იტალიის ულამაზესი სასტუმროები - ნაწილი 2

წარმოგიდგენთ იტალიის ულამაზეს სასტუმროებს. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Hotel Hassler

Hotel Hassler-ი მე-19 საუკუნეში რომში აშენდა. ის დღემდე რჩება ძველი კლასიკური სტილის არაჩვეულებრივ მაგალითად. სასტუმრო ცნობილია დახვეწილი დიზაინით და არქიტექტურით, მთელ ქალაქზე გამავალი ულამაზესი ხედით,რომელსაც სტუმრებს სთავაზობს.

Hotel Hassler-ი 82 სტანდარტული ნომრისგან და 15 ლუქსისგან შედგება. თითოეული მათგანი ორნამენტირებულია, გაწყობილია ანტიკური სტილის ავეჯით, ძველი ვენეციური ლამპებით და ხელოვნების სხვა  ნიმუშებით.

 სასტუმროში შეგიძლიათ ეწვიოთ მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანს, სპა ცენტრს და ბაღში განთავსებულ კაფეს, რომელიც კედლითაა გარშემორტყმული.

Hotel Hassler

Hotel Hassler

Hotel Hassler

Castello di Casole

Castello di Casole ტოსკანაში მდებარეობს, ფლორენციასთან და სიენასთან ახლოს. სასტუმრო მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც კომფორტული დასვენება და ტოსკანური გამოცდილების მიღება სურთ.

სასტუმროს შემადგენლობაში შედის  რამდენიმე აკრზე გაშენებული ვენახი და ზეთის ხილის ბაღი. ვენახის ცენტრში მე-10 საუკუნეში აშენებული კოშკია განთავსებული.

ის 41 ნომრისგან შედგება, მისი დიზაინი კლასიკური და თანამედროვე სტილის ნარევია, სადაც შეგიძლიათ ესტუმროთ მრავალფეროვან ღვინის მარანს, პიცერიას, რესტორნს და სპა ცენტრს.

Castello di Casole

Castello di Casole

Castello di Casole

Grand Hotel Timeo

Grand Hotel Timeo  მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების სიაშია, ის ტაორმინას გულში მდებარეობს, დღემდე მოქმედი, ძველი ბერძნული თეატრის გვერდით.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ცნობილია არამხოლოდ მისი ანტიკური ელეგანტურობით, არამედ ეტნას მთასა და  სიცილიურ სანაპიროზე გამავალი პანორამული ხედით. მისი ნომრები გაფორმებულია სახვითი ხელოვნების ნიმუშებით, მდიდრული ტექსტილით და კლასიკური ავეჯით.

Grand Hotel Timeo

Grand Hotel Timeo

Grand Hotel Timeo

Grotta Palazzese Hotel

სასტუმრო Grotta Palazzese Hotel-ი ქალაქ Polignano a Mare-ში მდებარეობს. ის  კლდეშია გამოკვეთილი, მისი ხედი ადრიატიკის ზღვაზე გადის.

Grotta Palazzese Hotel-ის რესტორანი მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ტოპ 10-ში სწორედ მისი ხედის გამო შედის. კომფორტული ნომრები, სერვისის მაღალი დონე და მდებარეობა მას საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აქცევს.

Grotta Palazzese Hotel

Grotta Palazzese Hotel

Grotta Palazzese Hotel

Grand Hotel Minerva

Grand Hotel Minerva ფლორენციის ცენტრში, Piazza Santa Maria Novella-ზე მდებარეობს. ის ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, რომლიდანაც მარტივად დაინახავთ ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობას, მათ შორის ახლოს მდებარე, მე-15 საუკუნეში აშენებულ Santa Maria Novella-ს ბაზილიკას.

სასტუმროს დიზაინი, რესტორანი და სახურავზე მდებარე აუზი, მას ფლორენციაში ტურისტების საყვარელ სასტუმროდ აქცევს.

Grand Hotel MinervaGrand Hotel MinervaGrand Hotel Minerva

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %