8 საინტერესო ფაქტი მილანის შესახებ

მილანი იტალიის მოდის დედაქალაქია, იქ ასევე  მდებარეობს სახელგანთქმული არქიტექტურული ძეგლები, ისეთები როგორიცაა Milan Cathedral -ის  და  Teatro alla Scala Opera House-ი. მილანში დაარსდა ცნობილი იტალიური ბრენდების უმეტესობა, მათ შორის: Armani,  Dolce & Gabbana, Miu Miu, Moncler, Frankie Morello, Moschino, Prada, Valentino, Versace, Giuseppe Zanotti, Zagliani, Ermenegildo Zegna, Luxottica და სხვა.

დღეს წარმოგიდგენთ 8 საინტერესო  და უცნობ ფაქტს მილანის შესახებ.

იტალიის ცათამბჯენების უმეტესობა მილანში მდებარეობს.

 

როდესაც ნაპოლეონი  იტალიის ტერიტორიაზე შეჭირა, იქ იტალიის სამეფო დააარსა, თვითონ კი ამ სამეფოს მეფედ ეკურთხა მილანის კათედრალში (Milan Cathedral) 1805 წელს. მილანი კი, იტალიის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა.

 

მილანში მდებარე ლასკალას თეატრი ევროპის უდიდესი ოპერის სახლია, ის 2000 სტუმარს იტევს და საკუთარი მუზეუმიც კი აქვს.

 

მილანის კათედრალი რიგით მეხუთე ყველაზე დიდი ტაძარია მსოფლიოში.

 

ტაძარი Santa Maria delle Grazie ცნობილი გახდა ლეონარდო და ვინჩის ნახატით "საიდუმლო სერობა", ის ასევე ცნობილია როგორც "უკანასკნელი ვახშამი" .

 

ყოველდღე 7-9 საათამდე იტალიაში  aperitivo-ს დროა. ამ დროს იტალიის კაფეებსა და ბარებში სასმელის ყიდვისას უფასოდ შეძლებთ წახემსებას.

 

მილანში, ნავიგლის რაიონშიც არის არხები, ვენეციის მსგავსად. ისინი საქონლის ტრანსპორტირების გასამარტივებლად აშენდა.

 

მილანში დაარსდა საფეხბურთო კლუბი  FC Inter და FC Milan.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %