10 რამ რაც ლონდონის ვიზიტისას უნდა გააკეთოთ - ნაწილი 2

წარმოგიდგენთ 10 აქტივობას, რომლებიც ლონდონის ვიზიტისას უნდა განახორციელოთ. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Sea Life London Aquarium

აუცილებლად ეწვიეთ ლონდონის აკვარიუმს SEA LIFE London, სადაც 400-მდე სხვადასხვა სახეობის ზღვის ბინადარია წარმოდგენილი, მათ შორის მწვანე კუ, ზვიგენი და სხვა.

იხილეთ დეტალურად

Sea Life London Aquarium

Tower of London

Tower of London (ლონდონის თაუერი) მთელს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული ნაგებობათა კომპლექსია, რომელთა საერთო ფართობი 18 აკრს შეადგენს. ის მეფე უილიამ დამპყრობელმა დააარსა, მისი ისტორია 900 წელს მოიცავს. თაუერი ფუნქციონირებდა როგორც სამეფო სასახლე, საიუველირო სახლი, ციხე, სასჯელაღსრულების ადგილი და ზოოპარკი, დღეს კი მუზეუმის ფუნქციას ითავსებს.

იხილეთ დეტალურად

Tower of London

The Shard

ეწვიეთ The Shard-ს, ის ლონდონის და ევროპის ყველაზე მაღალი შენობაა, მისი სიმაღლე 310 მეტრს შეადგენს. შენობიდან შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი ქალაქი და მისი ღირსშესანიშნაობები, მათ შორის წმ. პეტრეს ტაძარი, უემბლის სტადიონი, Coca-Cola London Eye და სხვა.

იხილეთ დეტალურად

The Shard

London Dungeon

London Dungeon სპეციალური ატრაქციონია, რომელშიც საშინელ ისტორიულ მოვლენებს აცოცხლებენ, რისთვისაც ცოცხალ მუსიკას, სპეც ეფექტებს და მსახიობებს იყენებენ. ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია 45 ადამიანს, მისი ხანგრძლივობა 110 წუთს შეადგენს.

იხილეთ დეტალურად

London Dungeon

Kensington Palace

კენსინგტონის სასახლე მე-17 საუკუნიდან სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენდა, დღეს კი კემბრიჯის ჰერცოგის რეზიდენციაა.

სასახლის სამთავრობო ნაწილი ღიაა ტურისტებისთვის, მას არაკომერციული ორგანიზაცია Historic Royal Palaces მართავს, რომელიც 4 სხვადასხვა ტურს სთავაზობს მნახველებს.

ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ სასახლის არქიტექტურა, დიზაინი, სამეფო სახლის ავეჯი,  უილიამის და მერის, გეორგ I და გეორგ II-ის, დედოფალი ვიქტორიას რეზიდენცია და სხვა.

იხილეთ დეტალურად

Kensington Palace

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %