუბაის ყინულის მოედანს. თუ მაღალი მოდის მოყვარული ბრძანდებით, მოლში სპეციალურად არის გამოყოფილი Fashion Avenue, სადაც შეგიძლიათ ისეთი ტოპ დიზაინერების უახლესი კოლექცია იხილოთ, როგორიცაა Stella McCartney, Versace, Burberry და Alexander McQueen.

დუბაის ფანტანები - დუბაის ფანტანები მსოფლიოში ყველაზე დიდ ფანტანების ქორეოგრაფიული სისტემაა. ის  Burj Khalifa-ს და DUBAI MALL-ის შენობის გარეთ მდებარეობს. ფანტანები 5 წუთის განმავლობაში „ასრულებენ“ საცეკვაო მოძრაობებს მუსიკის ფონზე, წყლის ნაკადებს შეუძლიათ 150 მეტრ სიმაღლეს მიაღწიოს, რის გამოც ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუდ იქცა. შოუ შუადღისას ტარდება 2 ჯერ 13:00 და 13:30-ზე (პარასკევს 13:30  და 14:00 ). შოუ საღმოს 6 სთ-ზე იწყება და ღამის 11 სთ-მდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ფანტანები ყოველ ნახევარ საათში ერთხელ „ასრულებენ ცეკვას“ .

დუბაის ოპერა - დუბაის ოპერა “Opera District” – ში, Burj Kjalifa-ს და დუბაის ფანტანების გვერდით, დუბაის გულში მდებარეობს.   შენობის დიზაინი არაბული ხომალდების ფორმით იყო შთგონებული და ნამდვილად არ დარჩება თქვენი ყურადღების მიღმა.

IMG Worlds of Adventure - გასართობი თემატური პარკია, უახლესი ატრაქციონებით, მაღალი სიჩქარით, 5D გამოსახულებით, ყველასთვის საყვარელი „გაცოცხლებული „ გმირებით და დინოზავრებით.  

DUBAI GARDEN - დუბაის ბაღები მსოფლიოს უდიდეს ბაღად მიიჩნევა. ის 6500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას იკავებს, სადაც 45 მილიონზე მეტი ყვავილი იზრდება. ყვავილების კომპოზიცია ყოველ 3-4 თვეში ერთხელ იცვლება, მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს. ამ ბაღის არსებობა დუბაის კლიმატურ პირობებში ნამდვილი სასწაულია.

რა მივირთვათ?

დუბაი მრავალფეროვანი არომატის, ინგრედიენტების, სურნელებლების მიქსია. წარმოგიდგენთ კერძებს რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ დუბაიში ვიზიტისას.

ფარშირებული აქლემი/აქლემის ხორცი - აქლემი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და სადღესასწაულო კერძია. აქლემის ხორცი შეიძლება შეზავებული იყოს წიწილასთან, კვერცხთან, თევზთან, ბოსტნეულთან და თავისთავად, შემკული იყოს სუნელებით.  მისი „გადატვირთულობის“ გამო, ამ კერძს მხოლოდ დღესასწაულებზე ან ფესტივალზე, ცერემონიალზე ან სხვა კულტურულ ღონისძიებაზე ამზადებენ.

ალ ჰარესი -  ალ ჰარესი საოცრად მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება, მაგრამ მის მომზადებას საათები სჭირდება.  კერძი მზადდება ხორცისგან, ხორბლისგან და მარილისგან. ამ ინგრედიენტებს ერთმანეთში ურევენ და იქამდე ამზადებენ, ვიდრე ტექსტურა ერთგვაროვანი და გლუვი არ გახდება. ამის შემდეგ მთელ ნაზავს კიდევ რამდენმე საათი აცხობენ.

მეჰალიბია - ეს ერთგვარი პუდინგია, მას განსაკუთრებულ არომატს ვარდის წყალი და ფსტა სძენს. მას ხშირად ადარებენ უდაბნოში არსებულ ოაზისს, ჯანსაღი, მაცოცხლებელი გემოთი.

ეშ ჰასარია - ეშ ჰასარია კლასიკური დესერტია, მას „ჰარემის პურსაც“ ეძახიან.  მისი ტექსტურა ჩიზქეიქს მოგაგონებთ. მდიდარი და ტკბილი გემო აქვს, რომელიც მირთმევისას დნება. ის დუბაიში ყველაზე პოპულარული დესერტია.

 

საუკეთესო რესტორნები დუბაიში

COYA

COYA  გახსნის დღიდან ძალიან პოპულარული რესტორანია, მოპოვებული აქვს 2016 წლის საუკეთესო რესტორნის ტიტული. COYA გთავაზობთ საუკეთსო კერძებს (არამხოლოდ დუბაის მასშტაბით), ჯანსაღი ინგრედიენტებით და ულამაზესი გაფორმებით, სერვისის/მომსახურების უმაღლესი დონით.

Tagine

ამ რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ მაროკოული სამზარეულო, სწორედ ამ სამზარეულოს განსაკუთრებული გემოთი და ხარისხით, მომსახურები მაღალი დონით, ულამაზესი ინტერიერით მოიპოვა რესტორანმა პოპულარობა. 

AWATAR

AWATAR არ არის ყველაზე პოპულარული რესტორანი დუბაიში, მაგრამ ის მდიდარი არაბი ემიგრანტების ფავორიტი რესტორანია. ის გამორჩევა ლიბანური სამზარეულოთი, ცოცხალი მუსკით და ცოცხალი აღმოსავლური ცეკვებით. საღამო 10 სთ-დან იწყება.

Club 360

რთულია იპოვო ისეთი დაწესებულება/ ღამის კლუბი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Club 360-ს. კლუბს მრგვალი ფორმა აქვს, ის 1 კმ-ით სპარსეთის ყურეში შედის, საიდანაც საოცარი ხედი იშელება როგორც ოკეანეზე, ასევი Burj-Al-Arab-ზე. ხშირად სტუმრობენ მსოფლიოში ცნბილი DJ-ები.

NASIMI

NASIMI არაჩვეულებრივი ღამის კლუბია, რომელიც ხელოვნურ კუნძულზე ივენთებს აწყობს. დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ სანაპიროთო, ხოლო ღამით შეგიძლიათ კლუბს ეწვიოთ.

ნარკოპოლიტიკა

არაბთა გაერთიანებულ საამიროში ნარკოტიკების მიმართ ნული ტოლერანტობაა. ყველა სახის ნარკოტიკი -მსუბუქი, თუ ძლიერი (კანაბისი, ჰეროინი,კოკაინი ... ) , აკრძალულია.  ნარკოტიკის აღმოჩენისათვის მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებენ  დუბაის და აბუ დაბის აეროპორტებში. არასოდეს იხუმროთ ამ საკითხზე, ნარკოტიკის მოხმარება, გავრცლება და სხვა კანონით აკრძალულია, ჯარიმები ძალიან მაღალია, ხოლო ზოგ შემთხვევაში საქმე შეიძლება სიკვდილით დასჯამდეც კი მივიდეს.

ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის. მოგვწერეთ, სხვა რომელი ქვეყნის შესახებ გსურთ წაიკითხოთ სტატია. ჩვენ თქვენს სურვილს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %