პრაღაში აუცილებლად სანახავი ადგილები

ასტრონომიული საათი

ბევრი ტურისტი პრაღას სწორედ ასტრონომიული საათის გამო სტუმრობს. საათს რამდენიმე დისკი აქვს. პირველი ფენა წარმოადგენს ცას და დედამიწას, მეორე ზოდიაქოს, მესამე ფენა მზის მდგომარეობას ასახავს, მეოთხე მთვარეს, მეხუთე ვარსკვლავური საათია.

ასტრონომიული საათი დაახლოებით 600 წლისაა. მისი შემქმნელი მიკულაშ კადენსია, რომელსაც მისი ქმნილების გამო, ლეგენდის სხვადასხვა ვერსიით, ან ხელები მოკვეთეს ან თვალები დათხარეს. ასტრონომიული საათი ყოველ საათში ერთხელ რეკავს, სარკმელები იხსნება და მოციქულები ტრიალებენ.

პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი, ასტრონომიული საათი, astronomical clock, prague, travel, tourist

პრაღის ციხესიმაგრე

პრაღის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნეში აშენდა და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. ის მსოფლიოს უდიდესი ციხესიმაგრეა, მისი ფართობი დაახლოებით 70 000 კვ.მ-ია , სიგრძე 570 მ, სიგანე 130 მ.

პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი, პრაღის ციხესიმაგრე,  prague, travel, tourist, castle

ოპერა

პრაღის ოპერის სახლი 1888 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ის გერმანულ თეატრს წარმოადგენდა, დღეს კი პრაღის ოპერის სახლია. შენობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი უნიკალური დიზაინის და არქიტექტურის გამო. თეატრში ყოველწლიურად 300-მდე წარმოდგენა იმართება.

პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი,პრაღის ოპერა,  prague, travel, tourist, prague opera,opera,

ძველი ქალაქის შესასვლელი

ძველი ქალაქის შესასვლელი პრაღის ერთ-ერთი სიმბოლო და ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.

პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი, ძველი ქალაქის შესასვლელი,old city hall, prague, travel, tourist

ჩარლზის ხიდი

ჩარლზის ხიდი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის, განსაკუთრებით მხატვრებს, ფოტოგრაფებსა და მუსიკოსებს შორის. ის ულამაზესი ხიდია, რომელიც შუასაუკუნეების გარემოს ქმნის. მისი ვიზიტის საუკეთესო დროა საღამო ან დილა, როდესაც ნაკლები ხალხია და ხედიც უფრო დრამატულია.            

პრაღა, მოგზაურობა, ტურისტი, ჩრზლის ხიდი, prague, travel, tourist, charles bridge

მომდევნო პოსტში გაგაცნობთ პრაღის სამზარეულოს, მის რესტორნებს და ღამის ცხოვრებას. თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს.

იხილეთ პრაღის ტურები

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %