44
გასეირნება დუბროვნიკის გალავანზე
09 ოქტომბერი 2015
დუბროვნიკში მოგზაურობისთვის საუკეთესი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერია, ზაფხულში აქ ძალიან ცხელა და ტურისტების უზარმაზარი არმია მოძრაობს. „ადრიატიკის ზღვის მარგალიტი“ ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს. 1979 წელს დუბრივნიკი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. ძველ ქალაქს დღემდე არტყავს გარს უზარმაზარი გალავანი, რომლის ქონგურებიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულზე მოჩანს. მოდი, ერთად გავიაროთ ეს მარშუტი
უმჯობესია თუ ამ მარშუტის გავლას დილით დაიწყებთ, როცა ჯერ კიდევ არ ცხელა, ტურისტების ნაკადი კი მცირეა. ამინდი აქ უმეტესად მზიანია, ფოტოებიც, შესაბამისად, დღის ყველა მონაკვეთში საუკეთესო გამოდის.
დასაწყისისთვის, ძველ ქალაქში უნდამოვხვდეთ... უძველეს, ულამაზეს და ისტორიულ ნაწილში. შემდეგ კი კედელზე უნდა ავიდეთ, რომელიც დაახლოებით 24 მეტრი სიმაღლისაა. ზედა ნაწილამდე რკინის კიბეები ადის, ზემოთ კი მშვენიერი სავალი ბილიკია...
კედლიდან საოცარი ხედები იშლება...
საუკუნეების მანძილზე დუბროვნიკში საუკუნე
...