პატარა და წარმოუდგენლად ლამაზი ქალაქები ევროპაში

დღეს წარმოგიდგენთ ევროპაში მდებარე პატარა ქალაქებს, რომელთა სილამაზეც წარუშლელ კვალს დატოვებს ნებისმიერი მოგზაურის მეხსიერებაში. თუ გიყვართ ლამაზი ბუნება, მთები, ტბები და ხედები, მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ ამ ლამაზ ქალაქებს.

მაროლა, იტალია

მაროლა იტალიის პატარა ქალაქია. ის ცნობილია ფანტასტიკური ღვინით (Sciacchetra) , Antonio Discovolor-ის ნახატებით და კლდეზე მდებარე ფერადი სახლებით, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს ნაპირს მიუყვება. ქალაქში მანქანით გადაადგილება აკრძალულია, მასთან ახლოს მდებარე პარკიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება ქალაქსა და ზღვაზე.

კოლმარი, საფრანგეთი

კოლმარს „პატარა ვენეცია“ უწოდეს მისი არხის ქსელის, ფერადი სახლების და ევროპული არქიტექტურის გამო. აუცილებლად ეწვიეთ Visit Alsatian village -ს, იქ დააგემოვნებთ ცნობილ ღვინოს, მიირთმევთ ფრანგულ და გერმანულ ფუნთუშებს, დაათვალიაერებთ გერმანულ გოთიკურ ეკლესიებს და Neo-Baroque-ს.

ჰალსტატი, ავსტრია

ავსტრიის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, რომელიც საუკუნეების ისტორიას აღწერს. ის ძვ. ჭ. აღ. 5000 წელს დაარსდა. ქალაქში მთებში მდებარებს, მისი არქიტექტურა, ინფრასტრუქტურა მოწმობს ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას, ბუნების სილამაზე და ჯადოსნური გარემო მას იდეალურად აქცევს.

გითჰორნი, ნიდერლანდები

გიეთჰორნო ნიდერლანდებში, Overijssel-ში მდებარეობს. მისი ძირითადი შარმი ხელუხლებელი ბუნება, უბრალოება და რეგიონული არქიტექტურაა. ქალაქში გადაადგილება არხით ხდება, რადგან გზები ფიზიკურად არ არსებობს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ლამაზი ქუჩები და სახლები, ითვლება რომ ქალაქი 18 საუკუნეში სხვა ქვეყნიდან გადმოხვექილმა მოსახლეობამ დააარსა.

რეინი, ნორვეგია

ეს პატარა, თვალწარმტაცი მეთევზეების ქალაქი ბუნების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი. ქალაქი ლოფტენის არქიპელაგსი მდებარეობს და მისი მოსახლეობა სულ რაღაც 3000 ადამიანია.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %