02 May 2018
  • 8878 ნახვა

დროში დაკარგული ქალაქები ...

დღეს წარმოგიდგენთ იმ ქალაქებს, რომლებსაც დიდი ისტორიული, რელიგიური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა ძველ სამყაროში, თუმცა დროსთან ერთად დაკარგეს ძველი დიდება და დღეს კულტურულ და არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად იქცნენ.

მაჩუ პიქჩუ

მაჩუ პიქჩუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დროში დაკარგული ქალაქია. ის 1911 წელს ჰავაელმა ისტორიკოსმა ჰირამ აღმოაჩინა, იქამდე კი Urubamba-ს ველში იყო დამალული. ქალაქის ნანგრევები იზოლირებულია, ადგილზე ტერასებია გაშენებული. სანახაობა მართლაც რომ შთამბეჭდავია.

პეტრა

ქალაქი პეტრა იორდანიაში მდებარეობს, ის ნაბათის სამეფოს დედაქალაქი იყო. მას ხშირად უწოდებენ წითელ ქალაქს, და ხუმრობენ, რომ  ის ისეთივე ძველია როგორც თვითონ დრო. პეტრა აბრეშუმის გზის ის ნაწილი იყო, რომელიც ჩინეთს  ინდოეთთან, ეგვიპტეს კი საბერძნეთთან და რომთან აკავშირებდა. მეექვსე საუკუნეში, რამდენიმე მიწისძვრის შედეგად ქალაქი თითქმის სრულად დაცარიელდა. 1812 წელს შვეიცარიელმა მოგზაურმა  ჯონათან ლუდვიგ ბურკჰარდტმა პეტრა ხელახლა აღმოაჩინა.

ლეპტის მაგნა

ლეპტის მაგნა რომის იმპერიის საპორტო ქალაქი იყო, რამაც მის განვითარებას შეუწყო ხელი და ხმელთაშუა ზღვის და საჰარანის სავაჭრო ცენტრად და სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო ობიექტად აქცია.

პერსეპოლისი

პერსეპოლისი სპარსეთის იმპერიის დედაქალაქი და სპარსული არქიტექტურის შედევრი იყო. მისი მშენებლობა 60 წელს გრძელდებოდა, ქალაქს 5 მეტრის სიგანისა და 10 მეტრის სიგრძის გალავანი ერტყა. შენობები სპეციალური სრული სიზუსტით იყო განლაგებული, ისინი ნაწილობრივ მზის საათის ფუნქციასაც ითავსებდნენ. ქალაქში შეგეძლოთ გეხილათ ბარელიეფები, დიდ დარბაზები, მიწისქვეშა სანიაღვრე სისიტემები და ხელოვნების ნიმუშები, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. ქალაქი ალექსანდრე მაკედონელმა 331 წელს გადაწვა, სპარსეთის იმპერიის დაპყრობისას, როგორც სამაგიერო ათენის აკროპოლსის გადაწვისთვის. პერსეპოლისი მაკედონიის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი რეგიონის დედაქალაქად გადაიქცა.

ჩან ჩანი

ჩან ჩანი, პერუს ყველაზე დიდი ქალაქი იყო პრე კოლუმბიურ ამერიკაში. მისი მშენებლობის ძირითად მასალას აგური წარმოადგენდა. ქალაქის ცენტრში რამდენიმე ციხესიმაგრის ციტადელი იდგა, რომელიც მოიცავდა სპეციალურ ოთახებს რიტუალებისთვის, დასაკრძალ პალატებს და ტაძრებს. ქალაქმა ინკების იმპერიის შემოსევამდე, 1470 წლამდე იარსება.

მოჰენჯო დარო

მოჰენჯო დარო ძვ.წ.აღ 2600 წელს დაარსდა და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველ, ქალაქის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა. მას ხშირად ძველ ინდურ მეტროპოლისსაც უწოდებენ. დღეს ის პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ქალაქი დაგეგმილი მაკეტით იყო აშენებული, მისი მოსახლეობა დაახლოებით 35 000 ადამიანს შეადგენდა. ძვ.წ.აღ 1700 წელს მოჰენჯო დაროს კვალი ისტორიიდან ქრება, სანამ 1920 წელს  ის ხელახლა არ აღმოაჩინეს.

სუკჰოტაი

სუკჰოტაი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია. თავდაპირველად ის წარმოიქმნა როგორც Khmer-ის იმპერიის პროვინციული ქალაქი, მეცამეტე საუკუნეში კი ტაის გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქად იქცა. ისტორიული წყაროების მიხედვით ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 80000 ადამიანს იტევდა.

ტაქსილა

ტაქსილა პაკისტანის ჩრ.ნაწილში მდებარეობს. ქალაქი აშენებულია განდჰარის სამეფოს პერიოდში. დღეს კომპლექსი ამ სამეფოს ქალაქ ტაქსასილის ნანგრევებს მოიცავს, რომელიც ინდუიზმისა და ბუდიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.  ჩვ.წ.აღ 326 წელს ქალაქი ალექსანდრე მაკედონელს უბრძოლველად ჩაბარდა. ისტორიული წყაროების მიხედვით პირველ საუკუნეში ქალაქს მოციქული თომაც ესტუმრა. ქალაქის სიმდიდრე და წარმატება იმით აიხსნებოდა, რომ ის 3 დიდი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე მდებარეობდა.

ბაბილონი

ბაბილონი ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი იყო, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში. ბაბილონში მდებარეობდა ძველი მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, ბაბილონის დაკიდებული ბაღები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი დაარსდა ძვ.წ.აღ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც ძვ.წ.აღ-ით 612 წელს  სატახტო ქალაქად იქცა. 

ტროა

ჰომეროსის პოემის შემდეგ ტროა მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ყველას გვსმენია ლეგენდა მშვენიერი ელენეს შესახებ. ტროა ლეგენდარული ქალაქია, რომელიც ძველ სამყაროში სიმდიდრით, კეთილდღეობით და კულტურით იყო ცნობილი. ქალაქი სქელი გალავნით იყო გარშემორტყმული, რის გამოც მან ტროას 10 წლიანი ომის განმავლობაში დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. საბოლოოდ კი მტრებმა ქალაქში ხის ცხენით შეაღწიეს. ტროა დღევანდელი თურქეთის ჩრ.დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.


მსგავსი
13 August 2019

მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიფიქრიათ იმაზე, უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას ჩვენ დრომდე რომ მოეღწია - როგორი სახე ექნებოდა მათ?კომპანია Budget Direct-მა ...

01 August 2019

2019 წლის ყველაზე პოპულარული კურორტები

ანტალია ...

11 July 2019

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნე...

04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...

26 June 2018

საქართველოს ულამაზესი ხედები

მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი დ...

26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...

21 June 2018

10 ტბა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

საქართველოში უამრავი ლამაზი ტბა მდებარეობს, მათ შორის ლისის, ყვარლის, ილიას და ბაზალეთის ტბები, რომლებიც კარგადაა ნაცნობი ...