09 February 2018
  • 2188 ნახვა

ევროპის ულამაზესი ადგილები, სადაც ტურისტების სიმრავლე არ შეგაწუხებთ

მოგზაურობა ყველას უყვარს, თუმცა დღეს რთულია ლამაზი ადგილის ნახვა, რომელიც ტურისტებით არ იქნება გადავსებული, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. დღეს წარმოგიდგენთ 15 ადგილს ევროპაში, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, თუმცა მათგან განსხვავებით ერთი უპირატესობა აქვთ - ტურისტების მცირე რაოდენობა.

ლოფოტენის კუნძულები, ნორვეგიაში. 

მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები პოლარული წრის მიღმა მდებარეობს, გოლფსტრიმის დინების გამო აქ თბილი კლიმატი. ჩვეულებრივ  ტემპერატურა არასოდეს ეშვება 0 გრადუსზე დაბლა. სექტემბრიდან, აპრილის შუა რიცხვებამდე კი შეგიძლიათ ჩრდილოეთის ციალს ადევნოთ თვალი.

სინტრა, პორტუგალია.

ველი - ქალაქი პორტუგალიაში, რომელიც მდიდარია მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით და UNESCO-ს სიაშია შეტანილი. მიუხედავად ამისა, ქალაქი არასოდესაა გადავსებული ტურისტებით.

კალამბაკა, საბერძნეთი.

ძველი მონასტრული კომპლექსი, საიდანაც ძალიან თვალწარმტაცი ხედი იშლება.

წმ.სტეფანი, მონტენეგრო.

კურორტი კუნძულზე, მისი სანაპირო მხოლოდ საბაჟო სასტუმროს სტუმრებისთვისაა ღია, ასე რომ ჩამოსული ტურისტების ჯგუფები არ შეგაწუხებთ.

ტენბი, დიდი ბრიტანეთი.

ძალიან ლამაზი კურორტი უელსში, ულამაზესი სანაპირო, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ისტორიული ციხე-სიმაგრეები.

მელიხა, მალტა.

მალტა პოპულარული კურორტია. ქალაქი მელიხა კი უძველესი ადგილია, რომელიც თავისი სიძველით და სილამაზით მნახველებს აღაფრთოვანებს.

დინანი, ბელგია.

არდენის მთების ფერდობზე განლაგებული, პატარა, ლამაზი ქალაქი.

კუნძული ხვარი, ხორვატია.

ადრიატიკის ყველაზე გრძელი და მზიანი კუნძული, პატარა, შუა საუკუნეების სტილის ქალაქებით.

პორტოფინო, იტალია.

პატარა, მაგრამ ძალიან თვალწარმტაცი, სათევზაო ქალაქი იტალიურ რივიერაში.

პირანი, სლოვენია.

პატარა იტალიური ქალაქი სლოვენიაში, ულამაზესი არქიტექტურით და სანაპიროთი.

ალბეობელო, იტალია.

კომუნა იტალიურ პროვინციაში, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ნაგებობებით - ტრულით, რომელიც UNESCO-ს სიაშია შეტანილი.

ბოხინი, სლოვენია.

ბოხინი ტბის პირას, ალპებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 520 მეტრზე. 

როკამადური, საფრანგეთი.

მდ. ალზუს კანიონის მსგავს ხეობაში მდებარე პატარა, ლამაზი შუა საუკუნეების ქალაქი.

კუნძული სამოსი, საბერძნეთი.

ლამაზი სანაპირო, ყურეები და განმარტოებული დასვენება ზღვის პირას გარანტირებულია.

ფაია, აზორის კუნძულები, პორტუგალია.

მდიდრული, განცალკევებული ადგილი დასასვენებლად.

ვეცადეთ, მაქსიმალურად საიტერესო ადგილები გვეჩვენებინა თქვენთვის. მოგვწერეთ თქვენთვის სასურველი თემები და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ.

მსგავსი
30 March 2018

პატარა და წარმოუდგენლად ლამაზი ქალაქები ევროპაში

დღეს წარმოგიდგენთ ევროპაში მდებარე პატარა ქალაქებს, რომელთა სილამაზეც წარუშლელ კვალს დატოვებს ნებისმიერი მოგზაურის მეხსიერებაში...

11 May 2018

5 აუზი აზიაში დაუვიწყარი ხედით

ყველა, ვისაც სამხრეთ დასავლეთ აზიაში უმოგზაურია დამერწმუნება, რომ მასპინძლობა ამ რეგიონში ძალიან მაღალ დონეზეა. ტურიზმის და ინფ...

24 March 2018

8 საოცარი ადგილი მსოფლიოს გარშემო

მსოფლიო უცნაური, მრავალფეროვანი და გასაოცარი ადგილებითაა სავსე. დღეს გაგაცნობთ ბუნებრივად წარმოქმნილ საოცრებებს, რომლებიც ყველა...

20 March 2018

8 საინტერესო ფაქტი მილანის შესახებ

მილანი იტალიის მოდის დედაქალაქია, იქ ასევე  მდებარეობს სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლები, ისეთები როგორიცაა Milan ...

27 March 2018

6 ადგილი იტალიაში, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ

გსურთ აღმოაჩინოთ განსხვავებული ადგილები იტალიაში მოგზაურობისას?  წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ, მაგრამ ნაკლებად პოპულარ...

19 March 2018

5 ადგილი სიცილიაზე, რომელსაც მოგზაურობისას უნდა ეწვიოთ

სიცილია ყოველწლიურად უამრავ სტუმარს იზიდავს თავისი ლამაზი სანაპიროებით, ისტორიით, კულტურით და სამზარეულოთი. დღეს წარმოგიდგენთ 5...

22 March 2018

კოსტა ბრავა - პატარა კულტურული სამოთხე

კოსტა ბრავა ტურისტებს სთავაზობს ევროპის ყველაზე რომანტიკულ, სუფთა, ხელუხლებელ, ქვიშიან სანაპიროს, ვარდისფერ ქვებს, ლურჯ ზღვას, ...

15 March 2018

ბარსელონა - ესპანეთის მეორე დედაქალაქი

ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ტურისტებისთვის. ის იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე...

21 March 2018

სანტორინი - ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები

სანტორინი პატარა, მაგრამ ლამაზი და მრავალფეროვანი კუნძულია. მისი ღირსშესანიშნაობები ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნით. გ...

13 March 2018

სანტორინი - პატარა და გასაოცარი კუნძული საბერძნეთში

სანტორინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია. ის ვულკანური წარმოშობისაა, მისი ლანდშაფტიც ვულკანური გამოქვაბულების იარუსე...