20 April 2018
  • 6338 ნახვა

ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საფრანგეთში მოგზაურობისას - ნაწილი 2

ვაგრძელებთ საფრანგეთის ღირსშესანიშნავი ადგილების ჩამონათვალს.

პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

დორდოგნი

დორდოგნი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარეობს. ამ რეგიონში ბევრი ღირსშესანიშნაობაა და უამრავი საინტერესო აქტივობებია ტურისტებისთვის.  რეგიონში იხილავთ ლამაზი სოფლებს და შატოებს, განსაკუთრებით არღსანიშნავია Chateau de Baynac-ი და კლდეზე განლაგებული ციხე-სიმაგრე. დორდოგნში შეგიძლიათ იხილოთ მთელ საფრანგეთში გამორჩეული გამოქვაბულის „ხელოვნება“.

Dordogne, დორდოგნი

ბროდექსი

ბროდექსი მსხვილი საპორტო ქალაქია, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, ისტორიული ადგილებით, განსაკუთრებული საშოპინგო ცენტრებით და მსოფლიო-კლასის ხელოვნებით და კულტურით. ქალაქის ცენტრი მოიცავს 350 მდე ისტორიულ ნაგებობას და ღირსშესანიშნაობას. მათ შორის შუა საუკუნეებში აშენებულ ეკლესიებს, ძველ ხიდებს, ლამაზ სასახლეებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია სარკის ეფექტის მქონე Place de la Bourse-ი. Bordeaux-ის ვიზიტისას აუცილებლად მოინახულეთ გარშემო მდებარე სოფლები, შატოები და ვენახები.

Bordeaux

ლუარის ველი

ლუარის ველი საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს და პოპულარული ტურისტული ადგილია. ლუარის ველი 250 კილომეტრზეა გადაჭიმული, ლუარის მდინარის გასწვრივ. ის ცნობილია თავისი პეიზაჟით, თვალწარმტაცი ვენახებით, ისტორიული სოფლებით, ბრწყინვალე ციხესიმაგრეები, ისეთი ცნობილი შატოებით როგორიცაა Chambord, Amboise, Rivau, Chinon and Chenonceau. აქ ასევე იწარმოება ღვინო, ბუნებრივია ტურისტებს სთავაზობენ ღვინის ტურებს და დეგუსტაციას.

ლუარის ველი,  Loire Valley

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ბლოგში.


მსგავსი
19 September 2015

ფერადი ქვიშის სანაპიროები - ცისარტყელას ყველა ფერში

წითელი ქვიშის სანაპირო -  Kaihalulu Bay, მაუი. ...

17 September 2015

მსოფლიოში პირველი ყინულის სასტუმრო

მსოფლიოში ცნობილი ყინულის სასტუმრო შვედეთში , სოფელ იუკასავრში მდებარეობს. სასტუმრო 1990 წლიდან ფუნქციონირებს და იგი მსოფლიოში პირ...

17 September 2015

ნატრონი - ტბა ფერადი მარილებით

ბუნების სიმდიდრით გამორჩეულ აფრიკის კონტინეტს ნატრონის ტბა კიდევ უფრო გასაოცარს ხდის. ტბა ტანზანიაში მდებარეობს. ნატრონი ფლამინგოე...

17 September 2015

სეირნობა ზღაპარში - გლიცინიის ხეივანი იაპონიაში

ეს საოცარი ხეივანი Kawachi Fuji-ს ბაღებში, კიტაკიუშუში, იაპონიაში მდებარეობს. (ტოკოიოდან 5 საათის სავალზე ჩქარი მ...

17 September 2015

მწვანე ქვიშის სანაპირო - Papakōlea Beach

Papakōlea- ს პლაჟი, რომელსაც სხვანაირად მწვანე ქვიშის სანაპიროსაც ეძახიან, ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ ოთხ ...

16 September 2015

ძაღლის ფორმის სასტუმრო

ძაღლის ფორმის სასტუმრო ამერიკაში, კერძოდ აიდაჰოშ მდებარეობს. ის, 1997 წელს ხეზე კვეთის სპეციალისტების ოჯახმა გახსნა. სასტუმროში  თ...

16 September 2015

მაჩუ-პიქჩუ - ინკების დაკარგული დედაქალაქი

პერუში, მდინარე ურუმბას ხეობის თავზე, ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარეობს მაჩუ პიქჩუ - ინკების იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ...

15 September 2015

შეფშაუენი - მსოფლიოში ერთადერთი ლურჯი ქალაქი

ლურჯი და ცისფერი ფერის სხვადასხვა ტონალობაში შეღებილი კედლები, ქვის სახლები, პირვანდელი სახით შემონახული შუა საუკუნეების არქიტექტუ...