აზიის ეგზოტიკური კურორტები - ნაწილი 2

გაგაცნობთ განსხვავებული კონცეფციის სასტუმროებს და კურორტებს აზიის ულამაზეს ქვეყნებში.

პირველი ნაწილი იხილეთ აქ 

Viceroy Bali viceroi bali, indonesia, tourism, asia, rest, ინდონეზია, ბალი, მოგზაურობა აზიაში, დასვენება, ტურიზმი

სასტმრო Viceroy Bali , ბალიში, უბუდში, „მეფეთა მდელოზე“ მდებარეობს. ის შედგება 25 მდიდრული ვილისგან. თითოეულ მათგანს საკუთარი აუზი აქვს.  კურორტი ასევე ცნობილია, როგორც ფარული ტროპიკული თავშესაფარი, მას ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც კომფორტს და კონფიდენციალურობას ანიჭებენ უპირატესობას.

სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ფეშენებელური ბარ-რესტორანით CasCades  და სილამაზის ცენტრით Lembah რესტორანი CasCades, სასტუმროს გულისცემაა, სადაც ცნობილი ბელგიელი შეფ-მზარეულის ნიკის შემოქმედება, კლასიკური ევროპული მგრძნობელობით და ადგილობრივი სამზარეულოთია შთაგონებული. ის კუნძულზე ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნადაა აღიარებული და შესაფერისი ადგილია რომანტიკული ვახშამისთვის და განსაკუთრებული ივენთებისთვის. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს მხოლოდ ახალი ინგრედიენტებისგან დამზადებულ, მაღალი ხარისხის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს.   

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Viceroy Bali, viceroi bali, indonesia, tourism, asia, rest, ინდონეზია, ბალი, მოგზაურობა აზიაში, დასვენება, ტურიზმი

ბალის ველზე განლაგებულ სპა-ცენტრს Lembah-ს, უკვე საერთაშორისო არენაზე აქვს მოპოვებული ავტორიტეტი. Lembah-ი სიმშვიდით გამოირჩევა, ის იდეალური ადგილია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და რელაქსაციისათვის. სპა-ცენტრის მიერ შემუშავებულ სამკურნალო პროგრამაში სპეციალურადაა გაერთიანებული როგორც დასავლური მედიცინა, ასევე ბალის ტრადიციული გამაჯანსაღებელი ტექნიკა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. Viceroy Bali უბუდში მდებარეობს, უბუდის სახელი ბალური სიტყვიდან «obat»,-იდან წარმოიქმნა, რაც „წამალს“ ან „ბალახ“-ს ნიშნავს.

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Viceroy Bali, viceroi bali, indonesia, tourism, asia, rest, ინდონეზია, ბალი, მოგზაურობა აზიაში, დასვენება, ტურიზმი

 

Marina Bay Sands

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Marina Bay Sands, viceroi bali, indonesia, tourism, asia, rest, ინდონეზია, ბალი, მოგზაურობა აზიაში, დასვენება, ტურიზმი

Marina Bay Sands არის კომპლექსური კურორტი, რომელიც სინგაპურში, მარინას ყურეში მდებარეობს. მის შემადგენლობაშია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კაზინო, რომლის ღირებულებაც 8$ მლნ-ია. კურორტი მოიცავს 2561 ოთახს, 120,000 კვ.მ საკონფერენციო-საგამოფენო დარბაზს, მუზეუმს, 2 თეატრს,  ცნობილი შეფმზარეულების რესტორანს, 2 მცურავ კრისტალურ პავილიონს, საციგურაო მოედანს და სხვა.

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Marina Bay Sands, viceroi bali, indonesia, tourism, asia, rest, ინდონეზია, ბალი, მოგზაურობა აზიაში, დასვენება, ტურიზმი

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Marina Bay Sands, viceroi bali, indonesia, tourism, asia, rest, ინდონეზია, ბალი, მოგზაურობა აზიაში, დასვენება, ტურიზმი

კომპლექსი 340 მეტრიანი SkyPark-ითაა დაფარული, რომელიც 3900 ადამიანს იტევს და რომელზეც 150 მეტრის სიგრძის, ნავის ფორმის მქონე ბასეინია განთავსებული.

აზიის ეგზოტიკური კურორტები, Marina Bay Sands, viceroi bali, indonesia, tourism, asia, rest, ინდონეზია, ბალი, მოგზაურობა აზიაში, დასვენება, ტურიზმი

გაგრძელება იხილეთ შემდეგ პოსტში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %