ტაილანდის გამორჩეული სასტუმროები

ტაილანდი საოცარი ქვეყანაა, რომელიც მილიონობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი ტროპიკული ტყეებით, უსასრულო, თეთრი, ქვიშიანი სანაპიროებით, მარჯნის რიფებით, ფერმერული სოფლებით, ულამაზესი კუნძულებით, მაღალი მთებით და კლდეებით.

ეჭვგარეშეა ვიზიტორებს შეუძლიათ უამრავი საინტერესო ადგილი და კულტურული ღირსშესანიშნაობა მოინახულონ, იყიდონ ხელნაკეთი სუვენირები, იკონტაქტონ ადგილობრივ კეთილმოსურნე მოსახლეობასთან, რაც უფრო ალამაზებს და შთამბეჭდავს ხდის „ღიმილის ქვეყანას“.

ტურიზმის განვითარებამ ქვეყანაში ინფრასტრუქტურაც გააუმჯობესა. დღეს ტაილანდში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ბევრი სასტუმროა.

წარმოგიდგენთ ტაილანდის საუკეთესო სასტუმროებს.

Sri Panwa

სასტუმრო Sri Panwa, ფჰუკეტში, მთის მწვერვალზე მდებარეობს, არქიტექტორებმა მდებარეობის ყველა უპირატესობა გამოიყენეს. ის ვილებისგან და პენტჰაუსისგან შედგება, თითოეულ მათგანს საკუთარი აუზი აქვს. სასტუმროს მთავარი აუზი მინითაა გარშემორტყმული საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ოკეანესა და ტროპიკულ ბუნებაზე. Sri Panwa-ში წარმოდგენილია 7 რესტორანი, მზარეულების სკოლა, სპა ცენტრი. მარტივია სანაპიროზე გასვლაც.

Sri Panwa

Sri Panwa

Sri Panwa

Banyan Tree Bangkok

Banyan Tree Bangkok -ი, ბანკოკის ყველაზე მაღალი და მდიდრული სასტუმროა, რომლიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება მთელს ქალაქზე. ის სატორნში მდებარეობს, გასართობი და სავაჭრო რაიონის გვერდით. აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ ავთენტური კულტურის ყველა საოცრება. სასტუმროს სახურავზე, 61-ე სართულზე მდებარეობს ბარი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ხედით და დახვეწილი სამზარეულოთი ისიამოვნონ.

Banyan Tree Bangkok

Banyan Tree Bangkok

Banyan Tree Bangkok

W Retreat Koh Samui

W Koh Samui მდიდრული, ხუთ ვარსკვლავიანი კურორტია, რომელსაც ხელუხლებელი 9 მილის სიგრძის კერძო სანაპირო აქვს, 74 ცალკეული ვილა ინდივიდუალური აუზით, 6 რესტორანი და ბარები, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები და დააგემოვნოთ აზიური სამზარეულო, ეწვიოთ ფიტნეს კლუბს, სპა ცენტრს და დატკბეთ ოკეანეზე გამავალი დაუვიწყარი ხედით.

W Retreat Koh Samui

W Retreat Koh Samui

W Retreat Koh Samui

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %