06 March 2018
  • 4517 ნახვა

ეგვიპტე - ქვეყანა სადაც მუდამ დასვენების სეზონია

ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა ტურისტებისთვის თავისი ულამაზესი კურორტებით, განსხვავებული სამზარეულოთი, კულტურით და  ხელმისაწვდომი ფასებით.

საუკეთესო დრო ეგვიპტის ვიზიტისთვის ოქტომბერი-აპრილის შუალედია, თუმცა ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა დეკემბერსა და იანვარში ფიქსირდება.  

ყველაზე მაღალი ტემპერატურა შარმ ელ შეიხში ივნისი - სექტემბერის შუალედში ფიქსირდება და 32-34 გრადუსის ფარგლებში მერყეობს.  მინიმალური კი - დეკემბრის და იანვრის თვეებშია და საშუალოდ 18 გრადუსს აღწევს.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა ჰურგადაში მაისი - ოქტომბრის შუალედში ფიქსირდება, ის 31-34 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. მინიმალური კი - იანვრის და თებერვლის თვეებშია და საშუალოდ 11 გრადუსს აღწევს.

ეგვიპტის ყველაზე პოპულარული კურორტია  შარმ ელ შეიხი. ამ ქალაქის კეთილმოწყობილი ნაწილია ნაამა ბეი.  ნაამას ულამაზესი სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია რესტორნები, კაფე - ბარები, სასაჩუქრე მაღაზიები, საბავშვო გასართობი ცენტრები და კლუბები გართობის მოყვარულთათვის. ქალაქის ტერიტორიაზე ორი ნაციონალური პარკია განლაგებული -  რას მოჰამედი და ნაბკი. სანაპიროების უმეტესობაზე მარჯნის კუნძულებია, რაც განსაკუთრებით ახარებთ დაივინგის მოყვარულებს. ეს კურორტი განკუთვნილია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე სოლო მოგზაურობის მოყვარულებისთვის.

ეგვიპტის ყველაზე ძველი კურორტია ჰურგადა. ის იყო პირველი ქალაქი, რომელმაც უცხოელი ტურისტები მიიზიდა. ჰურგადა თავისი სანაპიროებით მთელს მსოფლიოშია სახელგანთქმული.

ქალაქი 3 ნაწილისგან შედგება: ელ დახაბი (იგივე ძველი ქალაქი), საქქალა( ანუ ახალი ქალაქი), და ქალაქის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც თანამედროვე სასტუმროებია განლაგებული. ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ რესტორნები, კაფეები, ქრისტიანი კოპტების ეკლესია, წითელი ზღვის მუზეუმი და აკვარიუმი, წახვიდეთ ექსკურსიაზე და დაკავდეთ დაივინგით. კურორტზე ხშირად ნახავთ ასაკოვან დამსვენებლებს და ოჯახებს.

ტაბა განკუთვნილია ოჯახური დასვენებისთვის. კურორტის გარშემო ვერ ნახავთ ღამის გასართობ ადგილებს და ბარებს. ტურისტებს შეუძლიათ დაკავდნენ წყლის სპორტით, მოინახულონ ფარაონების კუნძული, იხილონ მარჯნის კუნძულები და სხვა.

ხაზი უნდა გავუსვათ რომ აუცილებელია გეცვათ დადგენილი ნორმის ფარგლებში. ქალებისთვის სასურველი არ არის შორტებით, ამოღბული მაისურით სიარული, ასევე მამაკაცებისათვის სასურველია პერანგის და გრძელი შარვლის ტარება.

ეგვიპტეში საკმაოდ აქტიური ღამის ცხოვრებაა, აქ იხილავთ კლუბებს, ბარებს, კაზინოებს, რესტორნებს, Coffeeshop-ებს, კინოს.

ღამის კლუბების უმეტესობა თვითონ სასტუმროს ან კურორტის ტერიტორიაზეა განლაგებული.

ბარები, რომლებიც ტურისტებს ალკოჰოლს სთავაზობს აუცილებლად შენობაში უნდა იყოს განლაგებული და დახურული, ისე რომ გარედან მისი დანახვა შეუძლებელი იყოს.

Coffeeshop-ები ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და გვიანობამდე ისაუბროთ მეგობრებთან ერთად.

კინო უცნაურად ჟღერს? კინო ეგვიპტეში გვიან ღამემდე მუშაობს, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ გვიანი ღამის სეანსის ბილეთები შეიძინოთ.

ჰურგადაში პოპულარული ღამის კლუბებია: Papa’s Beach Club, Calypso Disco, Ministry of Sound.

შარმ ელ შეიხში პოპულარული ღამის კლუბებია: El Fanar, The Britannia Bar, Pacha Sharm el Sheikh,  Ice Bar Sharm el-Sheikh.

რა ჯდება მოგზაურობა ეგვიპტეში ?

ფასები, რა თქმა უნდა, განსხვავდება ტურისტული სააგენტოების მიხედვით, მაგრამ ტურ-პაკეტის შეძენა ეგვიპტის  მიმართულებით 700 ლარიდან იწყება.

თითქმის ყველა ტურის ღირებულება მოიცავს :

  • ავიაბილეთებს 
  • სასტუმროში განთავსებას 
  • კვებას
  • ორმხრივ ტრანსფერს 
  • სამოგზაურო დაზღვევას

 

Star Travel

Star Travel-ი გთავაზობთ ტურ-პაკეტს ეგვიპტეში, ჰურგადის მიმართულებით.

იხილეთ ტური

ღირებულება მოიცავს:

  • ავიაბილეთი ორი გზა
  • ტრანსფერი
  • კვება All Inclusive
  • სამოგზაურო დაზღვევა

Time 2 Travel

Time 2 Travel - გთავაზობთ ტურ-პაკეტს ეგვიპტეში, ჰურგადის მიმართულებით.

იხილეთ ტური

  • ღირებულება მოიცავს:
  • ავიაბილეთებს 
  • სასტუმროში განთავსებას 
  • All Inclusive კვებას
  • ორმხრივ ტრანსფერს 
  • სამოგზაურო დაზღვევას

Hot Travel Group

Hot Travel Group -გთავაზობთ ტურ-პაკეტს ეგვიპტეში, ჰურგადის მიმართულებით.

იხილეთ ტური

  • ღირებულება მოიცავს:
  • ავიაბილეთებს 
  • სასტუმროში განთავსებას 
  • All Inclusive კვებას
  • ორმხრივ ტრანსფერს 
  • სამოგზაურო დაზღვევას

 

მსგავსი
29 May 2018

ტაილანდის გამორჩეული სასტუმროები- ნაწილი 2

ვაგრძელებთ ტაილანდის გამორჩეული სასტუმროების ჩამონათვალს. პირველი ნაწილი იხილეთ ...

02 May 2018

10 ყველაზე გასაოცარი ტაძარი ინდოეთში

ინდოეთი მრავალფეროვანი, მდიდრული კულტურის და ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა. კულტურა და ტრადიციები რეგიონების მიხედვით გან...

27 April 2018

Tomorrowland - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი

Tomorrowland-ი ყველაზე დიდი ელექტრონული ფესტივალია, რომელიც  ყოველწლიურად ტარდება ბუმში, ბელგიაში. ფესტივალი 20-29 ივლისის...

01 May 2018

ესპანეთის ტოპ ტურისტული მიმართულებები

ესპანეთი ნამდვილად გააოცებს მათ, ვისაც მხოლოდ მისი ხალხით გადატვირთული სანაპიროები, ხარების ბრძოლა და ფლამენგო აქვს ნანახი....

02 May 2018

დროში დაკარგული ქალაქები ...

დღეს წარმოგიდგენთ იმ ქალაქებს, რომლებსაც დიდი ისტორიული, რელიგიური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა ძველ სამყაროში, თუმცა დროსთა...

04 May 2018

გვატემალა - მაიას ცივილიზაციის გული

რა შეიძლება ჰქონდეს საერთო  ვულკანებს, კოლონიალურ ქალაქებს, ფერად ბაზრებს, ლურჯ ტბებს, ლამაზ სანაპიროებს, ჯუნგლებს და უძვე...

08 May 2018

ჩინეთის ღირსშესანიშნაობები

ჩინური ცივილიზაცია ერთ-ერთია იმ უძველესი ცივილიზაციებიდან, რომლებიც დღესაც  არსებობს და განაგრძობს განვითარებას....

23 April 2018

4 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას

ბოლო დროს ისლანდია ძალიან პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. მისი თვალწარმტაცი პეიზაჟები, თერმული წყლები, ადგილობრივი ს...

18 April 2018

ბაჰამის კუნძულები - დასვენების და გართობის ტროპიკული კუთხე

ბაჰამის კუნძულები, უამრავ ვიზიტორს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი  თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი, ლურჯი ზღვით, და...

16 April 2018

Forbes-ის სტატია საქართველოს შესახებ

ამერიკული გამოცემა Forbes-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს შემდეგი სათაურით: „რატომ არის საქართველო ღვინისა და კერ...