სზიგეტის ფესტივალი მუსიკის და გართობის მოყვარულთათვის

სზიგეტის ფესტივალი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალია.   ის ყოველწლიურად ტარდება, 8 აგვისტოს იწყება  და 15 აგვისტოს მთავრდება. ფესტივალზე წარმოდგენილია განსხვავებული  ჟანრის მუსიკა: როკი, ალტერნატიული როკი, ელექტრონული, ჰიპჰოპი და სხვა.

2018 წლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ARCTICK MONKEYS, DUA LIPA, GORILLAZ, KENDRICK LAMAR, KYGO, LANA DEL REY, MUMFORD & SONS, SHAWN MENDES, LIAM GALLAGHER, BASTILLE და სხვა შემსრულებლები.

რა უნდა იცოდეთ ბილეთების შესახებ:

  • თქვენი ბილეთები შესასვლელში სამაჯურზე გადაიცვლება, აუცილებლად იქონიეთ თან მოქმედი პასპორტი ან ID ბარათი
  • დაზიანებული სამამჯური არამოქმედი ხდება
  • ვაუჩერები არ არის პერსონალიზირებული
  • შეინახეთ თქვენი კოდი უსაფრთხოდ და არ მისცეს ვინმეს მისი კოპირების ან სურათის გადაღების უფლება
  • 11 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა, მაგრამ აუცილებელია საბავშვო სამაჯურის ტარება, სადაც მისი მშობლების სახელი და საკონტაქტო მონაცემები უნდა ეწეროს
  • 14 წლამდე ბავშვების შეყვანა ნებადართულია და აუცილებელია მათი მშობლებთან ყოფნა

 

ტრანსპორტირება

სზიგეტი ბუდაპეშტის შუაგულში მდებარეობს.  იხილეთ რუკაზე

ბუდაპეშტში მოხვედრა შესაძლებელია თვითფრინავით, რომლითაც  Liszt Ferenc Airport (BUD)-ის აეროპორტში ჩაფრინდებით. აეროპორტიდან პირდაპირ სზიგეტისკენ შეგიძლიათ გამგზავრება Sziget-Budapest Citypass -ის ავტობუსით.

თუ ფესტივალს მანქანით სტუმრობთ პარკინგის გამოყენება შეგიძლიათ.

თუ საჯარო ტრანსპორტის გამოყენება გსურთ დაგეგმეთ თქვენი გზა სატრანსპორტო სისტემის საიტის გამოყენებით.

უნაღდო ანგარიშსწორება

ფესტიალის დროს ნებისმიერი ხარჯის დაფარვა შესაძლებელი იქნება საკრედიტო ბარათებით, უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

რა უნდა იქონიოთ თან

  • თქვენი ვაუჩერი (QR კოდი / შტრიხკოდი) და თქვენი მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი!
  • წყალგაუმტარი კარავი, საძილე ტომარა, ლეიბები და ბატარეები
  • ჰიგიენური საშუალებები, პირსახოცი, ბატარეა, მედიკამენტები, ტანსაცმელი
  • კრემი მწერების და ტკიპების წინააღმდეგ

 

რა შეგიშლიათ თან იქონიოთ

  • საკვები
  • სასმელი
  • სიგარეტი

 

არ შეგიძლიათ თან იქონიოთ

  • ალკოჰოლი
  • ნარკოტიკები და სტიმულატორები
  • გაზის გამათბობლები და კონტეინერები
  • შუშა
  • ქოლგა
  • ნებისმიერი ნივთი, რომლითან შეიძლება ზიანი მიადგეს ადამიანის

 

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %