59
შავი ზღვისპირეთის მაგნიტური სანაპირო
11 ნოემბერი 2019
ეს პოსტი ძირითადად მათ ეძღვნება, ვისთვისაც მშვიდი დასვენებაა პრივილიგირებული, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ აქტიური დასვენების მოყვარულებმაც შეიძლება შეიყვაროთ ეს ადგილი.
ფაქტს, რომ საქართველო უნიკალური ლანდშაფტით არის დაჯილდოებული ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მთიანი ყაზბეგის შემდეგ ბარში გადმოვინაცვლე და ამჯერად საქართველოს ზღვისპირეთის უნიკალურ პოტენციალში თავად დავრწმუნდი. შავი ზღვისპირეთის მაგნიტური სანაპირო ზოლის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო ,,გამოცოცხლება“ შეკვეთილია. მიზეზი რატომაც მე, როგორც აქტიური დასვენების მოყვარულმა გადავწყვიტე აქ რამდენიმე დღის გატარება ,,Black sea arena“-სთან ახლო მდებარეობა და მაგნიტური ქვიშა იყო.
შეკვეთილში ჩასვლისას პირველი შთაბეჭდილება არც თუ ისე სასიამოვნო იყო, რადგან ერთი შეხედვითაც ადვილი მისახვედრია, რომ ეს არ არის სათავგადასავლო ადგილი. შეკვეთილი, რომელსაც სოფლის და ახლა უკვე კურორტის სტატუსი აქვს, ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებითაა წარმოდგ
...