ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საფრანგეთში მოგზაურობისას - ნაწილი 2

ვაგრძელებთ საფრანგეთის ღირსშესანიშნავი ადგილების ჩამონათვალს.

პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

დორდოგნი

დორდოგნი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარეობს. ამ რეგიონში ბევრი ღირსშესანიშნაობაა და უამრავი საინტერესო აქტივობებია ტურისტებისთვის.  რეგიონში იხილავთ ლამაზი სოფლებს და შატოებს, განსაკუთრებით არღსანიშნავია Chateau de Baynac-ი და კლდეზე განლაგებული ციხე-სიმაგრე. დორდოგნში შეგიძლიათ იხილოთ მთელ საფრანგეთში გამორჩეული გამოქვაბულის „ხელოვნება“.

Dordogne, დორდოგნი

ბროდექსი

ბროდექსი მსხვილი საპორტო ქალაქია, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, ისტორიული ადგილებით, განსაკუთრებული საშოპინგო ცენტრებით და მსოფლიო-კლასის ხელოვნებით და კულტურით. ქალაქის ცენტრი მოიცავს 350 მდე ისტორიულ ნაგებობას და ღირსშესანიშნაობას. მათ შორის შუა საუკუნეებში აშენებულ ეკლესიებს, ძველ ხიდებს, ლამაზ სასახლეებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია სარკის ეფექტის მქონე Place de la Bourse-ი. Bordeaux-ის ვიზიტისას აუცილებლად მოინახულეთ გარშემო მდებარე სოფლები, შატოები და ვენახები.

Bordeaux

ლუარის ველი

ლუარის ველი საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს და პოპულარული ტურისტული ადგილია. ლუარის ველი 250 კილომეტრზეა გადაჭიმული, ლუარის მდინარის გასწვრივ. ის ცნობილია თავისი პეიზაჟით, თვალწარმტაცი ვენახებით, ისტორიული სოფლებით, ბრწყინვალე ციხესიმაგრეები, ისეთი ცნობილი შატოებით როგორიცაა Chambord, Amboise, Rivau, Chinon and Chenonceau. აქ ასევე იწარმოება ღვინო, ბუნებრივია ტურისტებს სთავაზობენ ღვინის ტურებს და დეგუსტაციას.

ლუარის ველი,  Loire Valley

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ბლოგში.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %