ბარსელონა - ესპანეთის მეორე დედაქალაქი

ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ტურისტებისთვის. ის იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ხმელთაშუა ზღვაზე.

ბარსელონა კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქია ესპანეთში, მადრიდის შემდეგ.

თბილისიდან ბარსელონაში გამგზავრება პირდაპირი რეისითაა შესაძლებელი Georgian Airways-ის ავიახაზით, ხოლო ქუთაისიდან Wizzair-ის ავიახაზით. ჩაფრინდებით EL PRAT-ის აეროპორტში, რომელიც ბარსელონიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აეროპორტიდან ქალაქამდე მისვლა შეგიძლიათ აეროპორტის ავტობუსით ან ტაქსით.

ქალაქს ძალიან კარგი სატრანსპორტო სისტემა აქვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად ესტუმრებით ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.

ბარსელონა ესპანეთის წამყვანი ტურისტული დანიშნულების ადგილია. მას ყველაფერი აქვს რაც ტურისტებს სურთ: ისტორია, მუზეუმები, შენობები, ადგილობრივი სამზარეულო, ღამის ცხოვრება და კოსტა ბრავას ულამაზესი სანაპირო.

Sagrada Familia

პირველი, რაც ბარსელონაში უნდა იხილოთ არის Sagrada Familia. ამ ტაძრის მშენებლობა 130 წელზე მეტია მიმდინარეობს. ტაძრის ნეო გოთიკური დიზაინი ცნობილმა კატალონიელმა არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ შექმნა. მისი მშენებლობის დასრულებას 2026 ან 2040 წლისთვის ვარაუდობენ, იმ დროისთვის ის მსოფლიოში უდიდესი ტაძარი იქნება.

Sagrada Familia, spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები

გოთიკურ უბანი

აუცილებლად უნდა ეწვიოთ გოთიკურ უბანს. ეს უბანი ძველი ქალაქის ცენტრი იყო, აქ მდებარე შენობებიდან ბევრი რამდენიმე საუკუნეს ითვლის. გოთიკურ უბანს ვიწრო ქუჩები და შესახვევები აქვს. აქაა განთავსებული ქალაქის საუკეთესო სკვერები Plaça Sant Felip Neri, Plaça Reial, Plaça del Pi, Plaça del Rei, Plaça dels Traginers, თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს.

 spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები, გოთიკური უბანი

პიკასოს მუზეუმი

აუცილებლად ეწვიეთ ცნობილი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს მუზეუმს. მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ პიკასოს ადრეული ნამუშევრებიც, სადაც მხატვრის დამოკიდებულება ჩანს ქალაქის მიმართ და Las Meninas სერიებიც (1957).

, picasso museum in barcelona, spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები, პიკასოს მუზეუმი ბარცელონაში

შოკოლადის მუზეუმი

ბარსელონის ყველაზე გემრიელი ადგილი ალბათ  შოკოლადის მუზეუმია. იქ შესასვლელი ბილეთი 6 ევრო ღირს. ვიზიტორებს შოკოლადის ისტორიის ნაცვლად, შოკოლადისგან დამზადებული სკულპტურები უფრო აინტერესებთ, მათ შორისაა Sagrada Familia-ს სკულპტურაც.

 ,chocolate museum in barcelona, spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები, შოკოლადის მუზეუმი ბარსელონაში

გაუდის სიურეალისტური პარკი

ფერადი და მხიარული პარკიUNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის მისი უნიკალური არქიტექტურის გამო. ისიც ანტონიო გაუდის დიზაინითაა შექმნილი, რასაც პარკის ხასიათი ადასტურებს.

,gaudi sureallistic park, spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები, გაუდის სურეალისტური პარკი

 Casa Batlló

Casa Batlló ასევე ანტონიო გაუდის ნამუშევარია, ის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი მოდერნისტური შენობაა, რომელიც ასევე შედის UNESCO-სკულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის. ეს შენობა ტექსტილის მწარმოებელი  კომპანიისთვის Josep Batlló i Casanovas  შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა.

casa batllo,  spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები

FC Barcelona-საფეხბურთოკლუბის მუზეუმი

ბარსელონას საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი ხართ? აუცილებელად ეწვიეთ თქვენი საყვარელი კლუბის მუზეუმს. დაათვალიერეთ სპორტული ჯილდოები, იხილეთ „კაპ ნოუ“-ს სტადიონი, VIP ლაუნჯები და სხვა.

 spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები, FC Barcelona-ს საფეხბურთო კლუბის მუზეუმი

თუ ისტორიის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ ესტუმრეთ ბარსელონის უძველეს მაღაზიას  Cereria Subirà და უძველეს რესტორანს ბარსელონასა და მთელ კატალონიაში, Can Culleretes -ს.

 Cereria Subirà ,spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები

Can Culleretes, spain, ესპანეთი, ღირსშესანიშნაობები

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %