პრაღა - ევროპის გული

პრაღა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი ქალაქია. მას რამდენიმე მეტსახელი აქვს „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი 1992 წლიდან.

პრაღა 6 ისტორიული ტერიტორიისგან შედგება. ყველა მათგანი დამოუკიდებელი ქალაქი იყო, რომლებიც 1874 წელს ერთ ქალაქად გაერთიანდა და თანამედროვე პრაღად იქცა.    

რომანტიკის მოყვარული ტურისტები პეტრინის ბორცვს უნდა ესტუმრონ, სადაც ულამაზესი მდელოები, ხილის ბაღები და ეიფელის კოშკის მინი ვერსია დახვდებათ. კოშკიდან მთელი პრაღა, როგორც ხელისგულზე ისე მოჩანს. ასევე აუცილებლად ეწვიეთ  ბალენშტეინსკის ბაღს და მოცეკვავე შადრევნებს.

პრაღაში გამგზავრება პირდაპირი რეისით შეგიძლიათ თბილისიდან და ქუთაისიდან. რეისებს ახორციელებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის აეროპორტიდან, და Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან.

 

რა ჯდება პრაღაშიმოგზაურობა?

პრაღაში მოგზაურობა დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული. თანხა, რომლითაც პრაღაში შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 800 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • ორმხრივ ავიაბილეთს; 
  • სამოგზაურო დაზღვევას;
  • სასტუმროში განთავსებას;

 

მარცინ თრეველი

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია მარცინ თრეველი გთავაზობთ ტურ-პაკეტს პრაღის მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია 22-26 მაისი.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ავიაბილეთი (ქუთაისი - პრაღა - ქუთაისი; 10კგ ხელბარგი)
  • სასტუმრო პრაღაში ( საუზმით; 4 ღამე) - Hotel Ostas (BB)
  • სამოგზაურო დაზღვევა

პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი, prague, travel, tourist

ინთრეველი

იხილეთ ტური

ტურისტული კომპანია ინთრეველი გთავაზობთ ტურ-პაკეტს პრაღის მიმართულებით.  მოგზაურობის პერიოდია 02/10/2018 - 09/10/2018 (8 დღე/ 7 ღამე).

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • 10 კგ ხელბარგი
  • სასტუმრო
  • კვება: BB - საუზმე
  • სამოგზაურო დაზღვევა.

 

პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი, prague, travel, tourist

პრაღა გამორჩეულია თავისი ღირსშესანიშნაობებით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, დახვეწილი ღვინით და აქტიური ღამის ცხოვრებით. მომდევნო სტატიებში განვიხილავთ ზემოთხსენებულ თემებს, თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %