ბაჰამის კუნძულები - დასვენების და გართობის ტროპიკული კუთხე

ბაჰამის კუნძულები, უამრავ ვიზიტორს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი  თეთრი ქვიშიანი სანაპიროთი, ლურჯი ზღვით, დაივინგით, მდიდრული მაღაზიებით და კუროროტებით. ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ დაცულ ტერიტორიებს ეწვიონ, ისტორიის მოყვარულებს კი, შეუძლიათ მოინახულონ ადგილობრივი ნანგრევები, არტეფაქტები ან იხილონ ადგილობრივი ინდიელების ტომი San Salvador, Cat Island და სხვა კუნძულებზე. გასაკვირი არ არის რატომაა ბაჰამის კუნძულები ასეთი პოპულარული.

 

დღეს წარმოგიდგენთ ბაჰამის კუნძულების ღირსშესანიშნაობებს.

 

Lucayan National Park

ბაჰამის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას Lucayan National Park-ი წარმოადგენს. ის 1977 წელს დაარსდა და 40 აკრზეა გადაჭიმული. პარკი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წყალქვეშა გამოქვაბულების სისტემას მოიცავს. მათი ნაწილი გახსნილია ტურისტებისთვის, თუმცა ცურვა აკრძალულია, დაივინგისთვის კი სპეციალური ნებართვაა საჭირო.ბაჰამის კუნძულები , bahama islands

Gold rock beach

Gold rock beach-ი Lucayan National Park-ის ნაწილია და დაცულია Bahamas National Trust-ის მიერ. სანაპირო Freeport (თავისუფალი პორტიდან) 25 მილის მოშორებით, განცალკევებულ ადგილას მდებარეობს და ნამდვილად თვალწარმტაცია. წყლის მიქცევის დროს, წყალი რამდენიმე იარდით იწევს უკან, რასაც ადგილობრივები „მისალმების თავის დახრას“ უწოდებენ. სანაპიროზე განლაგებულია ბარბექიუს მაგიდები და პიკნიკის სკამები. სანაპიროს ჩრდილოეთით კი, Lucayan - ის გამოქვაბულის სისტემა მდებარეობს.

ბაჰამის კუნძულები , bahama islands

Coral და  Lacayan BEACH

გრძელი თეთრი  სანაპირო ორ ნაწილად იყოფა  Sea Horse Road და Royal Palm Way-ის კვეთაზე. აღმოსავლეთ ნაწილს Lucayan Beach-ი ეწოდება, დასავლეთს კი Grand Lucayan-ი.  სანაპიროებზე შეგიძლიათ დაკავდეთ წყლის სპორტით, წახვიდეთ კრუიზში, მოინახულოთ Rainbow რიფი  ან უბრალოდ ისიამოვნოთ ლურჯი ზღვით და თეთრი ქვიშით.ბაჰამის კუნძულები , bahama islandsბაჰამის კუნძულები , bahama islands

Queen's Staircase 

Queen's Staircase, იგივე დედოფლის კიბეები, 31 მეტრის სიმაღლისაა და 65 კიბისგან შედგება. ამ ადგილს ყველაზე ხშირად სტუმრობენ ტურისტები. ის 1793-1794 წლებში აშენდა. ერთი საუკუნის შემდეგ დედოფალმა ვიქტორამ ბაჰამებში მონობა გააუქმა და მის საპატივსაცემოდ კიბეებს მისი სახელი უწოდეს. ამ ძეგლის ისტორიული მნიშვნელობა დღემდე დიდია.ბაჰამის კუნძულები , bahama islands

Garden of the Groves

აღმოაჩინეთ ბაჰამის ველური ბუნების სილამაზე, იდილიურ ბოტანიკურ ბაღში Garden of the Groves. ბაღში 10 000-ზე მეტი სახეობის ყვავილია, ადგილობრივი სახეობის ცხოველები (მაკაუ, ალიგატორები და სხვა ) და ფრინველები, მას იდეალურ დასასვენებელ ადგილად აქცევენ.

ბაღში სპეციალურადაა შექმნილი ზოოპარკი, სადაც ბავშვებს ჯუჯა თხებთან და პატარა ჯიშის ღორებთან შეუძლიათ თამაში.

ბაჰამის კუნძულები , bahama islands

International Bazaar

Freeport's International Bazaar -ი (საერთაშორისო ბაზარი)1967 წელს დაარსდა და ბაჰამის სომბოლოდ იქცა.  მასში გაერთიანებულია მაღაზიები, რესტორნები, ბარები  და ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებული სადგომები.  ბაზარზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, იყიდოთ და დაათვალიეროთ ხელნაკეთი ნივთები ან თქვენ თვითონ შექმნათ სუნამო.

ბაჰამის კუნძულები , bahama islands

Heritage museum of Bahamas

თუ კულტურა და ისტორია გიტაცებთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ბაჰამის მემკვიდრეობის მუზეუმს. ეს პატარა, მაგრამ დამაინტრიგებელი მუზეუმია, სადაც  შეგიძლიათ იხილოთ ათასობით არტეფაქტი, ესპანური ჯავშანი, პრეისტორიული მეტეორის ნარჩენები, პლანტატორების ძველი, ფერადი ტანსაცმელი და პირატების ეპოქის  „განძი“ .

ბაჰამის კუნძულები , bahama islands

Junkanoo

26 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით, Nassau-ს ქუჩები, სხვადასხვა ფერებით, სადღესასწაულო მასკებით და ცოცხალი მუსიკით ივსება. ამ პერიოდში Junkanoo-ს ფესტივალი ტარდება. ფესტივალი მონებისთვის თავისუფალი დღეების მინიჭების გამო დაარსდა და მოგვიანებით ადგილობრივი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ბაჰამის კუნძულები , bahama islands

ადგილობრივი სამზარეულო

ადგილობრივი სამზარეულო სამხრეთ ამერიკის სამზარეულოს  და კარიბული სამზარეულოს ეკლექტიკური კომბინაციაა. თუმცა ის რაც ბაჰამის სამზარეულოს განასხვავებს, არის ის, რომ ადგილობრივები სანელებლებს იყენებენ იდეალური გემოს და ვიზუალის მქონე კერძების დასამზადებლად.  

წარმოგიდგენთ ბაჰამის ტრადიციულ კერძებს.

 

Conch

Conch-ი ბაჰამის სამზარეულოს ნაციონალური კერძია. კერძი მოლუსკებისგან მზადდება. ადგილობრივებს  უყვართ მოლუსკების ნაზი არომატი და რბილი ტექსტურა.  მას მოლუსკებით, ხახვით, ლაიმის წვენით, წითელი წიწაკით ამზადებენ  და სოუსთან ერთად მიირთმევენ.

ბაჰამის კუნძულები , bahama islands

Souse

ბაჰამის სამზარეულოს კიდევ ერთი ფავოროტია Souse - სუპი, ქათმის ხორცით, ბევრი ხახვით, ბულგარული წიწაკით, სტაფილოთი, კარტოფილით, ნიახურით და ლაიმის წვენით. ტურისტების თქმით ის ადგილობრივი სამზარეულოს ნადლვილი შედევრია.

ბაჰამის კუნძულები , bahama islands

Bahama Mama

Bahama Mama ბაჰამის ყველაზე პოპულარულია სასმელია. ის რომისგან, ლიმნისგან, მცირე რაოდენობის ყავისგან, ახალგამოწურული ანანასის და ლიმნის წვენისგან მზადდება და ნებისმიერი კერძის მშვენიერი დანამატია.

ბაჰამის კუნძულები , bahama islands

გაყინული იოგურტი

ბაჰამის კუნძული ტროპიკლი ხილის ნაკლებობას არ განიცდის. მანგოს გაყინული იოგურტი კი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და პოპულარული დესერტია. ის წარმოადგენს მანგოს და იოგურტის ნარევს, რაც ტურისტების თქმით ძალიან გემრიელი და გამაგრილებელია.ბაჰამის კუნძულები , bahama islands

კომენტარებში დაწერეთ თქვენთვის საინტერესო ქვეყნები, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს სურვილს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %