12 February 2018
  • 5109 ნახვა

9 გამორჩეული ადგილი კარიბებზე

ზამთრის ცივ დღეებში ყველას თბილ ქვეყნებში, ზღვაზე და მზიან სანაპიროზე სურს დასვენება.  არის რამე უკეთესი, ვიდრე კარიბის კუნძულების რბილი ჰავა, მზიანი  სანაპიროები და ულამაზესი ბუნება? კარიბებზე წარმოდგენილია როგორც კერძო მდიდრული სანაპიროები და კერძო კუნძულები, ასევე იაფი საერთო საცხოვრებლები. აქ ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის მოიძებნება სასურველი  სერვისი. შეგიძლიათ ისიამოვნოთ მართლაც განსაკუთრებული სამზარეულოთი, იშოპინგოთ როგორც მდიდრულ ბუტიკებში, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე. გთავაზობთ 9 ადგილს კარიბებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

St. Lucia 

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea,

 

St. Lucia-ას სილამაზეს მოწმობს ყველაფერი, თვალწარმტაცი ხედები, მისი მუქი ლურჯი ზღვა, ულამაზესი ფლორა და ფაუნა. ეს ადგილი არ არის  შოპინგის და წვეულებების მოყვარულთათვის, ის უფრო რომანტიკის და წყალქვეშა სპორტული აქტივობების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. ეს კუნძული ბუნებრივ ცხელ წყალს, ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესებს, დაივინგსა და ვინდსერფინგს გთავაზობთ.

 

Aruba

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, არუბა წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია. ის ცნობილია მდიდრული მაღაზიებით და რესტორნებით, ზურმუხტისფერი ზღვით, ხელუხლებელი, ქვიშის სანაპიროებით, გოლფის კურსებით და წარმოუდგენლად გემრიელი საერთაშორისო სამზარეულოთი. კრიმინალის ძალიან დაბალი დონე მას მიმზიდველს ხდის არამარტო სოლო დამსვენებლისთვის, არამედ ოჯახური და მეგობრული დასვენების მოყვარულთათვისაც. აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ Flamingo Beach-ს, სადაც ფლამინგოები თავისუფლად სეირნობენ.

Turks and Caicos Islandsკარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea,

The Turks and Caicos Islands ნამდვილად იდეალურ პეიზაჟს სთავაზობს დამსვენებლებს. შეგიძლიათ ისიამოვნოთ გრძელი, თეთრი, ქვიშიანი სანაპიროთი, ფირუზისფერი ზღვით, წყალქვეშა აქტივობებით, იხილოთ დიდებული მარჯნის რიფები, უამრავი, პატარა, ადგილობრივი რესტორნით. თუ არ ხართ აქტიური დასვენების მოყვარული, არც ეგაა პრობლემა. ბევრი რესტორანია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და დატკბეთ კუნძულის ხედებით.

 

Jamaica

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, jamaica, იამაიკა,

თუ გიყვართ წვეულებები, მზად ხართ ჩაერთოთ ადგილობრივ კულტურაში და გურმანიც ბრძანდებით, მაშინ იამაიკა თქვენთვისაა. იამაიკა ცნობილია თავისი ლამაზი სანაპიროთი და ზღვით, მაგრამ ის ასევე პოპულარული ხდება მაღლი კლასის კურორტებით და მუსიკით. იამაიკა ასევე გთავაზობთ ისტორიულ სახლებს, ულამაზეს ჩანჩქერებს და ადგილობრივი დელიკატესების დიდ ასორტიმენტს, ისეთს, როგორიცაა იამაიკურად შემწვარი წიწილა და მარილიანი თევზისგან დამზადებული კერძები.

 

Anguilla

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, Anguilla -ზე მოსახვედრად ჯერ უნდა გადაფრინდეთ St. Martin-ზე ან San Jua-ზე, შემდეგ კი, ჰიდრო თვითმფრინავის ან ბორანის გამოყენებით ეწვევით კუნძულს. Anguilla ცნობილია სპა ცენტრებით, კერძო სანაპიროებით და გოლფის ულტრა-ლუქს კურსებით, შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული დელიკატესებით და კოქტეილებით. 

 

Dominican Republic

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, დომინიკის რესპუბლიკა, თავისი მდიდარი ისტორიის, ეგზოტიკური ადგილობრივი სამზარეულოს, დამაინტრიგებელი კულტურის და მშვიდი გარემოს გამო ძალიან პოპულარულია როგორც მდიდრული დასვენების მოყვარულ ტურისტებს შორის, ასევე საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ტურისტებს შორისაც. თეთრი, ქვიშიანი სანაპიროები, საღამოს წვეულებები, ხელმისაწვდომი სასტუმროები (ყველა ბიუჯეტისთვის) და 6 საერთაშორისო აეროპორტი.

 

Bahamas

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, ფლორიდიდან 50 მილის მოშორებით მდებარეობს, 29 კუნძულისგან, 600 მარჯნის რიფისგან და კლდოვანი წარმონაქმნისგან შედგება. ბაჰამის კუნძულების სილამაზე მის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. აქ წარმოდგენილია თანამედროვე ბიზნეს უბნები, ისეთები, როგორიცაა Nassau, სტუმრებით სავსე კაზინოები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, სწრაფი კვების ობიექტების ჯაჭვი, განცალკევებული სანაპიროები და გოლფის კურსები. ბაჰამის კუნძულები კარიბების ნამდვილი მარგალიტია.

 

Cayman Islands

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, კაიმანის კუნძულები ცნობილია როგორც საუკეთესო ადგილი დაივინგისთვის, კრისტალურად სუფთა წყლით, თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი. შეგიძლიათ ეწვიოთ პარკებს, რეზერვებს, კუს ფერმას, წახვიდეთ ტროპიკულ ტყეში. აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები.

 

Barbados

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, ბარბადოსის კუნძულები გთავაზობთ ფირუზისფერ ზღვას და მოვარდისფრო სანაპიროს, ადგილებს დაივინგისთვის, აქტიურ ღამის ცხოვრებას, ლამაზ ბუნებას. წლის ნებისმიერ დროს აქ თბილი ამინდია, კუნძული ხელმისაწვდომია ყველა ბიუჯეტისთვის.


მსგავსი
11 November 2015

4 ლაჟვარდოვანი კუნძული დასასვენებლად

ჰავაის "დიდი კუნძული" ჰავაის დიდი კუნძული  ითველბა ყველაზე დიდ კუნძულად ჰავაის  ტერიტორიაზე. მის მახლობ...

14 November 2015

მარილისგან აშენებული სასტუმრო

მარილის სასტუმრო, ანუ Palacio de sal  ბოლივიაში მდებარეობს.  სასტუმრო მთლიანად მარილის ბლოკებითაა აშენებული. სასტუმრო იმ ტურისტები...

14 November 2015

სტოკჰოლმის ხის ხომალდი-მუზეუმი

თუ ოდესმე გიოცნებიათ  ხის იალქნიან ხომალდზე მოხვედრაზე, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ გუსტავ ვაზას ხომალდ-მუზეუმს. სტოკჰოლმში, იურგ...

10 November 2015

ბუტჩარტის საოცარი ბაღები, ვანკუვერი, კანადა

ბუტჩარტის ბაღები კანადაში, ვანკუვერის კუნძულზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელი ყავს. ულამაზესი მწვანე გაზონე...

11 November 2015

მადაგასკარის გაქვავებული ტყეები

მადაგასკარზე, ცინგი-დე-ბემარახას ნაკრძალში უცნაური კლდეები პირდაპირ მიწიდან იზრდებიან და წაწვეტებული კიდეები ზეცისკენ აქვთ მიმართუ...

14 November 2015

კანიო კრისტალესი - მდინარე, რომელსაც თხევად ცისარტყელას უწოდებენ

კოლუმბიაში ერთი უჩვეულო მდინარე მოედინება.  წლის უმეტეს დროს ის არაფრით განსხვავდება სხვა მდინარეებისგან - გამჭვირვალე წყალი, ამწვ...

21 November 2015

იტალიის კიდევ ერთი ჯადოსნური ქალაქი

რომის, ვენეციის და მილანის გარდა იტალიაში უამრავი ერთმანეთზე ლამაზი ქალაქია. დღეს სანტ-აგატა-დე-გოტიზე მოგიყვებით. ნეაპოლს და ბენე...

18 November 2015

ყველაზე გამწვანებული ქუჩა მსოფლიოში

დიდ ქალაქებში, სადაც ძალიან ბევრი ხმაური, მტვერი  და გამონაბოლქვია, "მწვანე ფილტვები", რომელიც ქვის და რკინის ჯუნგლებს ცოტა გააფერ...

14 November 2015

შოკოლადის მთების იდუმალებით მოცული ისტორია

ბოჰოლის კუნძულზე, რომელიც ფილიპინების შემადგენლობაში შედის, უჩვეულო ფორმის და შეფერილობის მთები მდებარეობს. მათი ფორმა და შეფერილო...

13 November 2015

14 ყველაზე უჩვეულო შადრევანი (ნაწილი I)

მსოფლიოს უამრავ შადრევანს შორის არიან ჩვეულებრივი, არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული შადრევნები. ჩვენ დღეს განსაკუთრებულებზე მოგიყვ...