02 March 2018
  • 2451 ნახვა

უჩვეულო ადგილები მსოფლიოში

Salar de Uyuni, Bolivia

Salar de Uyuni-ი 4000 კვ.მილის ფართობის, სწორი ზედაპირის მქონე, მარილის ვაკეა ბოლივიაში. მისი ვიზიტისას იკარგება მიწაზე დგომის შეგრძნება, განსაკუთრებით წვიმიან პერიოდში, რადგან ამ დროს ვაკე სარკის ეფექტს ქმნის. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია თავგადასავლების მოყვარულებს შორის.

Chocolate Hills, Philippines (შოკოლადის მთები, ფილიპინები)

შოკოლადის მთები, ფილიპინებში, Bohol-ის რაიონში მდებარეობს. თავისი უნიკალურობის გამო, ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. ადგილი საბავშვო წიგნში დახატულ ზღაპრულ ადგილს მოგაგონებთ. რეალურად კი, ის კირქვაა, რომელიც მშრალი სეზონის დროს ყავისფერ ფერს იძენს.

 

The Devil’s Tower, Wyoming

ეშმაკის კოშკი, ვაიომინგში 1267 ფუტის სიმაღლის კლდეა. აქ გადაიღეს ფილმი Close Encounters of The Third Kind. ის მდინარე Fourche River-ზე მდებარეობს და ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ალპინისტებში.

 

The Cave of Crystals, Mexico

კრისტალების მღვიმე მექსიკაში მდებარეობს. ის მიწაში 980 ფუტის (298.704  მეტრი)  სიღრმეზეა განლაგებული.  ამ მღვიმეში მსოფლიოს საუკეთესო ბუნებრივი კრისტალებია. მისი მდებარეობის გამო, ტემპერატურა ფარენგეიტით 136 გრადუსს (58 გრადუსი ცელსიუსი) აღწევს.    

Wadi Rum, Jordan

Wadi Rum-ის უდაბნო, იორდანიის პეიზაჟს უფრო მრავალფეროვანს ხდის. ეს უდაბნო იმდენად ღია წითელი ფერისაა, რომ მის ზედაპირს ხშირად მარსის ზედაპირს ადარებენ. სწორედ ამ უდაბნომ „შეასრულა“ მარსის როლი ფილმში "მარსიანელი". მოინახულეთ უდაბნო ადგილობრივი ტურ-კომპანიების დახმარებით, თქვენ იხილავთ პრეისტორიულ წარწერებს, კლდოვან გამოქვაბულბს და ა.შ..

 

Richat Structure, Mauritania

Richat Structure  წარმოადგენს რგოლისებრ გეოლოგიურ წარმონაქმნს, რომელიც განლაგებულია მავრიტანიაში, საჰარაში. მისი დიამეტრი 25 მილს შეადგენს. მეცნიერები, მისი წარმოქმნის განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ. ზოგიერთი თვლის, რომ ის ათასწლოვანი ეროზიის შედეგად წარმოიქმნა, ზოგიერთი კი, ამტკიცებს, რომ ის მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად წარმოიშვა. ერთადერთი, რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ეს ადგილი ერთნაირად საინტერესოა როგორც გეოლოგებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის მისი უნიკალური გარეგნობით და ბუნებით. მას ხშირად საჰარის თვალსაც უწოდებენ.

 

Zhangye Danxia, China

ეს ფერადი ქვა-ქვიშა მთები, ეროზიის შედეგად წარმოიქმნა, რომელიც 27 მილიონი წელი მიმდინარეობდა. ფერადი მთები აჯადოებს მის სანახავად მისულ სტუმრებს. ადგილთან მისასვლელი რამდენიმე გზა და ბილიკი არსებობს. ჩინეთის მთავრობა ინვესტიციებს ზრდის, იმისთვის, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის უფრო მეგობრული და კომფორტული გახადოს.

Scotra Island, Yemen

იემენის არქიპელაგზე, Scotra-ს კუნძულზე, მდებარეობს ხე, რომელსაც  Dragon’s Blood Tree (დრაკონის სისხლის ხე) ეწოდება. ამ ადგილს ბევრი ტურისტი სწორედ Dragon’s Blood Tree (დრაკონის სისიხლის ხის) გამო, სტუმრობს. ამ კუნძულზე არსებული მცენარეების, მესამედი მსოფლიოს სხვა კუთხეში არ გვხვდება, რაც მას ძალიან ეგზოტიკურს და მიმზიდველს ხდის.

Red Beach, China

წითელი სანაპირო, ჩინეთში, ქალაქ პანცზიანთან მდებარეობს. შემოდგომაზე წყალმცენარეები ფერს იცვლიან, ამის გამო სანაპიროს ფერიც იცვლება და ის წითელ ფერს იძენს. პანცზიანის მდ. შუანგტაიზი დაცული ტერიტორიაა, რომელიც 260 სახის ჩიტის და 400 სახის ცხოველის თავშესაფარია.

Waitomo Glowworm Caves, New Zealand

ვაიმოტოს გამოქვაბული ტურისტებს ნამდვილად შთამბეჭდავ გამოცდილებას სთავაზობს. ის ბუნებრივად არის „განათებული“ მწერებით, რომლებსაც Arachnocampa Luminosa-ეწოდება.  მწერები გამოქვაბულის „ჭერზე“ არიან ჩამოკიდებული და მას ლურჯ ფერს ანიჭებენ.

 

Fly Geyser, United States

Fly Geyser ანუ მფრინავი გეიზერი, ა.შ.შ.-ში მდებარეობს. ის წარმოადგენს 3 მიწაყრილის ერთიანობას. რა არის მათში განსაკუთრებული ? გეიზერი 5 ფუტის სიმაღლეზე, ჰაერში ისვრის წყალს. ეს ნამდვილად გასაოცარი სანახაობაა.

მსგავსი
08 June 2018

იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა ტურისტებს შორის. ის ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია, სადაც შე...

07 June 2018

სიდე - ულამაზესი პატარა ქალაქი

სიდე პატარა ქალაქია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ანტალიის სანაპიროზე. დღეს ის ლამაზი, ტურისტული ქალაქია, კლასიკური ნანგრევებ...

31 May 2018

ბოდრუმი - თურქეთის გამორჩეული მარგალიტი

თურქეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარგალიტი -ბოდრუმი. ის ერთნაირად მოხიბლავს ი...

04 June 2018

კაბადოკია - თურქეთის ზღაპრული კუთხე

კაბადოკია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის, კოშკის ...

30 May 2018

ესპანეთის ციხესიმაგრეები - ნაწილი 2

წარმოგიდგენთ ესპანეთში არსებულ ციხესიმაგრეებს, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი და ელეგანტური არქიტექტურით. პირველი ნაწილი შეგიძ...

25 May 2018

ესპანეთის ციხესიმაგრეები

გამომდინარე ისტორიულად არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან, ესპანური ციხესიმაგრეების უმეტესობა დამპყრობლებისგან თავდაცვის მიზნით...

24 May 2018

პარიზის მუზეუმები

წარმოგიდგენთ პარიზში მდებარე მუზეუმებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ თუ გსურთ შეიგრძნოთ ქალაქის კულტურული მნიშვნელობა....

18 June 2018

მადრიდის საუკეთესო ღამის კლუბები

მადრიდის ღამის ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია, ნებისმიერი გემოვნების ადამიანი ნახავს მისთვის სასურველ ადგილს უამრავ ბარს, პაბს...

21 May 2018

სვანეთიდან გადმოსვლა რაჭაში (შკედი --> სადმელი)

გზას რომ დავადექით თითქმის არაფერი ვიცოდით. არ გვქონდა ჯიპიეს მარშრუტი. არ გვქონდა ნორმალური რუკები. მხოლოდ ხედვითი მასშტაბებით...

14 June 2018

დესერტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ლონდონის ვიზიტისას

დაგიგემოვნებიათ ოქროთი მორთული ეკლერი ან ლოკოკინა დესერტად? თუ არა მოემზადეთ, რადგან ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 გამორჩეულ ...