08 February 2018
  • 1665 ნახვა

კრეტა - სიყვარულის კუნძული

კრეტა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ის საბერძნეთს ეკუთვნის. კრეტაზე მოხვედრა შესაძლებელია საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ავიარეისებით, კრეტაზე 3 აეროპორტია განლაგებული, ჰანია, ირაკლიო და სიტია. კრეტაზე მოხვედრა საზღვაო ხომალდითაც შეიძლება, რასაც ტურისტები ნაკლებად იყენებენ.

კრეტა სახელგანთქმულია ულამაზესი ბუნებით, თეთრი სანაპიროთი, ფირუზისფერი ზღვით და ლეგენდარული ადგილებით, განსხვავებული არომატებით და მრავალფეროვანი ადგილობრივი კერძებით. კრეტა სიყვარულის კუნძულია, ის ბევრ სასიყვარულო ლეგენდასთანაა დაკავშირებული.

კრეტაზე მოგზაურობა არც ისეთი ძვირია. სანამ იმ ადგილებს გაგაცნობდეთ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ კრეტაზე სტუმრობისას, გადავხედოთ Turebi.ge-ზე ტურისტული კომპანიების  მიერ გამოქვეყნებულ ტურ-პაკეტებს კრეტის მიმართულებით.

რა ჯდება მოგზაურობა კრეტაზე ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც კრეტაზე შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 940 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ორმხრივ ავიაბილეთს (თბილისი-დუბაი-თბილისი);
  • ტრანსფერს (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი);
  • სამოგზაურო დაზღვევას;
  • სასტუმროში განთავსებას;
  • კვებას (სასტუმროს მიხედვით);

 

WEEKEND TRAVEL

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია WEEKEND TRAVEL გთავაზობთ ტურ-პაკეტს კრეტაში. მოგზაურობის პერიოდია  31.05.2018-06.06.2018 (7დღე/6ღამე).

ტურის ღირებლებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი)
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება : დილის საუზმე
  • სამოგზაურო დაზღვევა

 

ფორტუნა თრეველი

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია ფორტუნა თრეველი გთავაზობთ ტურ-პაკეტს კრეტაში. მოგზაურობის პერიოდია 21.06.2018-28.06.2018.

ტურის ღირებლებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-კრეტა-თბილისი),
  • სასტუმროში განთავსება,
  • კვება (RO/BB/HB),  
  • ტრანსფერი
  • სამოგზაურო დაზღვევა.

 

TIME 2 TRAVEL

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია TIME 2 TRAVEL გთავაზობთ ტურ-პაკეტს კრეტაში. მოგზაურობის პერიოდია  14.06.2018 - 21.06.2018 (7 ღამე / 8 დღე).

 

ტურის ღირებლებაში შედის

  • ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-კრეტა-თბილისი),
  • სასტუმროში განთავსება,
  • კვება სასტუმროს შესაბამისად,
  • ტრანსფერი
  •  სამოგზაურო დაზღვევა.

 

Must see places

Elafonissi

Elafonissi პატარა სამოთხეა დედამიწაზე. Natura 2000 Protection Program-აში შედის თავისი ბუნებრივად ლამაზი, თეთრი სანაპიროთი, კრისტალურად სუფთა ზღვით. ზოგიერთ ნაწილში ნაპირი ვარდისფერ ფერს იძენს.


Creyaquarium

Creyaquarium-ი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკვარიუმია, სადაც მნახველებს შეუძლიათ იხილონ  უნიკალური წყალქვეშა სამყარო, მათ შორის თევზები, ზვიგენები, ზღვის თევზები და სხვა.

ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი

ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი მუზეუმია და ევროპის ცენტრშია განლაგებული. მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ კრეტის არქეოლოგიური კოლექციები, მინოანის ცივილიზაციის განძი და სხვა.

 

სამზარეულო

ყველი

კრეტაზე თითქმის ყველა სოფელს თვისი უნიკალური ყველი აქვს, რომელსაც ადგილობრივი ინტერპრეტაციით ამზადებენ. ყველს ძირითადად ცხვრის ან თხის რძისგან, ან ორივე მათგანისგან ამზადებენ.  აუცილებლად დააგემოვნეთ graviera, ის მაგარი ყველის სახეობაა. თავდაპირველად მას ტკბილი გემო აქვს, დაძველებასთან ერთად კი,  უფრო არომატული და ნაკლებად ტკბილი ხდება. რბილი ყველი აქ Chanion სახელითაა ცნობილი, მას სასიამოვნო და რბილი გემო აქვს.

 

Dakos

პოპულარული სალათი Dakos (დაკოსი) სხვადასხვა სახელითაა ცნობილი კრეტაზე. ზოგი მას koukouvagia-ს უწოდებს რაც ბუს ნიშნავს, ზოგი kouloukopsomo-ს რაც ლეკვის პურს ნიშნავს. გამხმარ პურს წყლით ნამავენ და ზეითუნის ზეთს უსვამენ დასარბილებლად, შემდეგ დაჭრილ პომიდორს და myzithra -ს, ცხვრის და თხის რძისგან დამზადებულ რბილ ყველს, მარილს, ორეგანო, პილპილს, ზეითუნის ზეთს ამატებენ და ყინავენ.

 

ცხვრის ხორცი

როგორც ბევრ კერძს, კრეტელები ცხვრის ხორცსაც განსხვავებულად ამზადებენ. მათი რეცეპტში stamnagathi -ი, ველური, მწვანე ყვავილი შედის, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ტოპ-რესტორნების მენიუში. ცხვრის ხორცს და stamnagathi -ს ზეითუნის ზეთში და ორეგანოში წვავენ და ლიმნის სოუსს უმატებენ.

 

რესტორნები

Elia

ეს რესტორანი მხოლოდ რეგიონში არსებულ პროდუქტებს და ზეითუნის ზეთს იყენებს. ამ რესტორანში ტრადიციულ, კრეტულ კერძებს, მაღლი ხარისხის და განუმეორებელი გამოს მქონე ხელოვნების ნიმუშად აქცევენ. შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღვაზე გამავალი ხედით.

მისამართი: Elia, Plakias, Crete, Greece, +30 2832 036002

 

Gramboussa

რესტორნი Gramboussa, იგივე სახელის მატარებელ პატარა კუნძულზე მდებარეობს, კრეტის ჩრდილო-დასავლეთით. რესტორნიდან იშლება ყველაზე ლამაზი ხედი კისამოსის ყურის მოლურჯო-მომწვანო წყლებსა და როდოპოს ნახევარკუნძულზე. უნიკალური ატმოსფერა და ლამაზი დეკორი, მას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რესტორნად აქცევს. მენიუ ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა უნდა გამოვყოთ Gamvoussa-ს სალათი, თხის ყველთან, გამომცხვარ ცხვრის ხორცთან და ლიმონის ფოთლებში გახვეული კურდღლის ხორცითან ერთ.

მისამართი: Gramboussa, Gramboussa Kissamou, Kaliviani, Kissamos, Crete, Greece, +30 2822022707

 

The Alchemist

The Alchemist გთავაზობთ გემრიელ კერძებს, კარგ სერვისს და სტუმართმოყვარეობას.  რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა კრევეტები, კიტრი გრილზე, ძროხის ხორცი და მუსაკა და სხვა.

მისამართი: 4 Alexi Minoti 12, Koutouloufari, Hersonissos.

 

უსაფრთხოება და ნარკოპოლიტიკა

კრეტაზე მოგზაურობა უსაფრთხოა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე კრიმინალის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.საბერძნეთში აკრძალულია როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ნარკოტიკები. მიუხედავად ამისა, ქუჩის კუთხეში და ქალაქის მოედნებზე მარტივად იპოვით დილერებს.

მსგავსი
30 March 2018

პატარა და წარმოუდგენლად ლამაზი ქალაქები ევროპაში

დღეს წარმოგიდგენთ ევროპაში მდებარე პატარა ქალაქებს, რომელთა სილამაზეც წარუშლელ კვალს დატოვებს ნებისმიერი მოგზაურის მეხსიერებაში...

11 May 2018

5 აუზი აზიაში დაუვიწყარი ხედით

ყველა, ვისაც სამხრეთ დასავლეთ აზიაში უმოგზაურია დამერწმუნება, რომ მასპინძლობა ამ რეგიონში ძალიან მაღალ დონეზეა. ტურიზმის და ინფ...

24 March 2018

8 საოცარი ადგილი მსოფლიოს გარშემო

მსოფლიო უცნაური, მრავალფეროვანი და გასაოცარი ადგილებითაა სავსე. დღეს გაგაცნობთ ბუნებრივად წარმოქმნილ საოცრებებს, რომლებიც ყველა...

20 March 2018

8 საინტერესო ფაქტი მილანის შესახებ

მილანი იტალიის მოდის დედაქალაქია, იქ ასევე  მდებარეობს სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლები, ისეთები როგორიცაა Milan ...

27 March 2018

6 ადგილი იტალიაში, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ

გსურთ აღმოაჩინოთ განსხვავებული ადგილები იტალიაში მოგზაურობისას?  წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ, მაგრამ ნაკლებად პოპულარ...

19 March 2018

5 ადგილი სიცილიაზე, რომელსაც მოგზაურობისას უნდა ეწვიოთ

სიცილია ყოველწლიურად უამრავ სტუმარს იზიდავს თავისი ლამაზი სანაპიროებით, ისტორიით, კულტურით და სამზარეულოთი. დღეს წარმოგიდგენთ 5...

22 March 2018

კოსტა ბრავა - პატარა კულტურული სამოთხე

კოსტა ბრავა ტურისტებს სთავაზობს ევროპის ყველაზე რომანტიკულ, სუფთა, ხელუხლებელ, ქვიშიან სანაპიროს, ვარდისფერ ქვებს, ლურჯ ზღვას, ...

15 March 2018

ბარსელონა - ესპანეთის მეორე დედაქალაქი

ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ტურისტებისთვის. ის იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე...

21 March 2018

სანტორინი - ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები

სანტორინი პატარა, მაგრამ ლამაზი და მრავალფეროვანი კუნძულია. მისი ღირსშესანიშნაობები ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნით. გ...

13 March 2018

სანტორინი - პატარა და გასაოცარი კუნძული საბერძნეთში

სანტორინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია. ის ვულკანური წარმოშობისაა, მისი ლანდშაფტიც ვულკანური გამოქვაბულების იარუსე...