26 June 2018
  • 3142 ნახვა

მსოფლიოს გამორჩეული რესტორნები

მსოფლიოში არსებობს რესტორნები, რომლებიც აოცებენ სტუმრებს თავისი სიდიადით, ხედებით, ინტერიერით, სამზარეულოთი და უნიკალურობით. მათ შორისაა რესტორანი ეიფელის კოშკზე, სანაპიროზე, მღვიმეში და სხვა.  ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. დღეს წარმოგიდგენთ 9 ყველაზე გამორჩეულ რესტორანს მსოფლიოში, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

Grotta Palazzese, იტალია

Grotta Palazzese

ეს რესტორანი გთავაზობთ სადილს ბუნებაში, დამაინტრიგებელ მღვიმეში. დღეს ეს არაჩვეულებრივი რესტორანი აოცებს სტუმრებს და დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის. მღვიმე, რომელშიც რესტორანია გაკეთებული, ზღვის ზემოქმედებით გაჩნდა. თავდაპირველად, ბუნებრივად არსებული 2 დიდი ხვრელი, ზღვით „ირეცხებოდა“. ამ ზემოქმედების შედეგად გაჩნდა მასიური ადგილი, რომელიც მოგვიანებით რესტორნად გადაიქცა.

 

Ithaa Undersea Restaurant, მალდივები

Ithaa Undersea Restaurantეს გამაოგნებელი წყალქვეშა რესტორანი, 16 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს და მხოლოდ 14 სტუმარს იტევს, რაც მას განსაკუთრებულად ექსკლუზიურს ხდის. რითია ის განსაკუთრებული ? ის 27ო გრადუსიან, პანორამულ წყალქვეშა ხედს გთავაზობთ ოკეანეზე. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული კერძები, თუმცა ამ რესტორნის სტუმრობის მიზეზი, იშვიათადაა კერძების დაგემოვნება.

Restaurant Le Panoramic, პარიზი

Restaurant Le Panoramic

ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, ალპებში განლაგებული რესტორანიდან, მთების გამაოგნებელი ხედი იშლება. რესტორანი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს. არაჩვაულებრივ პეიზაჟთან ერთად, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ტრადიციული კეძები, ასევე მსოფლიოში სახელგანთქმული, მაღალი, ფრანგული სამზარეულოს დელიკატესები.

Ngorongoro Crater Lodge, ტანზანია

Ngorongoro Crater Lodgeრესტორანი კრატერის კიდეზე მდებარეობს, რაც სტუმრის სადილობის გამოცდილებას გამაოგნებელს ხდის. ისიამოვნეთ ტანზანიური ხედებით და დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო. თან იქონიეთ ბინოკლიც, ახლომდებარე ნაკრძალების და ტანზანიის ველური ბუნების დასათვალიერებლად.

The Samaya Villas, Indonesia

The Samaya Villasბალი - ადგილი, რომელიც ადამიანების გონებას ულამაზესი სანაპიროებით, მზის ჩასვლით, ველური ბუნებით, ბრინჯის მინდვრებით, გამაოგნებელი ტაძრებით და სხვა ღირსშესანიშნაობებით იპყრობს. რას იტყოდით, საოცნებო სადილზე, ბალის ულამაზეს სანაპიროზე? The Samaya Villas  გთავაზობთ მსოფლიოს გამორჩულ სამზარეულოებს, ბალის თეთრ სანაპირზე, ფირუზისფერ ზღვასთან, ბალის საღამოს ცის ქვეშ.

The Sierra Mar Restaurant, კალიფორნია

The Sierra Mar Restaurant,რესტორანი Sierra Mar, ცნობილია მის გარშემო არსებული ხელუხლებელი ბუნებით, რადგან ის კალიფორნიის ბუნებრივ ნაკრძალში მდებარეობს, ულამაზესი მზისჩასვლით და ოკეანის გასაოცარი ხედით. მას შეიძლება ყველასთვის სასურველი კალიფორნიული ოცნება ვუწოდოთ.

Ocean Restaurant, ბორა ბორა

Ocean Restaurantბორა ბორა ცნობილია თავისი მდიდრული კურორტებით, კამკამა და ფირუზისფერი წყლით. სტუმრებს შეუძლიათ ისადილონ, ბორა ბორას ზღვაში არსებულ რესტორანში, მშვიდ გარემოში, თეთრ ქვიშაზე. ისიამოვნეთ უგემრიელესი ადგილობრივი კერძებით და გამორჩეული ღვინით, რაც ნამდვილად რომანტიკულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცევა.

Delaire Graff Restaurant, სამხრეთ აფრიკა

Delaire Graff Restaurantეგზოტიკური ავთენტური კერძების და სახელგანთამული ღვინის გარდა, შეგიძლიათ ისიამოვნოთ მთებზე და ყურძნის ვენახებზე გამავალი ხედით.

Le Jules Verne, პარიზი

Le Jules Verne407 ფუტის სიმაღლეზე, ეიფელის კოშკში განლაგებული რესტორანი, Le Jules Verne პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რესტორანია. სტუმრებს შეულიათ ისიამოვნონ კულტურული პროგრამებით, გასტრონომიური ტურებით, ქალქის ფანტასტიკური ხედებით, დიდებული მუსიკით და მაღალი ფრანგული სამზარეულოთი. 


მსგავსი
04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...

26 June 2018

საქართველოს ულამაზესი ხედები

მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი დ...

26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...

15 June 2018

10 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობა და დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც სიცხეს და ქალაქის ხმაურს გაექ...

20 June 2018

მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალაქები

თუ სილამაზის, ელეგანტურობის  და დახვეწილი არქიტექტურის საძიებლად მოგზაურობთ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ ქალაქ...

12 June 2018

ვენეცია - რომანტიკული დასვენება წყვილებს

იტალიის ფასდაუდებელი საგანძური, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი, ხიდების ქალაქი - ასე უწოდებენ ვენეციას...