62
24 ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ადგილი დედამიწაზე. ნაწილი II
27 თებერვალი 2016
მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს, დედამიწაზე უამრავი ადგილი, ძეგლი და საინტერესო ლანდშაფტი არსებობს. ადგილები, რომლებიც პირველი დანახვისთანავე ჟრუანტელს გგვრის და დიდი ხნის მანძილზე არ გავიწყდება.
9. ქალაქი სენტრეილია, პენსილვანია, აშშ
1981 წლიდან 2010-იან წლებამდე ქალაქის მოსახლეობა ათასიდან 7 ადამიანამდე შემცირდა. ამის მიზეზი 50 წლის წინ გაჩენილი მიწისქვეშა ხანძარია, რომელიც დღესაც გრძელდება. მაღაროში გაჩენილმა ხანძარმა აიძულა მოსახლეობა, დაეტოვებინათ სახლები და თავშესაფარი სხვაგან ეძებნათ.
10. მაკოდესევას მაგიური ბაზარი, ტოგო
ვუდუს ბაზარი მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ტურისტების საყვარელი ადგილია. ბაზარი ქალქ ლომეში მდებარეობს. ტოგოს, განას და ნიგერიის მაცხოვრებლები დღემდე მისდევენ უძველეს რელიგიას - ვუდუს, სადაც მთელი ეს ბალახები, სუვენირები და მასალები გამოიყენება. აქ შეიძლება იყიდოთ მსხვილფეხა რქოსანი საქონlis თავის ქალა, მაიმუნის გამომშრალი თავის ქალები, გამომშრალი ბალახი, ჭიები და ხოჭოები. აქ შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახონ, როგორ კლავენ და ანა
...