2018 წლის საუკეთესო სანაპიროები

ზამთარი ტროპიკულ კურორტებზე დასვენების სეზონია.  რომელია საუკეთსო კურორტი სადაც მზე, ზღვა და გართობა გელოდებათ ? გთავაზობთ 2018 წლის ყველაზე ლამაზი სანაპიროების ჩამონათვალს.

Ocean Cay Reserve, The Bahamas

Ocean Cay Reserve გამორჩეულია იმით, რომ იქ მთელი წლის განმავლობაში ეწყობა წვეულებები სტუმრებისთვის. უხვადაა ბარები და მდიდრული სპა-ცენტრები. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია ულამაზესი სანაპიროთი და ზურმუხტისფერი ზღვით.

 

Kapalua Bay Beach, Maui, Hawaii

საუკეთესო სანაპიროების ჩამონათვალი არასრული იქნებოდა ჰავაის კუნძულების სანაპიროების გარეშე. Kapalua არის პატარა, ნახევრად წრიული სანაპირო, რომელიც ორივე მხრიდან მყარი, კლდოვანი კონცხებითაა გარშემორტყმული. ის უნიკალურია მისი კრისტალურად სუფთა, საფირონის წყლებით.

 

Grace Bay, Turks and Caicos

TripAdvisor-მა მომხმარებლების მიერ არჩეული საუკეთესო სანაპიროების რიცხვში მას მეორე ადგილი მიანიჭა. წარმოგიდგენიათ, რამდენად პოპულარულია ეს სანაპირო ტურისტებს შორის ? მისი ღრმა, ცისფერი წყალი, თეთრი ქვიშა და აყვავებული პალმის ხეები - ეს ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც ტურისტები “ტროპიკული სამოთხის” ძიებისას არჩევანს სწორედ ამ ადგილზე აკეთებენ.

 

El Nido Beach, Philippines

Palawan-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუნძულად მიიჩნევა. მისი ყველაზე ცნობილი სანაპიროა El Nido Beach, რომელიც 50 პატარა სანაპიროს აერთიანებს. El Nido Beach-ის სანაპიროები ძალიან მრავალფეროვანია. აქ შეგიძლიათ იხილოთ როგორიც კირქვის ფორმირებები, ლურჯი ლაგუნები, ასევე მარმარილოს კლდეები და ჩანჩქერები.

 

Spiaggia Bianca, Italy

The Aeolian კუნძულები ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და ხელმისაწვდომი ადგილია ხმელთაშუა ზღვის არეალში. თუმცა ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან Lonely Planet-მა ის 2018 წლისთვის საუკეთსო სამოგზაურო ადგილების სიაში შეიტანა. ეს რეგიონი ცნობილია ვულკანური წარმონაქმნების მრავალფეროვნებით და წმინდა ლურჯი წყლით, რომელიც კლდეებით არის გარშემორტყმული.

 

Gordon Beach, Tel Aviv, Israel

ეს სანაპირო ცნობილია საუკეთესო ქვიშითა და ინფრასტრუქტურით. აქ ყველაფერია: ზღვისპირა რესტორნები, ბარები, ღია ცისქვეშ მოწყობილი სავარჯიშო ინსტრუმენტები, ფრენბურთის და ჩოგბურთის სათამაშო ადგილები.

 

Playa Del Amor, Mexico

ვის შეუძლია, ხალხისგან გადამალული, საიდუმლო სანაპიროს ცდუნებას გაუძლოს? Playa Del Amor გამოქვაბულშია განთავსებული. დიახ, დიახ არ მოგესმათ, ეს არის სანაპირო გამოქვაულში. ვიზიტორებმა სანაპიროზე მოსახვედრად წყალქვეშა „გვირაბი“ უნდა გაცურონ.

 

Aitutaki Lagoon, Cook Islands

Cook-ის კუნძულზე, Aitutaki Lagoon-ის ზურმუხტისფერი, ლურჯი წყალი, მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე, სუფთა წყალია. ტროპიკული დასვენების მოყვარულთათვის, ის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შედის. შეგიძლიათ ისიამოვნოთ როგორც თეთრი სანაპიროთი და ზურმუხტისფერი ზღვით, ასევე წყალქვეშა სპორტული აქტივობებითაც.

 

Ipanema Beach, Rio de Janeiro, Brazil

დაიჯერებთ, რომ ასეთი სანაპირო მეგაპოლისის შუაგულშია? სწორედ ეს ხდის მას ასეთ განსაკუთრებულს. რა შეიძლება შემოგთავაზოთ რიო დე ჟანეიროს სანაპირომ ? ბევრი რამ, და ცხადია, მათ შორის იდეალური პირობები სერფინგისთვის, ბარები და რესტორნებით სავსე ბულვარი.

 

Nyang Nyang Beach, Bali

დასახლებული ცენტრიდან ამ სანაპირომდე მოსაღწევად 30 წუთია საჭირო. ბალის სხვა სანაპიროებისგან განსხვავებით,  Nyang Nyang რჩება განმარტოებულ და კერძო სანაპიროდ, ლურჯი ზღვით და ოქროსფერი სანაპიროთი. მშვენიერი ადგილია და განსხვავდება ბალის ტურისტებით სავსე სანაპიროებისგან.

 

Pink Sand Beach, Bahamas

არ გქონდეთ რეალურად ვარდისფერი ქვიშის მოლოდინი, მას ოდნავ დაკრავს ვარდისფერი. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სანაპირო მართლაც ძალიან ლამზია და განსაკუთრებული. Caribbean Journal-მა ის 2018 წელს კარიბის საუკეთესო სანაპიროდ დაასახელა. მოვარდისფრო ქვიშა, კამკამა, წყნარი ზღვა და იდილიური ატმოსფერო მას აუცილებლად სანახავ ადგილად აქცევს.

 

Anse Source d’Argent, Seychelles

თუ წმინდა წყალს, მაღალ კლდეებს და მოვარდისფრო ქვიშას ეძებთ, მაშინ Anse თქვენთვის სასურველი ადგილია. თვალწარმტაცი და სიმშვიდისმომგვრელი ხედი,  სიმწვანით გარშემორტყმული სანაპირო, რომელიც სპეციფიურია მისი ბუნებრივი თვისებების გამო. ეს არის სანაპირო, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, ფოტოგრაფებს ყველაზე მეტი ფოტო აქვთ გადაღებული სარეკლამო, თუ შემოქმედებითი მიზნებისთვის.

 

Porthcurno

ეს სანაპირო ყველაფერს გთავაზობთ, დაწყებული ზურმუხტისფერი, კამკამა წყალით, დასრულებული ულამაზესი ხედებით, რომლებიც კლდიდან იშლება.  სანაპირო სავსეა ბევრი ნაკლებად ცნობილი ადგილებით.

 

Siesta Beach, Florida

იცით თუ არა, რომ მისი  საპიროს ქვიშის 99% დანაწევრებული/დამსხვრეული კვარცისგან შედგება. TripAdvisor-მა, ის ა.შ.შ. -ის  საკეთესო სანაპიროებს შორის დაასახელა.

 

Baia de Sancho, Fernando de Noronha, Brazil

მარტივი მისახვედრია, რატომ აღმოჩნდა Baia de Sancho-ს სანაპირო საუკეთესო სანაპიროების სიაში. მაღალი კლდეები, მარჯნის რიფები (წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა), ზღვის კუები და ფერადი ტროპიკული თევზები. ამ სანაპიროზე მისვლა, მხოლოდ გრუნტის გზებით და კიბეებითაა შესაძლებელი. 

 

იმედია, ეს სტატია სასარგებლო იქნება თქვენი მოგზაურობისთვის. მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემები. ჩვენ თქვენს სურვილს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %