29 January 2018
  • 545 ნახვა

10 საუკეთესო აპლიკაცია მოგზაურობისთვის

სმარტფონებმა ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროზე იმოქმედა კომუნიკაციის, გართობის, ბიზნესის და მათ შორის ტურიზმის სფეროზეც. სმარტფონებმა და აპლიკაციებმა ბევრი წარმოუდგენელი სერვისი შესთავაზეს მოგზაურებ, ბევრიც გააუმჯობესეს.  „სმარტფონის ხანა“ მოგზაურობას უფრო უსაფრთხოს და მარტივს ხდის. ჩვენს ირგვლივ რთულად თუ ვნახავთ ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობისას გზამკვლევად მინიმუმ, Google Maps-ს არ იყენებენ, მაგრამ ეს სულაც არ არის მოგზაურობისას გამოსაყენებელი ერთადერთი აპლიკაცია. ჩვენ კიდევ 10 აპლიკაცია შემოგთავაზეთ, რომელთა შესაძლებლობების გამოყენებით საზღვარგარეთ ყოფნა უფრო კომფორტული ხდება...

 

Citymapper

მარტივად გამოსაყენებელი აპლიკაცია. აპლიკაციაში შეგიძლიათ იხილოთ მგზავრობის რეალური დრო, შეფერხების შემთხვევაში კი მიიღებთ შეტყობინებას. აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია ველოტრასების შესახებაც და ასევე ინტეგრირებულია აპლიკაცია Uber-ი, რომელიც ტრანსპორტის მომსახურებას გთავაზობთ, რაც კიდევ უფრო გიმარტივებთ მასპინძელ ქვეყნებში გადაადგილებას.

პროგრამა  Citymapper-ში მონიშნულია ყველა ის ძირითადი ღირსშესანიშნაობები, რომელთა ნახვაც რეკომენდებულია ტურისტებისთვის.  ამ აპლიკაციის დახმარებით უფრო დეტალურად და მარტივად დაგეგმავთ მოგზაურობას...

Duolingo

ეს არის უფასო და მოსახერხებელი დიზაინის მქონე ენის შემსწავლელი აპლიკაცია. მას 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.  მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ ჩაანაცვლებს ენის სწავლის ტრადიციულ მეთოდებს, მისი გამოყენება სახალისოა ენის საფუძვლების შესწავლისას, გრამატიკის გასახსენებლად  და ლექსიკონის გასამდიდრებლად. კომპიუტერული თამაშის მსგავსად, აპლიკაციას გაყავხართ სხვადასხვა დონეებზე. მომდევნო დონეზე გადასასვლელად, უნდა დასძლიოთ წინა დონის დავალებები.  თამაშის მანძილზე გამოცდილებასთან ერთად, ქულებსაც აგროვებთ.

 

XE

ეს ვალუტის კონვერტაციის აპლიკაციაა და შესაბამისად, ის მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია.  ჩაშვების დღიდან ის 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. მას ბიზნესზე ორიენტირებული ბევრი ფუნქცია აქვს, - ვალუტის კურსის გარდა, აპლიკაცია ძვირფასი მეტალების, ასევე ნავთობის ფასსაც აჩვენებს.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კი, რაც გამოც ის ტურისტებს ძალიან უყვართ, არის აპლიკაციის უნარი, გამართულად იფუნქციონიროს Offline-რეჟიმშიც, რაც ძალიან გამოსადეგია, თუ ისეთ ადგილას იმყოფებით, სადაც ინტერნეტთან კავშირი შეზღუდულია.

 

TRIPIT

ამ აპლიკაციას „ჯიბის ტურისტულ სააგენტოს“ უწოდებენ. ის აერთიანებს მოგზაურობისთვის ისეთ საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა მუდმივად განახლებული მონაცემები ფრენებზე, სასტუმროებზე, მანქანების ქირაობაზე, ჯავშნებზე... მიეცით თქვენი იმეილი აპლიკაციას და დანარჩენს თვითონ გააკეთებს.

 

SPLITTR

ეს აპლიკაცია ხარჯების სწორად გადანაწილებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ შეიყვანოთ ინფორმაცია დანახარჯებზე, პროგრამა კი დაგიხარისხებთ, თუ რა თანხა რა მიზნობრიობით დახარჯეთ.

მას აქვს ყველა ვალუტის მხარდაჭერა და ამასთან, შეგიძლიათ კალკულაცია სხვადასხვა ვალუტის  შერევით (მიმატება, გამოკლება ... ) ისე , რომ არ დაგჭირდებათ მათი ცალკე, შესაბამისი კურსით კონვერტაცია.

 

APP IN THE AIR

კიდევ ერთი ჭკვიანი, მარტივი აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია საჰაერო რეისების შესახებ. აქვს ავიაკომპანიების  და აეროპორტების მონაცემთა ბაზების მხარდაჭერა.  მოგაწვდით უკანასკნელ ინფორმაციას ფრენების სტატუსის შესახებ, მაშინაც კი, თუ არ გაქვთ წვდომა ინტერნეტთან. გეხმარებათ დროის დაგეგმვაში.

თითოეულ ფრენას 4 ეტაპად ჰყოფს: რეგისტრაცია, ჩასხდომა, აფრენა და დაშვება.  ის Tripit-თან (პროგრამა, რომლის შესახებ ზემოთ გესაუბრეთ) ინტეგრირებულია და ყველა ფრენის იმპორტირების (ამ აპლიკაციაში გადმოტანის) საშუალებას გაძლევთ.

 

GOOGLE TRANSLATE

ეს აპლიკაცია გამოიყენება ყოველდღიური ფრაზების გადასათარგმნად. მაგ., შეგიძლიათ კამერა ტექსტთან მიიტანოთ, აპლიკაცია წაიკითხავს ტექსტს და გადათარგმნის მას.

 

Live Trekker

ეს ამბიციური აპლიკაცია თქვენი მოგზაურობის ციფრულ ჟურნალს ჰქმნის. ის აკვირდება თქვენს გადაადგილებას და თქვენს მარშრუტს რუკაზე წითელი ზოლით აღნიშნავს. ის ასევე აკვირდება თქვენს სიჩქარეს და სიმაღლეს ზღვის დონიდან. შეგიძლიათ დაამატოთ სურათები, ვიდეოები, აუდიო და ტექსტები, და ამ ყველაფრის ერთობლივობით შექმნათ მულტიმედიური მოგზაურობის დღიური.

 

Wolfram Sun Exposure

აპლიკაცია, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, მოგზაურობისას, ან ზღვის სანაპიროზე განტვირთვისას მზის სხივებმა არ დაწვას...

შეიყვანთ მონაცემებს თქვენი კანის ტიპის შესახებ, აპლიკაცია თქვენი კანის ტიპის, გეოგრაფიული მდებარეობის, დღის მონაკვეთის, „მზის სიძლიერის“ და ტემპერატურის, ასევე თქვენ მიერ გამოყენებული დამცავი კრემის მონაცემების გათვალისწინებით გამოთვლის, თუ რა დრო შეგიძლიათ გაატაროთ მზეზე ისე, რომ არ დაიწვათ. პროგრამაში შესაძლებელია ამინდის პროგნოზის მუდმივი კონტროლიც.

Time Out

ეს აპლიკაცია გაწვდით ინფორმაციას ყველა ბარის, რესტორნის, ატრაქციონის, კონცერტის, ფესტივალის, დიდი ან მცირე ღონისძიების შესახებ.

Turebi.ge-ს ერთ-ერთი მიზანია, მოგზაურობის მოყვარულთათვის გამოსადეგი და საჭირო ინფორმაციის შემცველი ბლოგპოსტები რეგულარულად მოამზადოს. მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემა, ანდაც პირიქით - თავად გაგვიზიარეთ გამოცდილება...

მსგავსი
16 February 2018

დასვენება სალონიკში - საბერძნეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში

საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ტურისტებისთვის. ულამაზესი ბუნებით, ლურჯი ზღვით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, ის...

15 February 2018

ნოიშვანშტაინის სასახლე - ბავარიის ზღაპრული ციხესიმაგრე

ნოიშვანშტაინის სასახლე გერმანიაში, ბავარიაში, ავსტრიის საზღვართან, სოფელ ფიუსენში, კლდის წვერზე მდებარეობს. სასახლე  ...

13 February 2018

საუკეთესო ადგილები საგაზაფხულო მოგზაურობისათვის

გაზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. რატომ ? ამ სეზონზე თბილი ამინდებია, არც ცხელა და არც ცივა, ტურების, სასტუმროების და ბ...

12 February 2018

9 გამორჩეული ადგილი კარიბებზე

ზამთრის ცივ დღეებში ყველას თბილ ქვეყნებში, ზღვაზე და მზიან სანაპიროზე სურს დასვენება.  არის რამე უკეთესი, ვიდრე კარიბის კუ...

12 February 2018

როგორ გამოიყურება დათოვლილი პარიზი

პარიზში მოთოვა...  თოვლმა ეიფელის კოშკი, Montmartre, Notre Dame და მთლიანად პარიზი დაფარა. Meteo France-ის მიხედვით, ეს იყ...

09 February 2018

ევროპის ულამაზესი ადგილები, სადაც ტურისტების სიმრავლე არ შეგაწუხებთ

მოგზაურობა ყველას უყვარს, თუმცა დღეს რთულია ლამაზი ადგილის ნახვა, რომელიც ტურისტებით არ იქნება გადავსებული, განსაკუთრებით ზაფხუ...

08 February 2018

კრეტა - სიყვარულის კუნძული

კრეტა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ის საბერძნეთს ეკუთვნის. კრეტაზე მოხვედრა შესაძლებელია ...

07 February 2018

მრავალფეროვანი კვიპროსი - ტურები, კურორტები, სამზარეულო და უსაფრთხოება კუნძულზე

კვიპროსი უდაოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ულმაზესი სანაპირო, არაჩვეულებრივი ბუნება, ადგილობრივი კულტურა და...

06 February 2018

ეგზოტიკური შრი-ლანკა

შრი-ლანკა ტროპიკული და განსაკუთრებულად მრავალფეროვანი კუნძულია. მას შეუძლია შემოგთავაზოთ ყველაფერი: ქვიშიანი სანაპირო, ბუდისტურ...

01 February 2018

2018 წლის საუკეთესო სანაპიროები

ზამთარი ტროპიკულ კურორტებზე დასვენების სეზონია.  რომელია საუკეთსო კურორტი სადაც მზე, ზღვა და გართობა გელოდებათ ? გთავაზობთ...