12 February 2018
  • 282 ნახვა

9 გამორჩეული ადგილი კარიბებზე

ზამთრის ცივ დღეებში ყველას თბილ ქვეყნებში, ზღვაზე და მზიან სანაპიროზე სურს დასვენება.  არის რამე უკეთესი, ვიდრე კარიბის კუნძულების რბილი ჰავა, მზიანი  სანაპიროები და ულამაზესი ბუნება? კარიბებზე წარმოდგენილია როგორც კერძო მდიდრული სანაპიროები და კერძო კუნძულები, ასევე იაფი საერთო საცხოვრებლები. აქ ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის მოიძებნება სასურველი  სერვისი. შეგიძლიათ ისიამოვნოთ მართლაც განსაკუთრებული სამზარეულოთი, იშოპინგოთ როგორც მდიდრულ ბუტიკებში, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე. გთავაზობთ 9 ადგილს კარიბებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

St. Lucia 

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea,

 

St. Lucia-ას სილამაზეს მოწმობს ყველაფერი, თვალწარმტაცი ხედები, მისი მუქი ლურჯი ზღვა, ულამაზესი ფლორა და ფაუნა. ეს ადგილი არ არის  შოპინგის და წვეულებების მოყვარულთათვის, ის უფრო რომანტიკის და წყალქვეშა სპორტული აქტივობების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. ეს კუნძული ბუნებრივ ცხელ წყალს, ადგილობრივი სამზარეულოს დელიკატესებს, დაივინგსა და ვინდსერფინგს გთავაზობთ.

 

Aruba

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, არუბა წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია. ის ცნობილია მდიდრული მაღაზიებით და რესტორნებით, ზურმუხტისფერი ზღვით, ხელუხლებელი, ქვიშის სანაპიროებით, გოლფის კურსებით და წარმოუდგენლად გემრიელი საერთაშორისო სამზარეულოთი. კრიმინალის ძალიან დაბალი დონე მას მიმზიდველს ხდის არამარტო სოლო დამსვენებლისთვის, არამედ ოჯახური და მეგობრული დასვენების მოყვარულთათვისაც. აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ Flamingo Beach-ს, სადაც ფლამინგოები თავისუფლად სეირნობენ.

Turks and Caicos Islandsკარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea,

The Turks and Caicos Islands ნამდვილად იდეალურ პეიზაჟს სთავაზობს დამსვენებლებს. შეგიძლიათ ისიამოვნოთ გრძელი, თეთრი, ქვიშიანი სანაპიროთი, ფირუზისფერი ზღვით, წყალქვეშა აქტივობებით, იხილოთ დიდებული მარჯნის რიფები, უამრავი, პატარა, ადგილობრივი რესტორნით. თუ არ ხართ აქტიური დასვენების მოყვარული, არც ეგაა პრობლემა. ბევრი რესტორანია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო და დატკბეთ კუნძულის ხედებით.

 

Jamaica

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, jamaica, იამაიკა,

თუ გიყვართ წვეულებები, მზად ხართ ჩაერთოთ ადგილობრივ კულტურაში და გურმანიც ბრძანდებით, მაშინ იამაიკა თქვენთვისაა. იამაიკა ცნობილია თავისი ლამაზი სანაპიროთი და ზღვით, მაგრამ ის ასევე პოპულარული ხდება მაღლი კლასის კურორტებით და მუსიკით. იამაიკა ასევე გთავაზობთ ისტორიულ სახლებს, ულამაზეს ჩანჩქერებს და ადგილობრივი დელიკატესების დიდ ასორტიმენტს, ისეთს, როგორიცაა იამაიკურად შემწვარი წიწილა და მარილიანი თევზისგან დამზადებული კერძები.

 

Anguilla

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, Anguilla -ზე მოსახვედრად ჯერ უნდა გადაფრინდეთ St. Martin-ზე ან San Jua-ზე, შემდეგ კი, ჰიდრო თვითმფრინავის ან ბორანის გამოყენებით ეწვევით კუნძულს. Anguilla ცნობილია სპა ცენტრებით, კერძო სანაპიროებით და გოლფის ულტრა-ლუქს კურსებით, შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული დელიკატესებით და კოქტეილებით. 

 

Dominican Republic

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, დომინიკის რესპუბლიკა, თავისი მდიდარი ისტორიის, ეგზოტიკური ადგილობრივი სამზარეულოს, დამაინტრიგებელი კულტურის და მშვიდი გარემოს გამო ძალიან პოპულარულია როგორც მდიდრული დასვენების მოყვარულ ტურისტებს შორის, ასევე საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ტურისტებს შორისაც. თეთრი, ქვიშიანი სანაპიროები, საღამოს წვეულებები, ხელმისაწვდომი სასტუმროები (ყველა ბიუჯეტისთვის) და 6 საერთაშორისო აეროპორტი.

 

Bahamas

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, ფლორიდიდან 50 მილის მოშორებით მდებარეობს, 29 კუნძულისგან, 600 მარჯნის რიფისგან და კლდოვანი წარმონაქმნისგან შედგება. ბაჰამის კუნძულების სილამაზე მის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. აქ წარმოდგენილია თანამედროვე ბიზნეს უბნები, ისეთები, როგორიცაა Nassau, სტუმრებით სავსე კაზინოები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, სწრაფი კვების ობიექტების ჯაჭვი, განცალკევებული სანაპიროები და გოლფის კურსები. ბაჰამის კუნძულები კარიბების ნამდვილი მარგალიტია.

 

Cayman Islands

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, კაიმანის კუნძულები ცნობილია როგორც საუკეთესო ადგილი დაივინგისთვის, კრისტალურად სუფთა წყლით, თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი. შეგიძლიათ ეწვიოთ პარკებს, რეზერვებს, კუს ფერმას, წახვიდეთ ტროპიკულ ტყეში. აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები.

 

Barbados

კარიბები, დასვენება, ტურები, ზღვა, მზე, სანაპირო, carribean islands, sun, beach, sea, ბარბადოსის კუნძულები გთავაზობთ ფირუზისფერ ზღვას და მოვარდისფრო სანაპიროს, ადგილებს დაივინგისთვის, აქტიურ ღამის ცხოვრებას, ლამაზ ბუნებას. წლის ნებისმიერ დროს აქ თბილი ამინდია, კუნძული ხელმისაწვდომია ყველა ბიუჯეტისთვის.

მსგავსი
29 January 2018

10 საუკეთესო აპლიკაცია მოგზაურობისთვის

სმარტფონებმა ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროზე იმოქმედა კომუნიკაციის, გართობის, ბიზნესის და მათ შორის ტურიზმის სფეროზეც. სმარტფონებმ...

24 January 2018

ყველაფერი დუბაიში მოგზაურობის შესახებ

დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ქალაქია. სულ რაღც 30 წელიწადში დუბაი მეთევზ...

15 January 2018

სასტუმროები, სადაც ნომრები მინიმუმ 30 000 დოლარი ღირს

აუზზე დიდი აბაზანები, 24-კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული კედლები და ავეჯი, ხედები მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაც პეიზაჟებზე, სპა -...

19 November 2017

ცავატ ტანემ, ერევან!

ქვეყნები არასდროს არ ჰგვანან ერთმანეთს. ყველა მათგანს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. აი, სომხეთი, მაგალითად, ჟანგისფერია, ვა...

15 November 2017

მოლდოვა - ათასი ტბის ქვეყანა

სამშობლოს საზღვრებიდან პირველი გასვლა პირველი ამოსუნთქვასავითაა - ადრენალინისგან მთელს სხეულში გრძნობ ჭიანჭველების ფუთფუთს, ფილ...

05 September 2017

პანკისობა 2017 დუისში 30 სექტემბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ 30 სექტემბერს სოფელ დუისში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება....

05 September 2017

ყველაზე ლამაზი ქვეყანა მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყნების ოცეული ბრიტანულმა Rough Guide-მა საკუთარი მომხმარებლების გამოკითხვის შედეგად შეადგინა....

14 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 1)

მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა დათამ მომწერა, სალი გაემზადე, თებერვლისთვის ირანში მივდივართო (!); მოულოდნელობაც ამას ერქვა - მეთ...

21 July 2017

გასეირნება ამსტერდამში

წინა პოსტში აღვნიშნე, რომ უცხოეთში წასვლისას ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე და რაც შეიძლება ბევრი ადგილი ნახო, მაგრამ მე, რა...

25 April 2017

Ciocanesti - ორნამენტებით მოხატული სოფელი

Ciocanesti - ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოდა ლამაზი სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ არაა ფართოდ ცნობილი. რუმინეთის ჩრდილოეთით მდებარე ეს ს...