15 May 2018
  • 7870 ნახვა

იტალიის ულამაზესი სასტუმროები

იტალია სასტუმროების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მოგზაურებს, დაწყებული მდიდრულ სასტუმროებად გადაკეთებული მრავალსაუკუნოვანი შენობებით, დასრულებული პატარა, ბუტიკის ტიპის თანამედროვე, კომფორტული სასტუმროებით.  

გაოცდებით, რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს სასტუმროს ინტერიერი მიუხედავად იმისა მინიმალისტურ სტილშია გაფორმებული თუ ხელნაკეთი ჭაღებით, ფრესკებით და ანტიკვარული ავეჯითაა გაწყობილი.

ზოგიერთი სასტუმროს აივნიდან იმდენად შთამბეჭდავი ხედი იშლება ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე და სანაპიროზე, რომ სტუმრებს ნომრის დატოვების სურვილი აღარც უჩნდებათ.

დღეს წარმოგიდგენთ იტალიის ყველაზე ლამაზ სასტუმროებს.

Le Sirenuse 

Le Sirenuse  არის მე-18 საუკუნეში აშენებული ვილა, რომელიც 1951 წელს სასტუმროდ გადაკეთდა. ის ამალფის სანაპიროზე მდებარეობს და სტუმრებს ლამაზ, ელეგანტური, მყუდრო ნომრებს და ზღვაზე გამავალ ულამაზეს ხედს სთავაზობს.

სასტუმროს სახურავზე განთავსებულია მიშლენის (Michelin ) ვარსკვლავის მქონე რესტორანი, საცურაო აუზი და სპა.

Le Sirenuse  hotel italy

Le Sirenuse  hotel italy

Le Sirenuse  hotel italy

Gritti Palace

Gritti Palace მე-15 საუკუნეში აშენებული სასახლეა, რომელიც მე-19 საუკუნეში სასტუმროდ გადაკეთდა.

მას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს ვენეციაში, ის დიდ არხთან (Grand Canal), Guggenheim Museum-თან და Santa Maria della Salute-თან ახლოსაა განლაგებული.

ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო კლასიკური სტილით, სრული კომფორტით, ექსტრავაგანტული ოთახებით და ლამაზი სასადილოთი, სტუმრებს კლასიკურ ვენეციურ გამოცდილებას სთავაზობს.

Gritti Palace იმ დამსვენებლებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს ვენეციური პერიოდის სიდიადე შეიგრძნოს.

Gritti Palace

Gritti Palace

Gritti Palace

Belmond Hotel Splendido

მე-16 საუკუნეში აშენებული მონასტრის შენობაში, დღეს სასტუმრო Belmond Hotel Splendido-დ არის გადაკეთებული. ის მთის წვერზე მდებარეობს და ლიგურიის ზღვას გადაჰყურებს. სასტუმრო 64 მდიდრული ოთახისგან, საცურაო აუზისა და ჯანმრთელობის ცენტრისგან შედგება.

ინდივიდუალური დიზაინი შეიქმნა თითოეული ოთახისთვის, ლუქსისთვის და მდიდრული აბაზანებისთის. ის მდიდარი და ცნობილი ადამიანების საყვარელი ადგილია. სასტუმროს სტუმრობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა კლარკ გეიბლი, ფრენკ სინატრა, უინსტონ ჩერჩილი, უინძორის ჰერცოგი და სხვა.

Belmond Hotel Splendido

Belmond Hotel Splendido

Belmond Hotel Splendido

Grand Hotel Tremezzo, Lake Como

Como-ს ტბის სანაპიროზე, ქალაქ ბელაჯიოში სასტუმრო Grand Hotel Tremezzo მდებარეობს. ის 1910 წელს გაიხსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. სასტუმროში 3 რესტორანი, 3 საცურაო აუზი, სრულად აღჭურვილი ჯანმრთელობის ცენტრი და ტენისის კორტები ფუნქციონირებს. მისი დიზაინი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი.

Grand Hotel Tremezzo-ს მიზანია შეუქმნას სტუმრებს ელეგანტური, მდიდრული და კომფორტული დასვენების გარემო.

Grand Hotel Tremezzo, Lake Como

Grand Hotel Tremezzo, Lake Como

Grand Hotel Tremezzo, Lake Como

Caesar Augustus Hotel

როდესაც საქმე ნომრიდან არსებულ ხედს ეხება, ცოტა სასტუმრო თუ გაუწევს კონკურენციას კლდის მწვერვალზე მდებარე Caesar Augustus Hotel-ს, ის ვეზუვის მთასა და კაპრის სანაპიროზე გამავალ პანორამულ ხედს სთავაზობს სტუმრებს. სასტუმრო  რუსეთის სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციის როლსაც ითავსებს. 

სასტუმროს რესტორნიდან, აუზიდან, სპა ცენტრიდან და ყველა ნომრიდან ულამაზესი ხედი იშლება, მისი დიზაინი კი ხმელთაშუა ზღვის სტილშია გადაწყვეტილი.

Caesar Augustus Hotel

Caesar Augustus Hotel

 


მსგავსი
19 August 2019

8 რეალური ადგილი, რაც მეცნიერული თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანს

დედამიწაზე უამრავი უცნაური ადგილია, საოცარი ბუნება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს შეხედულებას სამყაროს შესახებ. ზოგი ამ ყვალეფერ...

13 August 2019

მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიფიქრიათ იმაზე, უძველესი სამყაროს შვიდ საოცრებას ჩვენ დრომდე რომ მოეღწია - როგორი სახე ექნებოდა მათ?კომპანია Budget Direct-მა ...

01 August 2019

2019 წლის ყველაზე პოპულარული კურორტები

ანტალია ...

11 July 2019

რატომ იყენებენ სასტუმროები მხოლოდ თეთრი ფერის თეთრეულს?

 ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რატომ არის სასტუმროებში მხოლოდ თეთრი ფერის პირსახოცები და  თეთრეული. ექსპერტებმა ამოხსნე...

04 June 2019

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები

სილამაზის უცნაური კრიტერიუმები სილამაზე, განსაკუთრებული ფენომენია, მის ძალას არაერთი ლეგენდა, მათ შო...

22 May 2019

სადაა ლოგიკა? აფრიკული ბენინი პირველია მსოფლიო რეიტინგში, ეგვიპტე კი ბოლო

ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Rickshaw Travel- მა ჩაატარა კვლევა: ტურისტებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების ჩამონათვალი...

19 February 2019

ყველაზე გემრიელი ესპანური დესერტები

დესერტი ესპანური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესს ნაწილს წარმოადგენს. ყველა კუთხეს და ქალაქს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკუ...

17 February 2019

ევერესტის საბაზო ბანაკი ტურისტებისთვის დაიხურა

ჩინეთმა ტიბე...

26 June 2018

საქართველოს ულამაზესი ხედები

მაღალი მთები, მდინარეები, მწვანე მინდვრები, სუფთა ტბები, ფირუზისფერი ზღვა, მინერალური წყლები, ჩანჩქერები, კანიონები (მარტვილი დ...

26 June 2018

ევროპის ქვეყნები, სადაც მოგზაურობა მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება

მოგზაურობისას ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები, სადაც ვიხილავთ შთამბეჭდავ პეიზაჟებს, ლამაზ სანაპიროებს, აღმოვაჩ...